არცერთი ამათგანი არაა დიდი ბედენა და სასტაული გარღვევა ტექნოლოგიებში. უბრალოდ, პაწა ფეხი აუწყო ქენონმა თავისივე სიახლეებს და ჩადო ამ კამერებში.
1100D ნაკლებად მაინტერებს, ბოდიში. ამიტომ მხოლოდ 600D-ზე ვიტყვი, რომ 2 სიახლეა რეალურად: მოძრავი ეკრანი გადმოიღო 60D-სგან და ამასთან, დაუმატა ფლეშის დისტანციურად მართვის ფუნქცია (ეს არააა ურიგო ამ კლასის კამერისთვის). დანარჩენი იგივეა რაც 550D-ში, იგივე მატრიცა და კონსტრუქციაც, მეტნაკლებად (ცხადია მოძრავმა ეკრანმა მოითხოვა რაღაცეების გადაადგილება უკანა პანელზე).
http://www.dpreview.com/
აქვე ნახავთ, რომ ორი ახალი ფლეში დადო, 320 EX და 270EX II. პირველი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ჩვეულებრივი ფოტონათებასთნა ერთად, უწყვეტი შუქის მომენტი დაამატეს ანუ ვიდეოს ვინც იღებს, იმათ გამოადგებათ. უკაბელო კონტროლის ფუნქცია ცხადია აქვს.
ბოლოს, ახალი ლინზები გამოაცხო ქენონმა 200-400 და 600მმ - გასაგებია, რომ ეს ისე, თეორიულად გვაინტერესებს აქ მყოფთ, თუ მაინცდამაინც ვინმე სახლ-კარის გაყიდვას არ აპირებს ამ ლინზების საყიდლად.
ჰო, და კიდევ ზეიმია ქენონში: 60 მილიონი EF ლინზის გამოშვებას აღნიშნავენ.

Added @ [mergetime]1297123987[/mergetime]
ქენონ, შე ფარჩაკო, უსარკო ციფრა დადე, ბიჭო! დადე მეთქი! დაჟე ორი ცალი - ერთი ფულფრეიმი და ერთიც კროპიანი! ჰა, თორემ მეფხანება ხელები და ვიყიდი ამ ფუჯის როგორც კი გამოვა:
http://www.dpreview.com/previews/fujifilmx100/