ფირის ფოტოაპარატში - ვიზირში და ელექტრონულ დაფაზე შიგნიდან აღმოვაჩინე უწვრილესი დაახლოებით 1/10 მმ ზომის არსებები, ფორმით გვანან ტკიპებს, ფერით მოთეთრო, ვიზირში ნათლად ჩანს მათი მოძრაობა. უნდა ავღნიშნო რომ აპარატი ძალიან ძველიცაა, 3 წელი ხელი არ დაუდიათ... ხომ არ ჰქონია ვინმეს მსგავსი შემთხვევა, ან როგორ შეიძლება მათი დახოცვა?? აეროზოლი გამორიცხულია ძალიან ყარს... სხვა??? მაცივარშიც ვცადე გაყინვამ არ უშველა.. ერთი სუტკა იდო აპარატი. P.S. აპარატის მუშაობას ეს ყველაფერი ხელს არ უშლის.
რომც დახოცო ეგ არსებები რამით, შიგ თუ ჩარჩებიან რა ხეირი?..
დაშლა და თავიდან აწყობა ან დაელოდე პეპლები როდის დაფრთიანდებიან და თვითონ დატოვებენ საცხოვრებელს ))))
მიკრო მტვერსასრუტი არ უშველის?.. საწრუპი მიამაგრე რამე სუსტ მტვერსასრუტს (ან მტვერსასრუტის მილი გახსენი, ისე რომ მთელი ძალით არ ისრუტვდეს) ჩაყავი და ამოწმინდე..