მინდა სასიამოვნო ამბავი გაუწყოთ, რომ 15 მაისიდან 5 ივნისამდე, საქართველოში ჩამოდის მსოფლიო პრესის ფოტო გამოფენა.
ფოტოები გამოიფინება "კლუბი24' -ში - მისამართი: ჯორბენაძის ქ. 9 გამოფენის საათებია 11:00 - 20:00, ყოველ დღე (შაბათ კვირის ჩათვლით). დასწრება თავისუფალია
გამოფენა მხოლოდ 3 კვირას გასტანს, ასე, რომ რაც შეიძლება ბევრ მეგობარს უთხარით, რომ ყველამ მოასწროს ნახვა. ალბათ ვებსაიტზეც ნახავდით უკვე გამარჯვებულ ფოტოებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს:
jevrie, შეგიძლია დამიკავშირდე თუ რაიმე დაგაინტერესებს
chezitto, ქართველი ფოტოგრაფების არცერთი ნამუშევარი არ მოხვდა, თუმცა საქართველოს საკმაოდ დიდი ნაწილი აქვს დათმობილი - ძირითადად ომის ამსახველი კადრები, მაგრამ ასევე არის სერია აფხაზეთიდან.
გამოფენა გაიხსნა, შეგიძლიათ მობრძანდეთ 11 საათიდან 8 საათამდე, ყოველ დღე, შაბათ კვირის ჩათვლით. დასწრება უფასოა.
გამოფენა განაწილებულია 2 სართულზე - ყოველ ფოტოს მოყვება თავისი ახსნა, და ყველაზე საინტერესო მათი წაკითხვაა