Photo_amateur
Apr 28 2009, 23:43
მოგესალმებით ყველას

მინდა სასიამოვნო ამბავი გაუწყოთ, რომ 15 მაისიდან 5 ივნისამდე, საქართველოში ჩამოდის მსოფლიო პრესის ფოტო გამოფენა.
ფოტოები გამოიფინება "კლუბი24' -ში - მისამართი: ჯორბენაძის ქ. 9
გამოფენის საათებია 11:00 - 20:00, ყოველ დღე (შაბათ კვირის ჩათვლით). დასწრება თავისუფალია
გამოფენა მხოლოდ 3 კვირას გასტანს, ასე, რომ რაც შეიძლება ბევრ მეგობარს უთხარით, რომ ყველამ მოასწროს ნახვა. ალბათ ვებსაიტზეც ნახავდით უკვე გამარჯვებულ ფოტოებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს:
www.club24.ge/wpph ქართულზე გადასართავი იქვეა.
აბა გელით ყველას გამოფენაზე.
Medea Sharikadze
Apr 28 2009, 23:49
QUOTE
ჯორბენაძის ქ. 9
სად არის ეს ქუჩა ?
Photo_amateur
Apr 28 2009, 23:55
ეს არის ავლაბარში, მეტეხის აღმართთან, დედათა მონასტერი რომ არის, იქ არის შესახვევი.
აი ამ გვერდზე თუ შეხვალთ, იქ არის რუკაც მოცემული
http://www.club24.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=8 აქ ვერ დავდე, თუ ვინმე შეძლებს რომ დადოთ, კარგი იქნება
DIKARKA
Apr 29 2009, 00:46
ვა, რა მაგარია!
მადლობა ინფოსთვის, ნინ :*
kakha kakhiani
Apr 29 2009, 01:21
რასთან დაკავშირებით გადაწყვიტეს საქართველოში გამოფენა ვერ ვხვდები?
Photo_amateur
Apr 29 2009, 10:15
გამოფენაში ასევე შედის აგვისტოს მოვლენების ამსახველი კადრები და ასევე აფხაზეთიდან სერია.
kakha kakhiani
Apr 29 2009, 16:49
მაგარია
tsumbusha
Apr 29 2009, 17:07
იფ იფ იფ რა კაი ამბავიააა
rimanely
Apr 29 2009, 22:36
კარგი ამბავია
anika-zeppelin
May 6 2009, 21:37
ვააა რამაგარიაააა
ძაან საინტერესო იქნებაა ))
უნდა მოვახერხო მისვლა !!!
ნინო მადლობა

)
jevrie
May 14 2009, 21:51
დღეს ვიყავი პრეზენტაციაზე .. დავაგვიანე გემრიელად და ვერც ვერაფერი გავიგე
მერე სხ გამოფენაზე მაგვიანებოდა და ვერც ვიკითხე, ნორმალურად

უნიჭო ვარ, ღმერთმანი
იმედია პრესრელიზი მიშველის...
არის აქ ვინმე, წარმომადგენელი? გაჭირვების შემთხვევაში რომ ვკითხო, რაღაცები : )
anika-zeppelin
May 15 2009, 01:07
ხვალიდანაა ხომ გამოფენა? ))
მე წავალ საღამოსკენ ალბათ..
აპირებთ ვინმე ?
chezitto
May 15 2009, 03:04
... ქართველი ფოტოგრაფებიც იღებენ მონაწილეობას ნეტა?.......
Photo_amateur
May 15 2009, 14:43
jevrie,
შეგიძლია დამიკავშირდე თუ რაიმე დაგაინტერესებს
chezitto,
ქართველი ფოტოგრაფების არცერთი ნამუშევარი არ მოხვდა, თუმცა საქართველოს საკმაოდ დიდი ნაწილი აქვს დათმობილი - ძირითადად ომის ამსახველი კადრები, მაგრამ ასევე არის სერია აფხაზეთიდან.
გამოფენა გაიხსნა, შეგიძლიათ მობრძანდეთ 11 საათიდან 8 საათამდე, ყოველ დღე, შაბათ კვირის ჩათვლით. დასწრება უფასოა.
გამოფენა განაწილებულია 2 სართულზე - ყოველ ფოტოს მოყვება თავისი ახსნა, და ყველაზე საინტერესო მათი წაკითხვაა
Photo_amateur
May 15 2009, 16:18
პოსტსკრიპტუმში გავიდა ძალიან კარგი რეპორტაჟი, ზოგადად მსოფლიო პრესის ფოტოზე და საქართველოში ჩამოტანილ გამოფენაზე.
თუ არ გინახავთ, შეგიძლიათ იხილოთ:
http://www.youtube.com/watch?v=WeTYeJy6F_8
chezitto
May 15 2009, 20:13
Photo_amateur,
...ცუდია რომ ვერავინ მოხვდა, მაგარამ კარგი ის არის რომ, დიდი ნაწილი აქვს დათმობილი საქართველოს..... მადლობა ინფოსთვის, იმედი მაქვს მოვახერხებ და მოვალ......
Sofio Gokhelashvili
May 15 2009, 21:54
dres vnaxe gamofena !useriozulesia!!!
jevrie
May 16 2009, 13:07
Photo_amateur,
რამდენი ფოტოგრაფის ნამუშევარია?
და საქართველ;ოს შემდეგ, რომელ ქვეყანაში გადაინაცვლებს ფოტოგამოფენა?
ვიყავი
საშინელი გამოფენაა
ადგილს კლუბი ჰქვია- არა და კლუბის ნატამალი არაა. ლუსტრა კიდია და შპალიერია

ფოტოებზე საშინელი განათებაა
სიბნელე
ანარეკლები
მოკლედ ფუუუ
Sebastian
May 18 2009, 20:52
Gogia
კლუბმა , უფრო სწორედ რესტორანმა რეკლამა გაიკეთა, მეტი არაფერი
Photo_amateur
May 21 2009, 11:47
jevrie,
სულ არის 64 თუ 65 ფოტოგრაფის ნამუშევარი. აქედან გამოფენა ავსტრალიაში გადაინაცვლებს.
Gogia,
რა სახის კლუბს ელოდით არ ვიცი, მაგრამ ეს არის სალონური ტიპის კლუბი თავისი ძველი ინტერიერით. განათებას რაც შეეხება მსოფლიო პრესის ფოტოს წარმომადგენელი იყო ჩამოსული და ყველა სტანდარტის დაცვით გაკეთდა..
ვისაც ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ მობრძანდეთ - გამოფენა 2 სართულზეა განაწილებული - 5 ივნისს გამოფენა დასრულდება
archigio
May 23 2009, 01:23
Photo_amateur, ვა ეს ნიკი ბუნდოვნად მახსოვს .... ნოსტალგიურმა შრუანტელმა აიარა.. : )
ხოდა გამოფენაზე არ ვყოფილვარ და ვერც მივალ შუაზე რომ გავიხე ვოტ!
jevrie
May 26 2009, 14:18
ვაიმე ხუთამდე უნდა მოვასწრო მისვლა, რამენაირად .. თორემ ვერ გადავიტან
anika-zeppelin
May 26 2009, 22:49
QUOTE
ვაიმე ხუთამდე უნდა მოვასწრო მისვლა, რამენაირად .. თორემ ვერ გადავიტან
მეეეეცც (((((((((
kakha kakhiani
May 27 2009, 01:25
მეც
Photo_amateur
May 27 2009, 12:29
ვინ ნახა ეს გამოფენა თბილისში? მოგეწონათ?
Raulito
May 29 2009, 21:15
ჟალ, 2-3 დღით მაგვიანდება ჩამოსვლა..
DIKARKA
May 29 2009, 22:09
Photo_amateur,
Fოტოები ძალიან მომეწონა რასაკვირველია -))
დანარჩენში ვეთანხმები გოგიას
ძალიან არ მომეწონა "კლუბი" -)
tsumbusha
May 29 2009, 22:44
ფტოები მაგარი მაგრამ ისეა გამოფენილი ლაბირინთებში და განათება ისეთი აქვს რომ ისე ვერ აღიქვავ ფოტოებს სინამდვილეში რაცაა უკარგავს ეგ ადგილი მაგ ფოტოებს ხიბლს
ვინც ჯერ არ ყოფილა აუცილებლად წადით
"სავსეები" გამოხვალთ გამოფენიდან
QUOTE(jevrie @ May 26 2009, 14:18)
ვაიმე ხუთამდე უნდა მოვასწრო მისვლა, რამენაირად .. თორემ ვერ გადავიტან
ვერ მოვასწარი

წავედი, სუიციდით ვასრულებ არსებობას
kakha kakhiani
Jun 6 2009, 02:47
ვერც მე
anika-zeppelin
Jun 7 2009, 01:23
jevrie,
kakha kakhiani,
მეც (((
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.