ამასობაში სოლმსელები არ ჩერდებიან და კიდევ ერთ საინტერესო კამერას გამოაგდებენ იანვარში: ლაიკა X1 - მძიმეწონოსანი პასუხი ამ ბოლო ხანში ბაზარზე გამოჩენილ კომპაქტურ, მაგრამ დაკუნთულ "ჯუნიორა" კამერებზე (ოლიმპუსისი დიჯიტალ პენ, პანასონიკის GF-1). ამბობენ რომ ფაქტიურად digital CLE უშვებენ. ამ კამერას APS-C ზომის მატრიცა უდევს მკერდში, 12 მეგაპიქსელით, თან ასფერიული 35მმ ექვივალენტი ფიქსირებული და ფ2,8 შუქძალიან თვალს აბრიალებს. ვოტ! ნუ, ოპტიკურ ვიზირსაც მიიყინებს თუ მოინდომა.
გოგილო, გაუხსენი გვერდით მაგ ფოტოს ქენონის, ნიკონის და სონის ფულფრეიმების სემპლები (დაბალ ისოზე და ტელევიკით) და შეისუნთქე განსხვავება. ცხადია, სენსორის ზომა და რამე. მე ფაქტი ვთქვი, ბიჯო, ფაქტი - გარჩევადობაა ნერწყვმდენი.
ისე კი საინტერესო იქნება, მაგალითად ჰასელის სემპლებს რომ შევადაროთ..