დღეს სტუმრები მყავდნენ ცოტა დაავლიეთ ცოტა საქმეზე ვისაუბრეთ, მერე წავიდნენ სტურები, ჩემ სიყვარულთან დავრჩი მერე სიყვარულიც წავიდა დროებით, მერე ნერვები მომეშალა არც სიყვარული და არც სტუმრები არაფერ შუაშია... ხოდა წერის მუღამზე მოვედი...: )))
მე დავწერ პატარა რაღაცას ამონაწერს. ვთქვათ და შემდეგმა ადამიანმა ვინც კომენტარს დაწერს მან გააგრძელოს ჩემი დაწყებული ისტორია: )) საინტერესო წასაკითხი იქნება, გავაგრძელოთ წინა კომენტი, შეძლებისდაგვარად ლიტერატურულად. შეგვიძლია ერთი ფოტოც მოვიხმაროთ, მეტი არა, ოღონდ ისტორია არ დავასრულოთ,დავასრულოთ მხოლოდ მოქმედება) ვიწყებ: )
დიდი პროსპეკტის ასვალტი ოდნავ აყრილიყო. რუხ დროს ამოეჭამა ქუჩა. შუაში კაფე გაეხსნათ. კაფე იყო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე.კაფის მეპატრონეებს, მხოლოდ პირველი სართული შეეღებათ თეთრ ფერში. სახლი იყო ღია ნაცრისფერი. აივნები არ იყო გამოწეული. ერთ ავანზე წვიმისგან ხშირად დამბალ და შემდეგ გამშრალ კარადებს დაინახავდით, რომლის კარებებიც გამობურცულიყო და ნაპრალები გაეჩინა, მეორე აივანზე წითელ გახუნებულ პლასტმასის ტაშტს შეამჩნევდით, რომელიც დაეცარიელებინათ და იქვე დენის სადენებზე სარეცხი გადაეფინათ.... მტრედები ისე სულელურად და არეულად დაფრინავდნენ გარშემო.... კაფის პატარა გისოსებიან, ფანჯრებში მოჩანდა ბიჭი. დილის სიჩუმე და რბილად შეციებული სინათლე, ლურჯად ეფინებოდა, ღია ყავისფერ კედლებს. ბიჭს ლუდით ნახევრად სავსე ჭიქა, ხელებში ისე მოეთავსებინა გეგონებოდათ ცხელი ჩაი ესხა და გულს ითბობდაო....
სახლში ისევ ფეხით წავედი. გზაში ისევ იმ სიმღერას ვუსმენდი... უკვე ერთი თვეა ვუსმენ მთელი დღე/ღამეების განმავლობაში. ველოდები როდის მომბეზრდება, მაგრამ არა, ყოველდღე უფრო და უფრო მომწონს...
სახლის კარებთან ვდგევარ. კარს არავინ მიღებს. ეტყობა არავინაა სახლში. გასაღები სამსახურში დამრჩა...
სახლში ისევ ფეხით წავედი. გზაში ისევ იმ სიმღერას ვუსმენდი... უკვე ერთი თვეა ვუსმენ მთელი დღე/ღამეების განმავლობაში. ველოდები როდის მომბეზრდება, მაგრამ არა, ყოველდღე უფრო და უფრო მომწონს...
სახლის კარებთან ვდგევარ. კარს არავინ მიღებს. ეტყობა არავინაა სახლში. გასაღები სამსახურში დამრჩა...
იცი გამიხარდა კიდეც გასაღები რომ დამრჩა, სახლში მისვლა არც მინდოდა გულით... ამ ბოლო დროს მარტოობის მძიმე სევდა შემომაწვა, მომბეზრდა ყოველდღიური ერთფეროვნება... ბავშვობიდან მქონდა ეს შეგრძნება, ყოველთვის მინდოდა სადმე გადაკარგვა, გაქცევა უცხო ხალხში, მაგრამ ვერასდროს მოვახერხე, იქნებ მეშინოდა კიდეც, ვინ იცის?... პაპიროსი შემზიზღდა. საშინლად ამატკია თავი... ახლა უეჭველი დავანებებ თავს...
სად წავიდე.... სად წავიდე?....
ძველ ადგილს მივაკითხე, სანაპიროზეა. აყროლებულ მტკავრს გადავჩერებოდი პირდაპირ, ისე ერთი კაიფი კი დავიჭირე მანდ, თვალს თუ მეორე ნაპირს გაუსწორებ ასე გეგონება გემში ვზივარო, გეგონება დინებას მივყვებიო... ასწორებს, მარა მომბეზრდა, იქვე სკამზე ჩამოვჯექი, ხელები თავზე შემოვიწყვე და იდაყვები მივატყუპე, მაგრად მსიამოვნებს ასე რომ ვაკეთებ, რაღაც სკაიფო გრძნობა მეუფლება...
ყანჩამ გადაიფრინა ზუსტად ჩემს ზემოთ, წაგრძელებული ფეხები ჰქონდა, ჩემი ძველი შეყვარებულივით, ის გოგოც ეგეთი იყო, საშინლად გამხდარი და გრძელფეხება, ნეტა რა მომწონდა მასში?...
მუსიკა რაღაც საკაიფოდ შემომიძვრა, ძირს, ძირს, ძირს მეფეეე!!! ჩარკვიანი მაგრად მევასება, კაი ტიპი იყო ეგ... ძირს მეფე!!!
ამ დროს ვიღაც გაღლეტილი ტიპი მომადგა ნაშასთან ერთად, მოტოციკლი საშინლად გრუხუნებდა, რაღაც დევიდსონის მსგავსი იყო, მარა ძველი ჯაბახანა... სადღაც ორმოცდაათი წლის ტიპი იყო, ვიცანი, როკ კლუბში ვხედავდი ხოლმე ადრე, დიდი ქლიავი სიფათი ჰქონდა, მარა საკაიფოდ კი უკრავდა ის ნაბიჭვარი... თან ნახე რა გოგო დაუთრევია?...
გააჩერეს ბაიკი და რაღაც შენობას მიეფარნენ...
ძირს მეფე!!! მუსიკაა ერთადერთი ექსტაზი, რაც ჩემზე მოქმედებს. უმუსიკოდ ვერც ვიარსებებდი ალბათ.
ძირს მეფე!!!
ადრე ვიჯექი ძმაკაცის მოტოზე, ნათხოვარი მქონდა კაი ერთი თვე, საკაიფოდაც ავილეწე ერთი-ორჯერ, მაშინდელი შრამები დღემდე შემომრჩა მუხლის თავებზე, გოგოს გულისთვის ვითხოვე, თორე მე დიდი მოყვარული არ ვარ ასეთი რამეების...
ძირს მეფე!!! უკვე თბილისს გამოცილებული ვიყავი და ყველაფერი მეკიდა, მაგრად მსიამოვნებდა ცივი ჰაერი რომ მხვდებოდა სიფათზე, ცრემლები რომ მომდიოდა ეგეც მაგრად მსიამოვნებდა და მუსიკა.... ძირს მეფე!!!
ბათუმში ჩავედი... მუსიკა ყოველთვის ამძაფრებს ემოციას, ტატიანა და ზღვის ტალღების ხმა მომნატრებია... ძირს მეფე!!!