Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ხალარჯობა, ხატობა მთიულეთში
Photoclub Boke > ადმინისტრაციული ფორუმი > ფოტოკლუბი ბოკე > ფოტო-რეპორტაჟები
Kapo
ყოველწლიურად, ივნისის პირველ კვირა დღეს, ჩემს სოფელში აღნიშნავენ ხალარჯობას. ეს დღესასწაული იმავე დღეს აღინიშნება, რა დღესაც მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ამაღლებას. ხალარჯობა, ეს კუთხური დასახელებაა, ზოგადად კი იგივდება ამაღლების დღესასწაულთან.
ჩემს წინაპრებს სწორედ რომ ლოგიკურად უკურთხებიათ ეს ადგილი ხატად. სად შეიძლება მოხდეს ამაღლება ამაზე მეტად, თუ არა აქ?...
user posted image
ამ მთის მწვერვალზე აღინიშნება ეს შესანიშნავი დღე. მე მთას ვუწოდებ მწვანე პირამიდას, რადგან მართლაც რომ სრული სიმეტრიითაა აღმართული...

შაბათს 6 ივნისს, ჩემს მეგობართან, კოკასთან ერთად გავემგზავრე სოფელში. მთაში სამხიდიანი მანქანით უნდა ავსულიყავით სოფლიდან. დიდი სკაუტები ვერ გახლავართ და სამთო აღჭურვილობითაც ვერ დავიკვეხნით, ერთი გაღლეტილი საძილე ტომრის იმედზე ვიყავით. (საშინლად მოღრუბლული დღე იყო და ელავდა კიდეც, რომ იწვიმებდა ეს კარგად ჩანდა). სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ხატობას აღნიშნავენ 7 ივნისს, მაგრამ ახალგაზრდები და ჟიპიტაურის მოყვარულები წინა დღისით ადიან მთის ძირში, ყველაზე მეტი ბიჭობა კი ისაა, ვინც ღამენათევი და ნაქეიფარი ავა მთის წვერზე დილით....
მოკლედ ავედით სოფელში, წავიხემსეთ და სამხიდიანი ZIS-ი შევუყენეთ გზას. user posted image
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მანქანამ იბუქსავა, იბუქსავა და ბოლომდე ვერ აგვიყვანა, სხვა რა გზა გვქონდა, ფეხით გავუყევით აღმართს და სულ ცოტა ხანში მივაღწიეთ იმ ადგილს, სადაც უნდა დავბანაკებულიყავით. ამასობაში შემოგვაღამდა და მწვანე ბრეზენდისგან კარვის გაკეთება არ გვქონდა დამთავრებული, რომ საშინელმა წვიმამ დასცხო...

სამწუხაროდ ჟიპ 13-მა ისე შეგვითრია ბახუშში, რომ თქვენი ფოტოაპარატი კი არა, საკუთარი სახელები აღარ გვახსოვდა... საძილე ტომარა როგორღაც მოვათავსეთ ამ ბრეზენტის ქოხში და ხვრინვა ამოვუშვით. დილით რაღაც სისველე ვიგრძენი ბეჭებზე, თურმე ქარს მთელი კარავი წაეღო და ჩვენ ღია ცის ქვეშ ვეყარეთ მანამ, სანამ არ გამოვფხიზლდით....

დილით კი ნისლი იყო ირგვლივ....
user posted image
(კარავიც შეეკეთებინათ DDDD.gif )
user posted image
წვერზე ასვლისთვის ვემზადებოდით, მაგრამ სანამ ნისლი არ გაიფანტებოდა ვერაფერსაც ვერ ვიზავდით...
ამასობაში დრო გადიოდა და დეკანოზმა (თითქმის ხევის ბერი) გადაწყვიტა საკლავის დაკვლა. (საკლავის დაკვლა და სხვა რიტუალების შესრულება ევალება სამ ახალგაზრდას, რომლებსაც სოფელი თვითონ ირჩევს ყოველწლიურად, მათ მნათეები ჰქვიათ).
user posted image

user posted image

user posted image
მე მთლად პაციფისტი ვერ გახლავართ, მაგრამ ასეთი რამეების მომხრე ნამდვილად არ ვარ...
user posted image

ამასობაში ნელ-ნელა ნისლი გაიფანტა და ხალხიც შემოგვემატა...
user posted image
ჩვენც ავდექით და გზას გავუდექით.
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

და დაიწყო ჩვენი ამაღლება...
user posted image

user posted image
მაღთლაც რომ სულის საზრდო იყო იქ ყველაფერი, ალაგ-ალაგ ნისლის ნაფლეთები ფიფქებივით ელაგა მთებს. ქვემოთ ჩანდა ბაზალეთის ტბა, ზემოთ - მყინვარი ყაზბეგი, რომელიც ნისლის ნაბადში იყო გახვეული...
user posted image

user posted image

user posted image

სილამაზით გართულებს დაღლა არც კი გვიგვრძვნია...
user posted image
ესაა ნიში (სალოცავი ადგილი) მთის წვერზე.
user posted image
ესაც კოკას შედევრი DDDD.gif
user posted image

user posted image
ეს ფოტო კოკამ გადაიღო, მე ძალიან მომწონს... საოცარი ადგილია...

user posted image
მან პირველმა დარეკა ზარი, ზარი რომლის ხმა წინაპრებმა უსათუოდ გაიგეს, იგია ადათის გამგრძელებელი...

გილოცავთ ლომისობას!
Nika Pkhakadze
დიდი მადლობა!
მომეწონა რეპორტაჟი!

პ.ს. კარგ თემებს ხსნი ხოლმე!
Oto Gordeladze
კარგი ფოტოებია და ადგილებიც.. რამოდენიმე ძალიან მომეწონა!
Sofo Uznadze
ძალინა მაგარი რეპორტაჟია....... bravo.gif

ძალიან ვისიამოვნე.. გაიხარე diax.gif
battery is low
angel.gif angel.gif angel.gif

ულამაზესი!! angel.gif
User-Nikala
კარგიაა bravo.gif
Kapo
მიხარია რომ მოგეწონათ... smile.gif
batukela
Kapo მართლა კარგია კაპო smile.gif
nusa
ნისლი ფიქრია მთებისა...... angel.gif



ულამაზესი ფოტოებია!
და სადაა ეს ალაგი?... მონახულენა მომინდა angel.gif
nature
bravo.gif

ერთმა აღნიშნა კარგ თემებს ხსნიო smile.gif
Added @ [mergetime]1244743791[/mergetime]
9-ე სურათიდან ყველა სუპერ smile.gif
nature
მე-9 სწორი ფორმა როა ვიცი.
9-ე სურათიდან მომწონს wick.gif
rimanely
მადლობე თემისთვის smile.gif
მშვენიერი ფოტოებია smile.gif
sali barret
მეც ვუერთდები მოწონებას
მადლობა angel.gif
Peso
ფოტოები მომეწონა! ძალიან!
tavadi
კარგია, საკმაოდ bravo.gif
cundruka
ძალიან მაგარი ადგილია, საღოლ, ფოტოებიც მომეწონა და "რეტორტაჟიც"
Kapo
მადლობა ყველას smile.gif


nusa ეს ადგილი ანანურთან ძალიან ახლოსაა, ანანურის შემდეგ მეორე სოფელია. სოფ. პავლეური. ეს მთა კი სამხედრო გზიდანაც მშვენივრად ჩანს. ანანურს რომ გაცდებით, პირველივე სამანქანო ხიდი სადაცაა არაგვზე გადებული, იმ სოფელშია...
anika-zeppelin
რაააამააგარიიი ადგილებიაა!!!
მინდააააა
nusa
Kapo,
გმადლობთ, იმედია მოვხვდები მანდეთ, ოღOნდ ნისლი უნდა იყოს smile.gif
Kapo
შემდეგ წელს თუ ვინმეს ექნება სურვილი წამოვიდეს...

თბილისიდან სულ რაღაც 55 კილომეტრშია
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.