დღეს სტუმრები მყავდნენ ცოტა დაავლიეთ ცოტა საქმეზე ვისაუბრეთ, მერე წავიდნენ სტურები, ჩემ სიყვარულთან დავრჩი მერე სიყვარულიც წავიდა დროებით, მერე ნერვები მომეშალა არც სიყვარული და არც სტუმრები არაფერ შუაშია... ხოდა წერის მუღამზე მოვედი...: )))
მე დავწერ პატარა რაღაცას ამონაწერს. ვთქვათ და შემდეგმა ადამიანმა ვინც კომენტარს დაწერს მან გააგრძელოს ჩემი დაწყებული ისტორია: )) საინტერესო წასაკითხი იქნება, გავაგრძელოთ წინა კომენტი, შეძლებისდაგვარად ლიტერატურულად. შეგვიძლია ერთი ფოტოც მოვიხმაროთ, მეტი არა, ოღონდ ისტორია არ დავასრულოთ,დავასრულოთ მხოლოდ მოქმედება) ვიწყებ: )
დიდი პროსპეკტის ასვალტი ოდნავ აყრილიყო. რუხ დროს ამოეჭამა ქუჩა. შუაში კაფე გაეხსნათ. კაფე იყო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე.კაფის მეპატრონეებს, მხოლოდ პირველი სართული შეეღებათ თეთრ ფერში. სახლი იყო ღია ნაცრისფერი. აივნები არ იყო გამოწეული. ერთ ავანზე წვიმისგან ხშირად დამბალ და შემდეგ გამშრალ კარადებს დაინახავდით, რომლის კარებებიც გამობურცულიყო და ნაპრალები გაეჩინა, მეორე აივანზე წითელ გახუნებულ პლასტმასის ტაშტს შეამჩნევდით, რომელიც დაეცარიელებინათ და იქვე დენის სადენებზე სარეცხი გადაეფინათ.... მტრედები ისე სულელურად და არეულად დაფრინავდნენ გარშემო.... კაფის პატარა გისოსებიან, ფანჯრებში მოჩანდა ბიჭი. დილის სიჩუმე და რბილად შეციებული სინათლე, ლურჯად ეფინებოდა, ღია ყავისფერ კედლებს. ბიჭს ლუდით ნახევრად სავსე ჭიქა, ხელებში ისე მოეთავსებინა გეგონებოდათ ცხელი ჩაი ესხა და გულს ითბობდაო....
რაღაც კარგი მოიფიქრა ლევანმა და ჩვენ კიდე ჩავაბანძეთ და გავაუბედურეთ. ნუ, როგორც ქართველებს გვჩვევია ხოლმე. მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ნუ ესეც გვჩვევია ქართველებს, ჯერ უნდა დავანგრიოთ ბოლომდე და მერე ისევ ავაწყოთ, რაღაც ლეგოსავითაა გასართობია. დაანგრევ ააწყობ დაანგრევ ააწყობ და ა.შ. სანამ ხელში არ შემოგეფშვნება და ამერიკელი მეზობელი არ მოვა სუპერ წებოთი მოკლედ დავიწყოთ, დავწეროთ! ვიგუგუნოთ!
მზე ისევ ისე ამოიდა, როგორც გუშინ წინ და ისევ ისე აპირებდა ჩასვლას როგორც გუშინ ამ დროს, მაგრამ მარიამი და მიკლოხო მაინც იჯდნენ და უყურებდნენ, როგორ ჩადიოდა მზე ზღვაში. ზღვა ირეკლავდა მზეს. მიკლოხო ქვებს აურებდა და ვერაფრით ხუთჯერ ვერ გაეცურებინა. მარიამი კიდე იჯდა და მელანქოლიურ, ეროტიკულ, სევდიან ხასიათზე გახლდათ. მიკლოხომ ბოლო ქვა გააცურა და უკვე მეათედ, რომ ვერ შეასრულა თავისი საწადელი ერთი კარგი შეაკურთხა ქვასაც, ამ თამაშიც მომგონსაც და იმ ადგილსაც. მარიამს გინება არ უყვარდა, მაგრამ უყვარდა მიკლოხო და ამიტომ მისი გინებაც ყურში ძალიან ცუდად არ ხვდებოდა. (აი აქედან გააგრძელეთ. ორი რჩევა გამგრძელებელს 1. საჭიროა გამოკვეთოთ მოტივაციები 2. საჭიროა შეგვამზადოთ ალტერნატიული ფაქტორისთვის(ანუ პრობლემისთვის). აბა გააგრძელეთ