BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> ხალარჯობა, ხატობა მთიულეთში, 07.08.2009

| |
Kapo
post Jun 11 2009, 15:04
#1 

Amateur Amateur
1,281


ყოველწლიურად, ივნისის პირველ კვირა დღეს, ჩემს სოფელში აღნიშნავენ ხალარჯობას. ეს დღესასწაული იმავე დღეს აღინიშნება, რა დღესაც მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ამაღლებას. ხალარჯობა, ეს კუთხური დასახელებაა, ზოგადად კი იგივდება ამაღლების დღესასწაულთან.
ჩემს წინაპრებს სწორედ რომ ლოგიკურად უკურთხებიათ ეს ადგილი ხატად. სად შეიძლება მოხდეს ამაღლება ამაზე მეტად, თუ არა აქ?...
user posted image
ამ მთის მწვერვალზე აღინიშნება ეს შესანიშნავი დღე. მე მთას ვუწოდებ მწვანე პირამიდას, რადგან მართლაც რომ სრული სიმეტრიითაა აღმართული...

შაბათს 6 ივნისს, ჩემს მეგობართან, კოკასთან ერთად გავემგზავრე სოფელში. მთაში სამხიდიანი მანქანით უნდა ავსულიყავით სოფლიდან. დიდი სკაუტები ვერ გახლავართ და სამთო აღჭურვილობითაც ვერ დავიკვეხნით, ერთი გაღლეტილი საძილე ტომრის იმედზე ვიყავით. (საშინლად მოღრუბლული დღე იყო და ელავდა კიდეც, რომ იწვიმებდა ეს კარგად ჩანდა). სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ხატობას აღნიშნავენ 7 ივნისს, მაგრამ ახალგაზრდები და ჟიპიტაურის მოყვარულები წინა დღისით ადიან მთის ძირში, ყველაზე მეტი ბიჭობა კი ისაა, ვინც ღამენათევი და ნაქეიფარი ავა მთის წვერზე დილით....
მოკლედ ავედით სოფელში, წავიხემსეთ და სამხიდიანი ZIS-ი შევუყენეთ გზას. user posted image
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მანქანამ იბუქსავა, იბუქსავა და ბოლომდე ვერ აგვიყვანა, სხვა რა გზა გვქონდა, ფეხით გავუყევით აღმართს და სულ ცოტა ხანში მივაღწიეთ იმ ადგილს, სადაც უნდა დავბანაკებულიყავით. ამასობაში შემოგვაღამდა და მწვანე ბრეზენდისგან კარვის გაკეთება არ გვქონდა დამთავრებული, რომ საშინელმა წვიმამ დასცხო...

სამწუხაროდ ჟიპ 13-მა ისე შეგვითრია ბახუშში, რომ თქვენი ფოტოაპარატი კი არა, საკუთარი სახელები აღარ გვახსოვდა... საძილე ტომარა როგორღაც მოვათავსეთ ამ ბრეზენტის ქოხში და ხვრინვა ამოვუშვით. დილით რაღაც სისველე ვიგრძენი ბეჭებზე, თურმე ქარს მთელი კარავი წაეღო და ჩვენ ღია ცის ქვეშ ვეყარეთ მანამ, სანამ არ გამოვფხიზლდით....

დილით კი ნისლი იყო ირგვლივ....
user posted image
(კარავიც შეეკეთებინათ DDDD.gif )
user posted image
წვერზე ასვლისთვის ვემზადებოდით, მაგრამ სანამ ნისლი არ გაიფანტებოდა ვერაფერსაც ვერ ვიზავდით...
ამასობაში დრო გადიოდა და დეკანოზმა (თითქმის ხევის ბერი) გადაწყვიტა საკლავის დაკვლა. (საკლავის დაკვლა და სხვა რიტუალების შესრულება ევალება სამ ახალგაზრდას, რომლებსაც სოფელი თვითონ ირჩევს ყოველწლიურად, მათ მნათეები ჰქვიათ).
user posted image

user posted image

user posted image
მე მთლად პაციფისტი ვერ გახლავართ, მაგრამ ასეთი რამეების მომხრე ნამდვილად არ ვარ...
user posted image

ამასობაში ნელ-ნელა ნისლი გაიფანტა და ხალხიც შემოგვემატა...
user posted image
ჩვენც ავდექით და გზას გავუდექით.
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

და დაიწყო ჩვენი ამაღლება...
user posted image

user posted image
მაღთლაც რომ სულის საზრდო იყო იქ ყველაფერი, ალაგ-ალაგ ნისლის ნაფლეთები ფიფქებივით ელაგა მთებს. ქვემოთ ჩანდა ბაზალეთის ტბა, ზემოთ - მყინვარი ყაზბეგი, რომელიც ნისლის ნაბადში იყო გახვეული...
user posted image

user posted image

user posted image

სილამაზით გართულებს დაღლა არც კი გვიგვრძვნია...
user posted image
ესაა ნიში (სალოცავი ადგილი) მთის წვერზე.
user posted image
ესაც კოკას შედევრი DDDD.gif
user posted image

user posted image
ეს ფოტო კოკამ გადაიღო, მე ძალიან მომწონს... საოცარი ადგილია...

user posted image
მან პირველმა დარეკა ზარი, ზარი რომლის ხმა წინაპრებმა უსათუოდ გაიგეს, იგია ადათის გამგრძელებელი...

გილოცავთ ლომისობას!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Reply to this topicStart new topicStart Poll
Kapo
post Jun 12 2009, 21:49
#2 

Amateur Amateur
1,281


შემდეგ წელს თუ ვინმეს ექნება სურვილი წამოვიდეს...

თბილისიდან სულ რაღაც 55 კილომეტრშია
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
Kapo   ხალარჯობა, ხატობა მთიულეთში   Jun 11 2009, 15:04
Nika Pkhakadze   დიდი მადლობა! მომეწონა რეპორტაჟი! ...   Jun 11 2009, 15:12
Oto Gordeladze   კარგი ფოტოებია და ადგილებიც.. რამოდენ...   Jun 11 2009, 15:28
Sofo Uznadze   ძალინა მაგარი რეპორტაჟია....... :bravo: ძალი...   Jun 11 2009, 15:31
battery is low   :angel: :angel: :angel: ულამაზესი!! :angel:   Jun 11 2009, 15:34
User-Nikala   კარგიაა :bravo:   Jun 11 2009, 15:46
Kapo   მიხარია რომ მოგეწონათ... :)   Jun 11 2009, 18:43
batukela   Kapo მართლა კარგია კაპო :)   Jun 11 2009, 19:37
nusa   ნისლი ფიქრია მთებისა...... :angel: ულამაზეს...   Jun 11 2009, 21:52
nature   :bravo: ერთმა აღნიშნა კარგ თემებს ხსნიო :) ...   Jun 11 2009, 22:09
nature   მე-9 სწორი ფორმა როა ვიცი. 9-ე სურათიდან ...   Jun 11 2009, 22:21
rimanely   მადლობე თემისთვის :) მშვენიერი ფოტოებ...   Jun 12 2009, 00:30
sali barret   მეც ვუერთდები მოწონებას მადლობა :angel:   Jun 12 2009, 00:50
Peso   ფოტოები მომეწონა! ძალიან!   Jun 12 2009, 00:53
tavadi   კარგია, საკმაოდ :bravo:   Jun 12 2009, 01:56
cundruka   ძალიან მაგარი ადგილია, საღოლ, ფოტოები...   Jun 12 2009, 09:41
Kapo   მადლობა ყველას :) nusa ეს ადგილი ანანურთ...   Jun 12 2009, 10:38
anika-zeppelin   რაააამააგარიიი ადგილებიაა!!! მინ...   Jun 12 2009, 14:41
nusa   Kapo, გმადლობთ, იმედია მოვხვდები მანდეთ, ...   Jun 12 2009, 15:35


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 15th June 2024 - 19:27

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'