BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> Canon 600D and 1100D, speedlite 320 and 270, და ახალი ლინზები

| |
Raulito
post Feb 8 2011, 04:05
#1 

Master Master
2,310


არ ჩერდება მოკლედ გამალებული შეიარაღება. ქენონმა გამოაგდო ახალი 600D (550D-ს შემცვლელად) და 1100D.

არცერთი ამათგანი არაა დიდი ბედენა და სასტაული გარღვევა ტექნოლოგიებში. უბრალოდ, პაწა ფეხი აუწყო ქენონმა თავისივე სიახლეებს და ჩადო ამ კამერებში.

1100D ნაკლებად მაინტერებს, ბოდიში. ამიტომ მხოლოდ 600D-ზე ვიტყვი, რომ 2 სიახლეა რეალურად: მოძრავი ეკრანი გადმოიღო 60D-სგან და ამასთან, დაუმატა ფლეშის დისტანციურად მართვის ფუნქცია (ეს არააა ურიგო ამ კლასის კამერისთვის). დანარჩენი იგივეა რაც 550D-ში, იგივე მატრიცა და კონსტრუქციაც, მეტნაკლებად (ცხადია მოძრავმა ეკრანმა მოითხოვა რაღაცეების გადაადგილება უკანა პანელზე).

http://www.dpreview.com/

აქვე ნახავთ, რომ ორი ახალი ფლეში დადო, 320 EX და 270EX II. პირველი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ჩვეულებრივი ფოტონათებასთნა ერთად, უწყვეტი შუქის მომენტი დაამატეს ანუ ვიდეოს ვინც იღებს, იმათ გამოადგებათ. უკაბელო კონტროლის ფუნქცია ცხადია აქვს.

ბოლოს, ახალი ლინზები გამოაცხო ქენონმა 200-400 და 600მმ - გასაგებია, რომ ეს ისე, თეორიულად გვაინტერესებს აქ მყოფთ, თუ მაინცდამაინც ვინმე სახლ-კარის გაყიდვას არ აპირებს ამ ლინზების საყიდლად.

ჰო, და კიდევ ზეიმია ქენონში: 60 მილიონი EF ლინზის გამოშვებას აღნიშნავენ. DDDD.gif
Added @
ქენონ, შე ფარჩაკო, უსარკო ციფრა დადე, ბიჭო! დადე მეთქი! დაჟე ორი ცალი - ერთი ფულფრეიმი და ერთიც კროპიანი! ჰა, თორემ მეფხანება ხელები და ვიყიდი ამ ფუჯის როგორც კი გამოვა:

http://www.dpreview.com/previews/fujifilmx100/

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Reply to this topicStart new topic
kapkpa
post Feb 21 2011, 03:55
#2 

Amateur Amateur
710


თქვენი აზრით რა ფასშია შესაძლებელი პროფესიონალი აპარატის ყიდვა? ნუ არც მთლად პროფესიონალი, ისეთი რომ გადაღებაში არ შეგიშალოს ხელი და ნერვებს არ გიშლიდეს.. ბოდიში თემას მაინცდამაინც არ ეხება და აქ ვპოსტავ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·



Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 3rd August 2025 - 21:09

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'