მოკლედ, რამდენი ფირიც არ გავამჟღავნებინე და მერე დავასკანირებინე თითქმის ყველა ფირიზე დაახლოებით 2-3 კადრს მაინც აქვს რაღაც ლაქა თუ ვერ ვხვდები რა არის.... ფირს რომ დავაბრალო დავიჯერო , რომ ფუჯის , კოდაკსაც აქვს ეგ დეფექტი ყველ ფირზე და კონიკასაც? აპარატსაც დიდათ ვერ ვაბრალებ .... არც შუქის შემოპარებაა არც ნახაზი ან ნაჩხაპნი.... ანუ რჩება გამჭღავნება და დასკანირება.... გეგონება წვეთი აქვს დაცემული ან რაღაც მაგნაირი.... მოკლედ, თუ იცით რისი ბრალია...
ორ ლინზას მართლა ნაკლებად შეიძლება ერთი და იგივე ჭირდეს, ისე 11+ დიაფრაგმებზე ლინზაში თუ რამე არის გამოჩენას იწყებს განსაკუთრებით უკანა ბლოკზე როცაა მტვერი ან დეფექტი, ნახატით დაორთქლების ან სოკოს კვალს გავდა ანაბეჭდი და იმიტომ ვიფიქრე ლინზაზე