ესეიგი თემის მიზანი შემდეგშია. ხანდახან არის მუზა, იდეა, მოფიქრებული კადრი მაგრამ არაფრით არ გამოგვდის. ხანდახან რაღაცა ელემენტარული გვგონია ავიღებთ კამერას და თურმე ეგრე არაა. რო არ გამოგვივა მერე ვარქმევთ "მე ასე ვხედავ":)) მოდით გავერკვიოთ ტექნიკა არ გვყონის თუ ცოდნა. (ანუ აქ კომპოზიციაზე და მხატვრულობაზე არ ვსაუბრობთ). შესაბამისად დავეხმარებით ერთმანეთს ვისაც რაიმე გამოცდელება ექნება კონკრეტულ საკითხთან.
მაგ: ერთხელ მეზობელმა მთხოვა დანა-ჩანგლის გადაღება ბუკლეტისთვის. ხოხ მეთქი მაგას რაუნდა მოიტა დანაჩანგალი ცოტა პურმარილიც მოაყოლე და ეგ არის მეთქი. პურმარილი კი მივირთვი მაგრამ გადაღებაზე რო მიდგა საქმე თურმე სადაა ეგრე).
archigio ხშირად ფოტოგრაფია სულაც არ არის ის რაც გვგონია. თავი და თAვი ეს არის. სანამ ფოტოგრაფიამ ადგილი დაიმკვიდრა ძალიან ბევრი დრო გავიდა. ეს ახლაა ერთი შეხედვით მარტივი, ყველას ვისაც სურს ძალიან იოლად შეუძლია კამერის შეძენა თან კამერის რომელიც "თვითონ" აკეთებს ყველაფერს. კამერები მომრავლდა, მაგრამ ფოტოგრაფები ან ნამდვილი ფოტოებიც ისეთივე ურიცხვი გახდა როგორც კამერები? არ მგონია, არ მგონია კიარა და იკლო ( მე ასე ვფიქრობ). წესით უნდა მომატებულიყო რადგან ტექნიკაც დაიხვეწა და უფრო მეტისთვის გახდა ხელმისაწვდომი. იცით თქვენ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენ მეგობარ Gogiaს, მიყვარს მისი ფოტოები, ხოდა ერთხელ ჩემთან ყოფნისას მის ფოტოებს ვათვალიერებდით (ქაღალდზე!!!) ასეთი რამ თქვა: გადავყევი კამერასო, ათას რაღAცეებს ვიგონებ და გადაღებისას მადა რო მომივა ათას სხვა და სხვა ვარიანტს ვითვლიო და ფიზიკურად ყველას თუ არ ვიღEბ თავში მაინც ვატრიალებო, მამაჩემი მოკიდებს კამერას ხელს, სულერთია რომელსო და კადრები თავისით ეწყობაო. მომწონსო და მიკვირსიო როგორ შვება ამასო. მე ჩამეცინა, ძალიან მესიამოვნა რაც თქვა და ვუპასუხე, ახლა ნამდვილად ხარ ფოტოგრააფითქვა. რას ნიშნავდა ჩემი პასუხი? ძალიან მარტივია ეს, მან თვითონ შენიშნა თავის თავში დისბალანსი, ანუ ცოდნა , გამოცდილება და ხედვა(გემოვნება) არ ემთხვევოდა განვითარებით, ბატონ სანდროს კი ეს დისბალანსი ხელს არ უშლის, რადგან არ აქვს. რახან მან ეს დაინახა ესეიგი ყველაფერს მიხვდა ქვეცნებიერად და აწი იგივე ქვეცნებიერი ყველაფერს დააბალანსებიებს ისე როგორც საჭიროა და რაც მთავარია სწორ პასუხს გააცემიებს კითხვაზე ბოლო ბოლო რაა ფოტოგრაფია. ვფიქრობ ნებისმიერი კატეგორიული გამონათქვამი ამ მიმართულებით მითუფრო თუ საკითხის არსში ნაკლებად ვართ ჩხედული იმთავითვე არასწორია. მსჯელობა რა თქმა უნდა საწიროც არის და სასურველიც. ამ მსჯელობაში მართალ მტყუანი არ არსებობს, რადგან ყველა თავისთვის წყვეტს რა და როგორ, მაგრამ სერიოზული მიდგომის შემთხვევაში დრო და სწავლა ან დაგანახებს ნათელს ან დარჩები გვირაბში, იძახე მერე მე კი ვხედავ ნათელსო