ფირის ფოტოაპარატში - ვიზირში და ელექტრონულ დაფაზე შიგნიდან აღმოვაჩინე უწვრილესი დაახლოებით 1/10 მმ ზომის არსებები, ფორმით გვანან ტკიპებს, ფერით მოთეთრო, ვიზირში ნათლად ჩანს მათი მოძრაობა.
უნდა ავღნიშნო რომ აპარატი ძალიან ძველიცაა, 3 წელი ხელი არ დაუდიათ...
ხომ არ ჰქონია ვინმეს მსგავსი შემთხვევა, ან როგორ შეიძლება მათი დახოცვა?? აეროზოლი გამორიცხულია ძალიან ყარს... სხვა??? მაცივარშიც ვცადე გაყინვამ არ უშველა.. ერთი სუტკა იდო აპარატი.
P.S. აპარატის მუშაობას ეს ყველაფერი ხელს არ უშლის.
jafara12345
Dec 27 2010, 21:25
დაშალე და სპირტით გაწმინდე
jafara12345,
ეგ პირველი იყო რაც გავაკეთე, საქმე იმაშია რომ, სპირტით ყველაფერი არ იწმინდება, არის დეტალები სადაც სპეციალური საპოხი მასალითაა დამუშავებული, აპარატის სრულად დაშლა ცოტა პრობლემურია, აწყობაა მერე საქმე....
jafara12345
Dec 28 2010, 22:31
მშრალ ხიდზე ანდრეი მონახე აპარტებს ყიდის, დაგაკვალიანებს
jafara12345,
ეგრე რომ იყოს რაღა მიჭირდა..

. ანდრეი და ნიკო აქეთ მეკითხებოდნენ ....
ვკითხე და B-70 ით გაწმინდეო, ან ჩრჩილების სუნიანი ტაბლეტები დადე აპარატთანო.... არ უშველა
ღამურები შეუშვი აპარატში... ))))
რომც დახოცო ეგ არსებები რამით, შიგ თუ ჩარჩებიან რა ხეირი?..
დაშლა და თავიდან აწყობა ან
დაელოდე პეპლები როდის დაფრთიანდებიან და თვითონ დატოვებენ საცხოვრებელს ))))
მიკრო მტვერსასრუტი არ უშველის?..
საწრუპი მიამაგრე რამე სუსტ მტვერსასრუტს (ან მტვერსასრუტის მილი გახსენი, ისე რომ მთელი ძალით არ ისრუტვდეს) ჩაყავი და ამოწმინდე..
პარატი დავშალე საათების გასაწმენდი სითხით გავწმინდე... ავაწყე.. პრობლემა მოგვარებულია.
ადმინს ვთხოვ დახუროს ეს თემა.