“მე მიყვარს თბილისი – მრავალეროვანი, განახლებული ქალაქი”
თბილისის მერიის, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი აცხადებს ფოტოკონკურსს: “მე მიყვარს თბილისი – მრავალეროვანი, განახლებული ქალაქი”.
კონკურსის მიზანია, წარმოაჩინოს განახლებული დედაქალაქი თავისი ყოველდღიური ცხოვრებით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფოტოგრაფსა და ფოტომოყვარულს.
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ არაუმეტეს 5 ფოტოსი A4 ფორმატზე ნაბეჭდი სახით და ასევე ამ ფოტოების ელექტრონული ვერსია CD დისკზე. დასაშვებია როგორც შავ-თეთრი, ისე ფერადი ფოტოები.
საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარდგენილ იქნას ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში (ჩახრუხაძის ქ.#17, კონკასთან). ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია ყოველდღე, 12-დან 16 საათამდე შაბათის, კვირის და ორშაბათის გარდა.
კონვერტზე, რომელშიც მოთავსებული იქნება საკონკურსო ნამუშევრები როგორც ნაბეჭდი, ისე CD დისკზე, მითითებულ უნდა იქნეს კონკურსანტის სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა.
საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 18 მაისი.
საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს წინასწარ შერჩეული კომპეტენტური ჟიური.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
I ადგილი – 500 ლარი
II ადგილი _ 300 ლარი
III ადგილი – 200 ლარი
სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულნიც.
დაჯილდოების ცერემონიალის ზუსტი თარიღი და ადგილი გამოცხადდება დამატებით.
კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციას ტელეფონებზე: 99 06 99 ან 893 14 81 25
საკონკურსო ნამუშევრები ავტორებს უკან არ უბრუნდებათ.
წარმატებას გისურვებთ
-)