მოკლედ, რამდენი ფირიც არ გავამჟღავნებინე და მერე დავასკანირებინე თითქმის ყველა ფირიზე დაახლოებით 2-3 კადრს მაინც აქვს რაღაც ლაქა თუ ვერ ვხვდები რა არის.... ფირს რომ დავაბრალო დავიჯერო , რომ ფუჯის , კოდაკსაც აქვს ეგ დეფექტი ყველ ფირზე და კონიკასაც? აპარატსაც დიდათ ვერ ვაბრალებ .... არც შუქის შემოპარებაა არც ნახაზი ან ნაჩხაპნი.... ანუ რჩება გამჭღავნება და დასკანირება.... გეგონება წვეთი აქვს დაცემული ან რაღაც მაგნაირი.... მოკლედ, თუ იცით რისი ბრალია...
ობიექტივი გამორიცხე, ლენტის გადამყვანი მექანიზმი ტოვებს ჰორიზონტალურ ხაზებს, სინესტის შემთხვევაში ფირზე დეფექტი ჩნდება 1-4 კადრში (ნაკლებად სავარაუდოა), გამჟღავნების წამალი საერთოდ ცვლის ფერს ან ფონს, რჩება გამჟღავნებული ლენტის ფიქსაცია, ფიქსაჟმა იცის მაგდაგვარი ლაქები, მსგავსი თვითონ რომ ვამჟღავნებდი მაშინ მახსოვს რამოდენიმე ფირზე. ეტყობა ნახმარი ფიქსაჟით დაამუშავეს ლენტა, თან ტემპერატურა იქნებოდა არეული.