ესეიგი თემის მიზანი შემდეგშია. ხანდახან არის მუზა, იდეა, მოფიქრებული კადრი მაგრამ არაფრით არ გამოგვდის. ხანდახან რაღაცა ელემენტარული გვგონია ავიღებთ კამერას და თურმე ეგრე არაა. რო არ გამოგვივა მერე ვარქმევთ "მე ასე ვხედავ":)) მოდით გავერკვიოთ ტექნიკა არ გვყონის თუ ცოდნა. (ანუ აქ კომპოზიციაზე და მხატვრულობაზე არ ვსაუბრობთ). შესაბამისად დავეხმარებით ერთმანეთს ვისაც რაიმე გამოცდელება ექნება კონკრეტულ საკითხთან.
მაგ: ერთხელ მეზობელმა მთხოვა დანა-ჩანგლის გადაღება ბუკლეტისთვის. ხოხ მეთქი მაგას რაუნდა მოიტა დანაჩანგალი ცოტა პურმარილიც მოაყოლე და ეგ არის მეთქი. პურმარილი კი მივირთვი მაგრამ გადაღებაზე რო მიდგა საქმე თურმე სადაა ეგრე).
Kapo, კარგა ხანია უკვე სემინარებს ვატარებ და უკვე შეიძლება ვთქვა საკმაოდ ბევრი მსმენელი მყავდა, ახლაც მყავს მთელი ამ პერიოდის მანძილზე ერთერთი მთავარი ჩემი მიზანი იყო ფოტოგრაფიაზე საუბრების დროს ყველას 'თავისი ფოტო' ენახა, ანუ თავად გაეცა საკუთარი თავისთვისთვის პასუხი კითხვაზე რა არის ფოტოგრაფია. ის რაც შენ იფიქრე ამ შემთხვევას არ ესაბამება რადგან შენც გაქ გასაცემი ზემოთმოყვანილ კითხვაზე პასუხი. ამ შემთხვევაში თილისმა არაფერ შუაშია, რომ იცნობდე ბატონ სანდროს ყველაფერი გასაგები იქნებოდა. კადრები თავისით ეწყობა იმას ნიშნავს, რომ ფოტო ისეა აწყობილი კომპოზიციურ-კონსტრუქციულ კითხვებს არ ბადებს, აგრეთვე არ ტოვებს საკამათოს იდეურ-კომპოზიციური ცენტრის ერთობლიობის თუ მიზანშეწონილობის შესახებ საკითხს, ექსპოზიციაზე ხო საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ხოდა უცებ აიღო კამერა გადაიღო და ისე იყოს ყველაერი როგორც უნდა იყოს თან ეს შენი იყოს და გარდა გამოსახულებისა სულიც იდოს ფოტოში რა თქმა უნდა ყველას არ შეუძლია. ამიტომ არის რომ სურათების გადარება ფოტოკამერით თითქმის ყველას შეუძლია, მაგრამ იმ სურათს ფოტო(!) რომ ქვიოდეს ცოტას.
თუ გამართულად ვერ ვთქვი ბოდიში, მაგრამ ვფიქრობ მიხვდი რისი თქმაც მინდოდა.