სემინარები განკუთვნილია როგორც დამწყვები ფოტოგრაფებისთვის, ასევე იმათვის ვისაც სურს სტუდიაში მუშაობის შესწავლა (სტუდიურ განათებასთან მუშაობა)
1. ზოგად-საბაზისო ფოტო-სემინარი მოიცავს 30 თეორიულ და 6 პრაქტიკული მეცადინეობის საათს, ხოლო სპეციალური კურსის ხანგრძლივობაა 16 საათი (ოთხი საათის განგრძლივობის ოთხი ლექცია).
2. სემინარის მეცადინეობები ჩატარდება ჯგუფურად. (შესაძლებელია ინდივიდუალური მეცადინეობებიც.)
3. სწავლების გრაფიკის საბოლოო შეთანხმება ხდება ჯგუფთან მოლაპარაკების საფუძველზე.
4. სემინარის ხელმძღვანელია ელგუჯა შეყილაძე (Guja)
5. სემინარის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
სემინარები ყველასთვის არის, ასაკს დიდი მნიშვნელობა არააქვს , კამერას დაკავება უნდა შეეძლოს, თვალით რაიმეს მაინც უნდა ხედავდეს და რა საკვირველია მუდმივად 033 არ უნდა იდგეს სტუდიის კარებთან.
ახლავე დაწყებაც შეიძლება თუ ჯგუფი შეიკრა და განრიგი შეადგინა
ziuzia თუ ჯგუფს აწყობს რუსული რა თქმა უნდა, მე პრობლემა არ მაქ, გინდათ ინგლისურადაც იქნება თუ ქართული ჩვეულებრივად გესმის, მაშინ საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის, რაც რთული გასაგებია თქვენ პერსონალურად გითარგმნით მსვლელობის დროს.
noslogan სემინარი მუდმივმოქმედია, ჯგუფი არის-ვიწყებთ.