დღეს სტუმრები მყავდნენ ცოტა დაავლიეთ ცოტა საქმეზე ვისაუბრეთ, მერე წავიდნენ სტურები, ჩემ სიყვარულთან დავრჩი მერე სიყვარულიც წავიდა დროებით, მერე ნერვები მომეშალა არც სიყვარული და არც სტუმრები არაფერ შუაშია... ხოდა წერის მუღამზე მოვედი...: )))
მე დავწერ პატარა რაღაცას ამონაწერს. ვთქვათ და შემდეგმა ადამიანმა ვინც კომენტარს დაწერს მან გააგრძელოს ჩემი დაწყებული ისტორია: )) საინტერესო წასაკითხი იქნება, გავაგრძელოთ წინა კომენტი, შეძლებისდაგვარად ლიტერატურულად. შეგვიძლია ერთი ფოტოც მოვიხმაროთ, მეტი არა, ოღონდ ისტორია არ დავასრულოთ,დავასრულოთ მხოლოდ მოქმედება) ვიწყებ: )
დიდი პროსპეკტის ასვალტი ოდნავ აყრილიყო. რუხ დროს ამოეჭამა ქუჩა. შუაში კაფე გაეხსნათ. კაფე იყო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე.კაფის მეპატრონეებს, მხოლოდ პირველი სართული შეეღებათ თეთრ ფერში. სახლი იყო ღია ნაცრისფერი. აივნები არ იყო გამოწეული. ერთ ავანზე წვიმისგან ხშირად დამბალ და შემდეგ გამშრალ კარადებს დაინახავდით, რომლის კარებებიც გამობურცულიყო და ნაპრალები გაეჩინა, მეორე აივანზე წითელ გახუნებულ პლასტმასის ტაშტს შეამჩნევდით, რომელიც დაეცარიელებინათ და იქვე დენის სადენებზე სარეცხი გადაეფინათ.... მტრედები ისე სულელურად და არეულად დაფრინავდნენ გარშემო.... კაფის პატარა გისოსებიან, ფანჯრებში მოჩანდა ბიჭი. დილის სიჩუმე და რბილად შეციებული სინათლე, ლურჯად ეფინებოდა, ღია ყავისფერ კედლებს. ბიჭს ლუდით ნახევრად სავსე ჭიქა, ხელებში ისე მოეთავსებინა გეგონებოდათ ცხელი ჩაი ესხა და გულს ითბობდაო....
..... კი დაასლოკინა და ნერწყვი სასულეში გადასცდა. ჰაერი ფილტვებში აღარ გადასდიოდა და ხველა დაიწყო. "იდიოტი", გაიფიქრა მარიამმა და იმის ნაცვლად, რომ ბეჭზე ხელი მაინც დაერტყა, წამოხტა და ბულვარის მიმართულებით წავიდა... დაუკმაყოფილებელი აგრესია იგრძნობოდა მისი ხელებისა და კურტუმის მოძრაობაში. გვერდზე არ გაუხედავს, ისე წავიდა შაუამიანის ცამეტ ნომერში. სადაც ერთი ოთახი ჰქონდა დაქირავებული მეგობარ ლამრიკოსთან ერთად. შესასვლელი კარი დაკეტილი დახვდა, ისტერიკულად აჭერდა ხელს ზარის ღილაკს, სანამ როგორც იქნა, ლილი ბებოს ყურს არ მიწვდა ხმა. - მოხვედი? აღარ მიდიხარ? - არრრა. _ უხეშად მიუგდო მარიამმა ლილი ბებოს და კარი შეიჯახუნა. ლილი ბებომ თავი გადააქნია. არადა როგორ უნდოდა ლაპარაკი... ლილი ბებოს ყოველთვის უნდოდა ლაპარაკი, მაგრამ მისი მოსმენა არასდროს არავის უნდოდა. ძალიან მოკლედ გადაკრეჭილი თეთრი თმა ჰქონდა, ჭროღა თვალები, მაღალი თეთრი შუბლი და მკაფიოდ მოხაზული ტუჩები. კინოს პერსონაჟს გავდა... საგიჟეთში გამოკეტილ მოხუცს რემისიის პერიოდში. ვაი ლამრიკოსა და მარიამის ბედი, თუ კარი ღია დარჩებოდათ. დაუკაკუნებლად იცოდა შესვლა ლილიმ, კარებშივე დადგმულ სკამზე გოგოების მიყრილ ტანსაცმელს დააჯდებოდა, გამხდარ თითებში გოგოების მიცემულ სელპაკს ჭმუჭნიდა და პაუზის გარეშე ყვებოდა ძველი მდგმურების მოსაწყენ და ყოფით წვრილმანებს. ახლაც იფიქრა, გოგოების ოთახში შევალო, სახელური ჩამოწია, მაგრამ მარიამს კარის ჩაკეტვა მოესწრო. რაღას იზამდა, იქვე საწოლზე მიწვა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა. ოთახში კი მარიამი ეგდო პირქვე საწოლზე და უკვე ნანობდა, რა ბზიკმა მიკბინა, რატომ გამოვიქეციო. იქნება და ხველა რომ გაუვლიდა მიკლუხოს, რა მომხდარიყო. ლამრიკო, როგორც ჩანს თავის ჯგუფელებთან წასულიყო. მიკლუხო, კისერზე პირსახოცმოგდებული მიდიოდა თავისი ბინისკენ და სულ არ ფიქრობდა, რატომ გაიქცა მარიამი. და რომც ეფიქრა, რა უნდა ეფიქრა აბა... მაშინ არცერთმა, არც მიკლუხომ, არც მარიამმა, არც ლილი ბებომ, არ იცოდნენ....