ესეიგი, დავფიქრდი, დააახლოებით გადავითვალე და მივხვდი რომ ბოკეზე საკმაოდ ახალგაზრდა მონდომებულ ვაჟსა და ქალიშვილს გაუცნიათ ერთურთი მაგრამ რომ გაუცნიათ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა და სასიყვარულო ისტორიაშიც გარდასახულა ასეთი ისტორიები კიდევ უამრავია, თუ არ მოყვებით მე მოგიყვებიი მოდით ჯერ მე დავიწყებ მოყოლას, ჰა აბა დავცქვიტეთ ყურები? პამპარამპამ და ერთ მშვენიერ ღამეს მწერს იუზერი ნიკით ნინი მამალაძე, როგორ ავტვირთოო ფოტო ბოკელების სურათებშიო, მეც რათქმაუნდა ძალიან ოფიციალურად გავანდე მას ფოტოს ატვითვის ინსტრუქცია, მაგრამ იმ ინსტრუქციის ბოლოს როგორც ბატონი გუჯა იტყვის ხოლმე "მამაძაღლობა" მივაწერე, რაზეც ის წამოეგო. შემდეგ ველოდე თუ როგორ ფოტოს ატვირთავდა ის ფორუმზე, ხოდა ჰოი საოცრებავ მან მართლაც ატვირთვა ფოტო შემდეგ ჰოიიიი უფრო დიდებულო სოცრებავ და იგი ნამდვილი ანგელოზი აღმოჩნდა შემდეგ ტრალალა ვსაუბრბდით დღე და ღამე, და ერთ მშვენიერ დღეს დილის 7 სააათზე დავიბარე სამხატვრო აკადემიასთან. ასე მახსოვს და ამაზე სულ მეცინება, ნინი ნუ გაშტერდები შენთვის ჯერ ეს არ მომიყოლიამპუა ესეიგი მე სამხატვროს პირდაპირ სკვერი როა მანდ ვიდექი, ხოლო მაას რატომღაც ეგონა რომ აუცილებლად ზუსტად სმხატვროს შესასვლელში ვიქნებოდი დარჭობილი ნუ მის წარმოდგენაში ასე იყო, იმიტომ რომ ის ამაზე ფიქრობდა დიდი ხანი და ამდენ ფიქრში გაეპარა ის რომ მე იქ არ ვიდგებოდი და ვიდგებოდი პირდაპირ ამ დროს ის ამოდის აღმართიდან კი არ ამოდის არამედ პატარა ბავშვივით ოღონდ ლამაზი ბავშვივით "მობლაცუნობს" ისწორებს კაბას რომელიც აწეული აქვს და აიძულებს აქეთ-იქით ძალიან სასაცილო მიხვრა მოხვრები გაააკეთოს, შემდეგ ჯიხურის მინაში იყურება და თავის შავ ბერეტს ისწორებს, ხოლო მე ამას ყველაფერს ძალიან მხიარული სიდინჯით ვაკვირდები. უცბად შევყვირე ნინითქო მთაწმინდის დილის სიჩემეში იგი ძალიან შევაშინე. ასე დაიწყო ეს დღე დანარჩენს ალბათ თქვენ თვითონაც ხვდებით... ვრცლად ისტორიას ერთხელ შემოგთავაზებთ ფოტო გაფორმებით....
ახლა კი შევუდგეთ დაწყვილებულთა სიის შედგენას, იქნებ რაიმე ივენთიც მოვწყოთ სპეციალურად ამ ნიშნით.
ფოტოების გადაღება სულ ახალი დაწყებული მქონდა, ვიღებდი ზედიზედ ყველაფერს. ერთ დღეს ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი ბოკე-ს საითს, და ფუნქციებში შევამჩნიე შეგიძლიათ ფოტო ატვირთოთო, არც წარმომედგინა რომ შესაძლებელი იყო ჩემი ფოტო ამეტვირთა, მერე ყველას ენახა და შეეფასებინათ, ცოტა არ იყოს შემეშინდა ატვირთვა თავიდან, მაგრამ გავრისკე, დავრეგისტრირდი (2006-ში) და ფოტოც ავტვირთე (ფოტო საოჯახო უფრო იყო), წამოვიდა უამრავი კრიტიკა და შეფასებები, მხოლოდ ამის შემდეგ დავრწმუნდი რომ ფოტო აიტვირთა და ვიღაცეებმა ნახეს და შეაფასეს ნამუშევარი. ასე შედგა ჩემი და ბოკეს პირველი შეხვედრა. ნაცნობობა სიყვარულშიც გადაიზარდა, ბევრი მეგობარი შემაძენინა, ბევრი კარგი ადამიანი გამაცნო. დასწყისში, მეგონა რომ საითი ”ბოკე” ვინმე ბოკერიასი უნდა ყოფილიყო, მერე კი გავარკვიე საიდანაც მოდიოდა საითის დასსახელება რატომღაც აქ მომინდა ამ პოსტის დადება