დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
გასვლა არ გავლა არფერ შუაშია. გადიოდა აქამდე ფოტოები და მაინც იგივეს ვიძახდი.მაგას არა აქ მნიშვნელობა. იგივე განსაზღვრებით არც იმ კონკურსს ვცემ დიდ პატივს სადაც ამ ეტაპისთვის ჩემი ფოტოები გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ჯერ მართლა ვერ არის იმ დონის ნამუშევრები რაც მე მინდა რომ იყოს.
ამბიციებს რაც შეეხება, არაამბიციური ადამიანი მკვდარი ადამიანია.მეორე საკითხია რამხელა ამბიციებია და თუ არის ეს ამბიციები არგუმენტირებული.მე ვიცნობ ხალხს და რამოდენიმეს ძალიან ახლოს რომელთაც ამ სფეროში ძალიან დიდი ამბიციები აქვთ, მაგრამ საქმით ამას ვერანიარად ამტკიცებენ.თუმცა ფოტოგრაფიაში კიდე ადვილადაა საქმე.ძალიან ბევრი წყვეტს საუბარს და ივიწყებს ამბიციებს როცა გადაღებული სურათების ჩვენებას ვთხოვ. ფოტო თვითონ უნდა საუბრობდეს თავის თავზე.
ამავე დროს აქაც საიტზე და საიტის ფარგლებს გარეთ არის ბევრი (!!!) ადამიანი რომელთა ფოტოების ყურებაც მართლა მსიამოვნებს.რამოდენიმე ასეთი ადამიანის გამოც თავის დროზე გადავწყვიტე რომ აპარატი დამეჭირა ხელში სერთოდ.აბა ქოლგის კატალოგს რომ გადახედავ რა გადაღების სურვილი უნდა გაგიჩნდეს ერთი ის მითხარი )