დღეს სტუმრები მყავდნენ ცოტა დაავლიეთ ცოტა საქმეზე ვისაუბრეთ, მერე წავიდნენ სტურები, ჩემ სიყვარულთან დავრჩი მერე სიყვარულიც წავიდა დროებით, მერე ნერვები მომეშალა არც სიყვარული და არც სტუმრები არაფერ შუაშია... ხოდა წერის მუღამზე მოვედი...: )))
მე დავწერ პატარა რაღაცას ამონაწერს. ვთქვათ და შემდეგმა ადამიანმა ვინც კომენტარს დაწერს მან გააგრძელოს ჩემი დაწყებული ისტორია: )) საინტერესო წასაკითხი იქნება, გავაგრძელოთ წინა კომენტი, შეძლებისდაგვარად ლიტერატურულად. შეგვიძლია ერთი ფოტოც მოვიხმაროთ, მეტი არა, ოღონდ ისტორია არ დავასრულოთ,დავასრულოთ მხოლოდ მოქმედება) ვიწყებ: )
დიდი პროსპეკტის ასვალტი ოდნავ აყრილიყო. რუხ დროს ამოეჭამა ქუჩა. შუაში კაფე გაეხსნათ. კაფე იყო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე.კაფის მეპატრონეებს, მხოლოდ პირველი სართული შეეღებათ თეთრ ფერში. სახლი იყო ღია ნაცრისფერი. აივნები არ იყო გამოწეული. ერთ ავანზე წვიმისგან ხშირად დამბალ და შემდეგ გამშრალ კარადებს დაინახავდით, რომლის კარებებიც გამობურცულიყო და ნაპრალები გაეჩინა, მეორე აივანზე წითელ გახუნებულ პლასტმასის ტაშტს შეამჩნევდით, რომელიც დაეცარიელებინათ და იქვე დენის სადენებზე სარეცხი გადაეფინათ.... მტრედები ისე სულელურად და არეულად დაფრინავდნენ გარშემო.... კაფის პატარა გისოსებიან, ფანჯრებში მოჩანდა ბიჭი. დილის სიჩუმე და რბილად შეციებული სინათლე, ლურჯად ეფინებოდა, ღია ყავისფერ კედლებს. ბიჭს ლუდით ნახევრად სავსე ჭიქა, ხელებში ისე მოეთავსებინა გეგონებოდათ ცხელი ჩაი ესხა და გულს ითბობდაო....
ახლა კი პაწია შენიშვნა. ერთი ისტორია გავაგრძელოთ და მივიყვანოთ ბოლომდე. დასაწყისი კვანძის შეკვრა კულმინაცია და ფინალი. ასეთი სისტემით. და ნუ გადაავდივართ ესეისტურ და ჰესეისტურ თხრობის სტილზრე, იმიტომ, რომ უინტერესო ხდება ყოველივე. საინტერესო, რომ გამოვიდეს ყველაზე მარტივი ხერხი არის დეტეკტიური სტილი(არა ჟანრი არამედ სტილი) ანუ რაღაც არის დამალული და ბოლომდე ვეძებთ მას. ვოტ ტაკ. მოდი ასე გავაკეთოთ ახლა დავიწყებ და მივყვანოთ ბოლომდე. გავაკეთოთ დეტექტივი(კიდევ ერთხელ ვიმეორებ არა ჟანრი არამედ სტილი). P.S. ეცადეთ, რომ გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი დატოვოთ. ფოსტის ჯიხურში შავგვრემანი, ჭაღარა შერეული კაცი იდგა. ჯიხურს საკმაოდ მოზრდილი ფანჯარა ჰქონდა. ჯიხურთან დიდი რიგი იდგა, ზოგი რას აგზავნიდა ზოგი რას. ერთერთი კაცი მივიდა და კაცს ჰკითხა ყველი და ქათამი მაქვს გასაგზავნი და შეიძლებაო. კაცმა ისე რომ წარბიც არ გატოკებია თითი ზემოთ აიშვია და კაცს ნაწერზე მიუთითა: "ყველის, ქათმის და ფუთკრების გაგზავნა სასტიკად აკრძალულია!". რიგში შემდეგი ქალბატონი იდგა. ქალბატონს ერთი პატარა ყუთი ჰქონდა გასაგზავნი. შავგვრემანმა კაცმა, რომელლსაც პირობითად მელიტონი დავარქვათ, შეათვალიერა ყუთი და ქალბატონს უთხრა, მარჯვენა კუთხეში მიბრძანდით და შეაფუთინეთ. ქალბატონი ჯერ დაიბნა ვერ გაიგო თავსგან მარჯვენა თუ მელიტონისგან მარჯვენა კუთხეში უნდა გაეხება მერე დაინახა სადაც ფუთავდნენ და იქით გაემართა. რიგში მესამე ჭაღარა შერეული, არა ქართული გარეგნობის კაცი იყო, რომლიც დანახვაზეც მელიტონს სახე აერია, თვალები მოჭუტა და კარგად დააკვირდა. მან გერმანული აქცენტით რუსულად უთხრა მელიტონს. "ჩიტირი მარკი ესლი მოჯნო!". მელიტონმა უჯრა გამოაღო, იქიდან ვალტერი P 38 ამიღო, ხანში შესულ კაცს ცხრა მილიმეტრიანი ტყვია პირდაპირ შუბლში დააჭედა და გაუჩინარდა. ქალბატონს კი რომელსაც ყუთი ესეს იყო შეეფუთა და გასაგზავნად ბრუნდებოდა თავის ქალის ნამსხვრევი და ტვინნარევი სისხლი მიესხა, გული წაუვიდა და იქვე გაიშხლართა.