BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> " მე მიყვარს თბილისი", Fოტოკონკურსი...

| |
DIKARKA
post Apr 19 2010, 01:00
#1 

Amateur+ Amateur+
28,968


“მე მიყვარს თბილისი – მრავალეროვანი, განახლებული ქალაქი”

თბილისის მერიის, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი აცხადებს ფოტოკონკურსს: “მე მიყვარს თბილისი – მრავალეროვანი, განახლებული ქალაქი”.

კონკურსის მიზანია, წარმოაჩინოს განახლებული დედაქალაქი თავისი ყოველდღიური ცხოვრებით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფოტოგრაფსა და ფოტომოყვარულს.

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ არაუმეტეს 5 ფოტოსი A4 ფორმატზე ნაბეჭდი სახით და ასევე ამ ფოტოების ელექტრონული ვერსია CD დისკზე. დასაშვებია როგორც შავ-თეთრი, ისე ფერადი ფოტოები.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარდგენილ იქნას ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში (ჩახრუხაძის ქ.#17, კონკასთან). ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია ყოველდღე, 12-დან 16 საათამდე შაბათის, კვირის და ორშაბათის გარდა.

კონვერტზე, რომელშიც მოთავსებული იქნება საკონკურსო ნამუშევრები როგორც ნაბეჭდი, ისე CD დისკზე, მითითებულ უნდა იქნეს კონკურსანტის სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 18 მაისი.

საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს წინასწარ შერჩეული კომპეტენტური ჟიური.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:

I ადგილი – 500 ლარი

II ადგილი _ 300 ლარი

III ადგილი – 200 ლარი

სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულნიც.

დაჯილდოების ცერემონიალის ზუსტი თარიღი და ადგილი გამოცხადდება დამატებით.

კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციას ტელეფონებზე: 99 06 99 ან 893 14 81 25

საკონკურსო ნამუშევრები ავტორებს უკან არ უბრუნდებათ.

წარმატებას გისურვებთ
-)
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Reply to this topicStart new topicStart Poll
DaNi
post Apr 19 2010, 14:56
#2 

Amateur Amateur
839


კარგი კონკურსია, დავძაბავ გონებას იქნებ რაიმე იდეა მომივიდეს. smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
DIKARKA   " მე მიყვარს თბილისი"   Apr 19 2010, 01:00
LOOSER   :bravo: :bravo:   Apr 19 2010, 11:59
CLOTILDA   ეს არ დაუბრუნდებათო არ მომეწონა !   Apr 19 2010, 20:17
stringer   ორი დაბეჭდე ამიტომ, ვაითუ არ დაგიბრუნ...   May 27 2010, 20:54
LOOSER   http://www.boke.ge/forum/?img=129585 ამ ფოტოს მივიტან   Apr 21 2010, 19:54
LOOSER   დღეს არის ეს გამოფენა 4 ზე   May 27 2010, 11:21
LOOSER   მორჩა :)   May 27 2010, 20:56
Zaza Gabaidze   ვინ გაიმარჯვა? ))   May 27 2010, 22:10
LOOSER   Zaza Gabaidze, სახელები არ მახსოვს :) 1 ფოტო იმს...   May 27 2010, 22:23
Zaza Gabaidze   LOOSER, არაუშავს ხდება ხოლმე :D   May 28 2010, 12:49
Mikheil Samkharadze   აუ რა გვიან გავიგე.. :( ხო მოვიგებდი :(   May 30 2010, 13:23
dave   LOOSER, სავარაუდოთ ჩემი :) http://i055.radikal.ru/1005/f2/64c7d03bc377....   May 30 2010, 21:30
LOOSER   dave, :diax:   May 31 2010, 00:23
Mikheil Samkharadze   ჰო ეგ ფოტო მაგრად მევასება დეივ :)   May 31 2010, 11:48
Zaza Gabaidze   dave კარგი ფოტოა, ადრე მქონდა აქ ნანახი ე...   May 31 2010, 12:07
dave   მადლობთ!   May 31 2010, 15:45
kapkpa   როგორ შეგვიძლია ვნახოთ ამ კონკურსზე ...   Jul 25 2010, 17:50


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 3rd August 2025 - 21:31

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'