დღეს სტუმრები მყავდნენ ცოტა დაავლიეთ ცოტა საქმეზე ვისაუბრეთ, მერე წავიდნენ სტურები, ჩემ სიყვარულთან დავრჩი მერე სიყვარულიც წავიდა დროებით, მერე ნერვები მომეშალა არც სიყვარული და არც სტუმრები არაფერ შუაშია... ხოდა წერის მუღამზე მოვედი...: )))
მე დავწერ პატარა რაღაცას ამონაწერს. ვთქვათ და შემდეგმა ადამიანმა ვინც კომენტარს დაწერს მან გააგრძელოს ჩემი დაწყებული ისტორია: )) საინტერესო წასაკითხი იქნება, გავაგრძელოთ წინა კომენტი, შეძლებისდაგვარად ლიტერატურულად. შეგვიძლია ერთი ფოტოც მოვიხმაროთ, მეტი არა, ოღონდ ისტორია არ დავასრულოთ,დავასრულოთ მხოლოდ მოქმედება) ვიწყებ: )
დიდი პროსპეკტის ასვალტი ოდნავ აყრილიყო. რუხ დროს ამოეჭამა ქუჩა. შუაში კაფე გაეხსნათ. კაფე იყო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე.კაფის მეპატრონეებს, მხოლოდ პირველი სართული შეეღებათ თეთრ ფერში. სახლი იყო ღია ნაცრისფერი. აივნები არ იყო გამოწეული. ერთ ავანზე წვიმისგან ხშირად დამბალ და შემდეგ გამშრალ კარადებს დაინახავდით, რომლის კარებებიც გამობურცულიყო და ნაპრალები გაეჩინა, მეორე აივანზე წითელ გახუნებულ პლასტმასის ტაშტს შეამჩნევდით, რომელიც დაეცარიელებინათ და იქვე დენის სადენებზე სარეცხი გადაეფინათ.... მტრედები ისე სულელურად და არეულად დაფრინავდნენ გარშემო.... კაფის პატარა გისოსებიან, ფანჯრებში მოჩანდა ბიჭი. დილის სიჩუმე და რბილად შეციებული სინათლე, ლურჯად ეფინებოდა, ღია ყავისფერ კედლებს. ბიჭს ლუდით ნახევრად სავსე ჭიქა, ხელებში ისე მოეთავსებინა გეგონებოდათ ცხელი ჩაი ესხა და გულს ითბობდაო....
ბევრი რამე შეიცვალა... ჯონის ბოლომდე სწამდა რომ ეს ცვლილება უკეთესობისაკენ წავიდა, თუმცა ცდებოდა... თავში მხოლოდ ერთი აზრი დასტრიალებდა "ჩვენზე არავინ ზრუნავს!"
დილით 8 საათზე გავახილე თვალები. როგორც ყოველთვის 10 წუთით ადრე სანამ მაღვიძარა გამაღვიძებდა თავისი მყრალი ხმით "дилинь, дилинь, дилинь, вставай бля немедленно", ტახტიდან წამოვდექი (უკვე 1თვეა რაც ტახტზე ჩაცმულს მძინავს) და აბაზანაში შევედი პირის დასაბანად. დედაჩემმა საუზმე მომიმზადა თუმცა ისევ არ მისაუმია. სამსახურამდე ფეხით მივედი. მომწონს ფეხით სიარული. ოფისის კარებთან რომ მივედი ზურგჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე და 30თეთრად ნაყიდი მწვანე სანთებლით მოვუკიდე. ჩემს სამუშაო მაგიდას მივუჯექი და შევამჩნიე რომ ოფისში მარტო ვარ.... იმ დღეს ჩემი ყველა იმედი გაცრუვდა... ხელფასი 600 ლარით ჩამომიჭრეს. ვიჯექი და ვსვავდი ცივ უშაქრო ჩაის...
სადილზე ცივი ქათმის მწვადი მომიტანეს . ძალით შევჭამე და ბოლო ღერ სიგარეტს მოვუკიდე... ჯერ კიდევ დღის 2საათია მე კი უკვე სიგარეტის მთელი კოლოფი მოვწიე...