დღეს სტუმრები მყავდნენ ცოტა დაავლიეთ ცოტა საქმეზე ვისაუბრეთ, მერე წავიდნენ სტურები, ჩემ სიყვარულთან დავრჩი მერე სიყვარულიც წავიდა დროებით, მერე ნერვები მომეშალა არც სიყვარული და არც სტუმრები არაფერ შუაშია... ხოდა წერის მუღამზე მოვედი...: )))
მე დავწერ პატარა რაღაცას ამონაწერს. ვთქვათ და შემდეგმა ადამიანმა ვინც კომენტარს დაწერს მან გააგრძელოს ჩემი დაწყებული ისტორია: )) საინტერესო წასაკითხი იქნება, გავაგრძელოთ წინა კომენტი, შეძლებისდაგვარად ლიტერატურულად. შეგვიძლია ერთი ფოტოც მოვიხმაროთ, მეტი არა, ოღონდ ისტორია არ დავასრულოთ,დავასრულოთ მხოლოდ მოქმედება) ვიწყებ: )
დიდი პროსპეკტის ასვალტი ოდნავ აყრილიყო. რუხ დროს ამოეჭამა ქუჩა. შუაში კაფე გაეხსნათ. კაფე იყო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე.კაფის მეპატრონეებს, მხოლოდ პირველი სართული შეეღებათ თეთრ ფერში. სახლი იყო ღია ნაცრისფერი. აივნები არ იყო გამოწეული. ერთ ავანზე წვიმისგან ხშირად დამბალ და შემდეგ გამშრალ კარადებს დაინახავდით, რომლის კარებებიც გამობურცულიყო და ნაპრალები გაეჩინა, მეორე აივანზე წითელ გახუნებულ პლასტმასის ტაშტს შეამჩნევდით, რომელიც დაეცარიელებინათ და იქვე დენის სადენებზე სარეცხი გადაეფინათ.... მტრედები ისე სულელურად და არეულად დაფრინავდნენ გარშემო.... კაფის პატარა გისოსებიან, ფანჯრებში მოჩანდა ბიჭი. დილის სიჩუმე და რბილად შეციებული სინათლე, ლურჯად ეფინებოდა, ღია ყავისფერ კედლებს. ბიჭს ლუდით ნახევრად სავსე ჭიქა, ხელებში ისე მოეთავსებინა გეგონებოდათ ცხელი ჩაი ესხა და გულს ითბობდაო....
ნუ მაინც და მაინც ფეხმძიმედ არა, მაგრამ პურის რიგების დროს, რომ იტყოდა აი ეგრე ფეხმძიმედ იყო. მაგრამ ეს ჯერ თვითონაც არ იცოდა. მიკლოხოს და მარიამს კი აერიათ ურთიერთობა ერთი დარტყმის გამო, მაგრამ მალე შერიგდებოდნენ, რადგან ნათქვამიც კი არსებობს: ბიოტ ზნაჩეტ ლუბიტ. თუმცა რაც ორი კვირის წინ მოხდა უფრო მეტი იყო ვიდრე უბრალოდ დარტყმა. რადგან მიკლოხოს და მარიამის ურთიერთობა არც თუ ისე დალაგებული გახლდათ. ასეთი ურთიერთობა კი ბევრ ნერვიულობას, უხერხულობას და ცრემლებს მოიტანდა მაშ შემდეგ რაც მარიამი ტესტს იყიდდა და თავისი შარდით სავსე ერთჯერად ჭიქაში ჩააყურყუმალავებდა და ტესტის მაჩვენებელზე, pregnant-ის გასწვრივ ორი ხაზი გამოჩნდებოდა.