დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
galerea, ბოლო დღეს შევიტანე ფოტოები მაგრამ დაათვლიერეს და ნუ გაქვთ ეგეთი წარმოდგენები.
ხელოვნება ისეთი სფეროა რთულიაა საერთო აზრი შედგეს. რის მიხედვით ადგენენ ან მონაწილე ფოტოებს ან გამარჯვებულებს არ ვიცი მაგრამ ქოლგა ბოკე არაა და თუ ბოკეზე ახლობლები ქულებს გიწერენ მთლად არ უნდა მოგცეს ამან იმის შთაბეჭდილება რომ ძალიან მაგარ ფოტოებს იღებ.
თქვენ რითი აფასებთ და რატომ გგონიათ რომ რაც ვერ გავიდა უკეთესია? რა კრიტერიუმებით აფასებთ?? ვინმეს შეუძლია რომელიმე ფოტოს მხატვრული აღწერა გააკეთოს? ვთხოვ თუ ამის შესაძლებლობა ძალიან საინტერესო იქნება. )