Help - Search - Member List - Calendar
Full Version: მუზა+ტექნიკა+ცოდნა
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
shom
ესეიგი თემის მიზანი შემდეგშია.
ხანდახან არის მუზა, იდეა, მოფიქრებული კადრი მაგრამ არაფრით არ გამოგვდის. ხანდახან რაღაცა ელემენტარული გვგონია ავიღებთ კამერას და თურმე ეგრე არაა. რო არ გამოგვივა მერე ვარქმევთ "მე ასე ვხედავ":)) მოდით გავერკვიოთ ტექნიკა არ გვყონის თუ ცოდნა. (ანუ აქ კომპოზიციაზე და მხატვრულობაზე არ ვსაუბრობთ). შესაბამისად დავეხმარებით ერთმანეთს ვისაც რაიმე გამოცდელება ექნება კონკრეტულ საკითხთან.

მაგ: ერთხელ მეზობელმა მთხოვა დანა-ჩანგლის გადაღება ბუკლეტისთვის. ხოხ მეთქი მაგას რაუნდა მოიტა დანაჩანგალი ცოტა პურმარილიც მოაყოლე და ეგ არის მეთქი. პურმარილი კი მივირთვი მაგრამ გადაღებაზე რო მიდგა საქმე თურმე სადაა ეგრეsmile.gif).
Batumskii
DDDD.gif -და როგორ დასრულდა ეგ ისტორია????????? gavcitldi2.gif
archigio
მუზა არაფერშუაშია გემრიელ კადრთან!

არც ტექნიკა...

არის მომენტები როცა გამოგდის... ამიტომ არასოდეს ფულის გამო ფოტოს არ გადავიღებ
Batumskii
არჩიგიო-არი...შუაში კი არა-თავშია,,,ჯერ ერთი შენ განცყობაზე და მუზაზეა დამოკიდებული საერთოდ "დაინახავ" ტუ არა კადრს-არა თუ გადაუგებ მას,,,და მეორეა დანახულის გადაგებას თუ შედზლებ-არის კადრები,რომლებიც დუბლების საშუალებას არ იდზლევა და ამიტომ ტექნიკა ავტომატიზმამდე უნდა იკოს აყვანილი,ხოლო ტექნიკის ავტომატიზმი კი ცოდნიდან გამომდინარეობს და გამოცდილებიდან,,,რაც შეეხება ფულზე გადაგებას-არც მე გადავიგებ,იმიტომ კი არა,რომ მეგრეხება ან კოსმოსური გამოსხივების ტალგებს ვიჩერ გადასაგებად,უბრალოდ ჩემ ქვეყანაში ფოტოგრაფიაში გაცილებით ნაკლებს იხდიან,ვიდრე იმაში რასაც ეხლა ვაკეთებ diax.gif DDDD.gif -კაი ცხოვრებაში კი ფოტოგრაფიას ნამდვილად ვერ გავცვლი-ის უბრალოდ ამ ცხოვრების ნაწილიაsmile.gif)))))) lol.gif lol.gif diax.gif diax.gif angel.gif
archigio
აი არ არი და ეხლა მიმტკიცე თუ გინდა
Guja
archigio ხშირად ფოტოგრაფია სულაც არ არის ის რაც გვგონია. თავი და თAვი ეს არის. სანამ ფოტოგრაფიამ ადგილი დაიმკვიდრა ძალიან ბევრი დრო გავიდა. ეს ახლაა ერთი შეხედვით მარტივი, ყველას ვისაც სურს ძალიან იოლად შეუძლია კამერის შეძენა თან კამერის რომელიც "თვითონ" აკეთებს ყველაფერს. კამერები მომრავლდა, მაგრამ ფოტოგრაფები ან ნამდვილი ფოტოებიც ისეთივე ურიცხვი გახდა როგორც კამერები? არ მგონია, არ მგონია კიარა და იკლო ( მე ასე ვფიქრობ). წესით უნდა მომატებულიყო რადგან ტექნიკაც დაიხვეწა და უფრო მეტისთვის გახდა ხელმისაწვდომი. იცით თქვენ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენ მეგობარ Gogiaს, მიყვარს მისი ფოტოები, ხოდა ერთხელ ჩემთან ყოფნისას მის ფოტოებს ვათვალიერებდით (ქაღალდზე!!!) ასეთი რამ თქვა: გადავყევი კამერასო, ათას რაღAცეებს ვიგონებ და გადაღებისას მადა რო მომივა ათას სხვა და სხვა ვარიანტს ვითვლიო და ფიზიკურად ყველას თუ არ ვიღEბ თავში მაინც ვატრიალებო, მამაჩემი მოკიდებს კამერას ხელს, სულერთია რომელსო და კადრები თავისით ეწყობაო. მომწონსო და მიკვირსიო როგორ შვება ამასო. მე ჩამეცინა, ძალიან მესიამოვნა რაც თქვა და ვუპასუხე, ახლა ნამდვილად ხარ ფოტოგრააფითქვა. რას ნიშნავდა ჩემი პასუხი? ძალიან მარტივია ეს, მან თვითონ შენიშნა თავის თავში დისბალანსი, ანუ ცოდნა , გამოცდილება და ხედვა(გემოვნება) არ ემთხვევოდა განვითარებით, ბატონ სანდროს კი ეს დისბალანსი ხელს არ უშლის, რადგან არ აქვს. რახან მან ეს დაინახა ესეიგი ყველაფერს მიხვდა ქვეცნებიერად და აწი იგივე ქვეცნებიერი ყველაფერს დააბალანსებიებს ისე როგორც საჭიროა და რაც მთავარია სწორ პასუხს გააცემიებს კითხვაზე ბოლო ბოლო რაა ფოტოგრაფია.
ვფიქრობ ნებისმიერი კატეგორიული გამონათქვამი ამ მიმართულებით მითუფრო თუ საკითხის არსში ნაკლებად ვართ ჩხედული იმთავითვე არასწორია. მსჯელობა რა თქმა უნდა საწიროც არის და სასურველიც. ამ მსჯელობაში მართალ მტყუანი არ არსებობს, რადგან ყველა თავისთვის წყვეტს რა და როგორ, მაგრამ სერიოზული მიდგომის შემთხვევაში დრო და სწავლა ან დაგანახებს ნათელს ან დარჩები გვირაბში, იძახე მერე მე კი ვხედავ ნათელსო DDDD.gif

Avtandil Mamulia
უნიჭო კაცი ფოტოგრაფი ვერ გახდება ვერც კამერას გაუგებს და ვერც შუქს. DDDD.gif
oeeee
კი მაგრამყველაფერში რაღაცეები იცვლება. მხატვრობაში, მუსიკაში, სკულპტურაში პოეზიაში რაც იყო აქტუალური ასი წლის წინ ის დღეს უკვე არააქტუალურია და პირიქით რაც შეიძლება გააკეთო დღეს მაშინ ვერც გააკეთებდი და ვერც გაგიგებდა ვერავინ. ალბათ ფოტოგრაფიაშიც ეგრეა. მაგრამ არსებობს რაღაცეები რაც უცვლელია და საჭიროა ხელოვანისთვის ნებისმიერ ეპოქაში. ეს არის იმის უნარი რომ თავის შემოქმედებაში ჩადოს საკუთარი თავი.
ხოლო ამისთვის საჭიროა პირველ რიგში ამის ნიჭი და ამის მერე უკვე ცოდნა. მე ეგრე მგონია რაც არ უნდა ცოდნა მიიღო იშრომო და იწვალო თუ არ გაქვს ნიჭი არაფერი არ გამოვა. თუ არ გაქვს ლექსის წერის ნიჭი რაც არ უნდა ისწავლო გალაკტიონი ვერ გახდები.
Added @ [mergetime]1256030376[/mergetime]
არსებობდა გერმანელი კლასიკოსი მხატვრების მთელი კოხორტა, რომელებიც უბადლო ტექნიკას ფლობდნენ და დაუჯერებელად ნატურალისტურ ნახატებს ქმნისდნენ, თუმცა მათი არც გვარები და არც სახელები დღეს არ ვიცით, მაგრამ სამაგიეროთ ვვიცით სეზანი, მონე, ლოტრეკი, მოდილიანი.
Guja

oeeee არ ვიტყვი რომ მასე არ არის, მაგრამ ასეც ხოა
თუ წერა კითხვა არ იცი, არ იცი ის ეპოქები და არ წაგიკითხავს გალაქტიონი, რაც არ უნდა გალაქტიონის ნიჭი გქონდეს გალაქტიონი ვერ გახდები, გალაქტიონი კიარა ვერავინაც ვერ გახდები.
იდეალურია ნიჭი+ცოდნა+შრომა, მაგრამ რომ გაიგო ეს ნიჭი არის თუ არა დანარცენი ორი აუცილებელია wick.gif
Avtandil Mamulia
Guja ოშ პრიცენტიან ქორექ ჩქიმ დიდი ჯიმა smile.gif)
oeeee
Guja,
რათქმაუნდა ეგრეა. მეც ზუსტად მაგის თქმა მინდა.
ყველაზე დიდი დანაშაული ნიჭის ტყუილად ფლანგვაა. ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი. რასაც სამწუხაროდ ჩვენ ქართველები დიდი წარმატებით ვაკეთებთ sad.gif
Batumskii
maicaaaaatttttttt!!!!!!!!!!!!!!!!!!!!-Archigio exla gipasuxebt:)))))))))))))))))))))))))))))))))))))
budgu
მე ტექნიკა არ მიწყობს ხელს cry.gif
რომ ვიცი რომ ცუდი ტექნიკა მაქვს არც ვირებ ისე ფოტოებს სადაც ტექნიკაა საჭირო :P
და ვიღებ სხვა ჟანრებ და მისთანანს :P
Magdu
budgu,
ტექნიკაში არა მარტო ფოტოაპარატი, გადაღების ტექნიკაც იგულისხმება.
Kapo
QUOTE(shom @ Oct 20 2009, 01:52)
ხანდახან არის მუზა, იდეა, მოფიქრებული კადრი მაგრამ არაფრით არ გამოგვდის. ხანდახან რაღაცა ელემენტარული გვგონია ავიღებთ კამერას და თურმე ეგრე არაა. რო არ გამოგვივა მერე ვარქმევთ "მე ასე ვხედავ":))
*



shom

მეგონა მარტო მე მჭირდა ეგრე... DDDD.gif
მეტად საინტერესო თემაა...
Kapo
QUOTE(Guja @ Oct 20 2009, 12:51)
გადავყევი კამერასო, ათას რაღAცეებს ვიგონებ და გადაღებისას მადა რო მომივა ათას სხვა და სხვა ვარიანტს ვითვლიო და ფიზიკურად ყველას თუ არ ვიღEბ თავში მაინც ვატრიალებო, მამაჩემი მოკიდებს კამერას ხელს, სულერთია რომელსო და კადრები თავისით ეწყობაო. მომწონსო და მიკვირსიო როგორ შვება ამასო.
*



ბ. Guja
შეგიძლიათ ამიხსნათ რას ნიშნავს "კადრები თვითონ ეწყობა"?

ვერ გავიგე...

მემგონი მამამისი უბრალო თილისმის როლს ასრულებს... ზოგს ცრურწმენების სჯერა, ვისაც სჯერა, მას კიდეც უხდება ხოლმე...
Giorgi Janibegashvili
მე მაგალითად ამ ბოლოდროს სურვილი მაქვს გადაღების მაგრამ მუზა ნაკლებად და ამიტომ ნაკლებათ ვიღეებ sad.gif რისი ბრალია...

ადრეკი ორივე იყო ერთთად და კარგად
Guja
Kapo,
კარგა ხანია უკვე სემინარებს ვატარებ და უკვე შეიძლება ვთქვა საკმაოდ ბევრი მსმენელი მყავდა, ახლაც მყავს
მთელი ამ პერიოდის მანძილზე ერთერთი მთავარი ჩემი მიზანი იყო ფოტოგრაფიაზე საუბრების დროს ყველას 'თავისი ფოტო' ენახა, ანუ თავად გაეცა საკუთარი თავისთვისთვის პასუხი კითხვაზე რა არის ფოტოგრაფია.
ის რაც შენ იფიქრე ამ შემთხვევას არ ესაბამება რადგან შენც გაქ გასაცემი ზემოთმოყვანილ კითხვაზე პასუხი.
ამ შემთხვევაში თილისმა არაფერ შუაშია, რომ იცნობდე ბატონ სანდროს ყველაფერი გასაგები იქნებოდა.
კადრები თავისით ეწყობა იმას ნიშნავს, რომ ფოტო ისეა აწყობილი კომპოზიციურ-კონსტრუქციულ კითხვებს არ ბადებს, აგრეთვე არ ტოვებს საკამათოს იდეურ-კომპოზიციური ცენტრის ერთობლიობის თუ მიზანშეწონილობის შესახებ საკითხს, ექსპოზიციაზე ხო საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ხოდა უცებ აიღო კამერა გადაიღო და ისე იყოს ყველაერი როგორც უნდა იყოს თან ეს შენი იყოს და გარდა გამოსახულებისა სულიც იდოს ფოტოში რა თქმა უნდა ყველას არ შეუძლია. ამიტომ არის რომ სურათების გადარება ფოტოკამერით თითქმის ყველას შეუძლია, მაგრამ იმ სურათს ფოტო(!) რომ ქვიოდეს ცოტას.

თუ გამართულად ვერ ვთქვი ბოდიში, მაგრამ ვფიქრობ მიხვდი რისი თქმაც მინდოდა.
Kapo
Guja

ყველაფერი გასაგებია...

რა არის ფოტოგრაფია? <<< საფიქრალი კითხვაა, ადრე ხშირად მიტრიალებდა თავში და პასუხს ვეძებდი... ერთხელაც გავეცი პასუხი, მაგრამ ახლა რომ მკითხოთ როგორია შენი პასუხიო, მე ვერაფერსაც ვერ გეტყვით... დამავიწყდა...
pepillota
ფოტოგრფაია ყველაზე მეტად უპირველეს ყოვლისა ოპტიკაა მერე მოდის ტექნიკა მუზა გემოვნება შესაფერისი სიტუაცია კარგი კარგი და ასე სემდეგ. ფიზიკიდან მოდის ყველაფერი და ფოტოგრაფიაც. მთავარია ფოტოგრაფიას და ფოტოხელოვნებას პრაგმატულად და მერკანტილისტურად არ შეხედო. ეს ხელს უშლის.
Added @ [mergetime]1259430679[/mergetime]
"კარგი კადრი"

Giorgi Janibegashvili
QUOTE(pepillota @ Nov 28 2009, 21:50)
ფოტოგრფაია ყველაზე მეტად უპირველეს ყოვლისა ოპტიკაა მერე მოდის ტექნიკა მუზა გემოვნება შესაფერისი სიტუაცია კარგი კარგი და ასე სემდეგ. ფიზიკიდან მოდის ყველაფერი და ფოტოგრაფიაც. მთავარია ფოტოგრაფიას და ფოტოხელოვნებას პრაგმატულად და მერკანტილისტურად არ შეხედო. ეს ხელს უშლის.
Added @ [mergetime]1259430679[/mergetime]
"კარგი კადრი"
*



ვერ დაგეთანხმები რადგან ფოტოგრაფიაში არა ოპტიკა არამედ ცოდნაა უპირველეს ყოვლია და ცოდნის მერე მოდის ყველაფერი მუზაც ტექნიკაც და შესაძლებლობაც wick.gif

რაც არუნდა სერიოზული ტექნიკა და ოპტიკა გქონდეს შესაბამისი ცოდნა თუ არ გაჩნია ადამიანს მას ვერც ოპტიკა და ვერც ვერანნაირი ტექნიკა ვერ უშველის smile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.