დღეს სტუმრები მყავდნენ ცოტა დაავლიეთ ცოტა საქმეზე ვისაუბრეთ, მერე წავიდნენ სტურები, ჩემ სიყვარულთან დავრჩი მერე სიყვარულიც წავიდა დროებით, მერე ნერვები მომეშალა არც სიყვარული და არც სტუმრები არაფერ შუაშია... ხოდა წერის მუღამზე მოვედი...: )))
მე დავწერ პატარა რაღაცას ამონაწერს. ვთქვათ და შემდეგმა ადამიანმა ვინც კომენტარს დაწერს მან გააგრძელოს ჩემი დაწყებული ისტორია: )) საინტერესო წასაკითხი იქნება, გავაგრძელოთ წინა კომენტი, შეძლებისდაგვარად ლიტერატურულად. შეგვიძლია ერთი ფოტოც მოვიხმაროთ, მეტი არა, ოღონდ ისტორია არ დავასრულოთ,დავასრულოთ მხოლოდ მოქმედება) ვიწყებ: )
დიდი პროსპეკტის ასვალტი ოდნავ აყრილიყო. რუხ დროს ამოეჭამა ქუჩა. შუაში კაფე გაეხსნათ. კაფე იყო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე.კაფის მეპატრონეებს, მხოლოდ პირველი სართული შეეღებათ თეთრ ფერში. სახლი იყო ღია ნაცრისფერი. აივნები არ იყო გამოწეული. ერთ ავანზე წვიმისგან ხშირად დამბალ და შემდეგ გამშრალ კარადებს დაინახავდით, რომლის კარებებიც გამობურცულიყო და ნაპრალები გაეჩინა, მეორე აივანზე წითელ გახუნებულ პლასტმასის ტაშტს შეამჩნევდით, რომელიც დაეცარიელებინათ და იქვე დენის სადენებზე სარეცხი გადაეფინათ.... მტრედები ისე სულელურად და არეულად დაფრინავდნენ გარშემო.... კაფის პატარა გისოსებიან, ფანჯრებში მოჩანდა ბიჭი. დილის სიჩუმე და რბილად შეციებული სინათლე, ლურჯად ეფინებოდა, ღია ყავისფერ კედლებს. ბიჭს ლუდით ნახევრად სავსე ჭიქა, ხელებში ისე მოეთავსებინა გეგონებოდათ ცხელი ჩაი ესხა და გულს ითბობდაო....
ჩემი თვალით დანახული: კაფეში მსხდარი ხელოვანთა ასოციაცია ერთმანეთში ფუსფუსებდა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სულ მალე გუჯა შემოვარდებოდა. არც არაფერი ანიშნებდა მის მოსვლას. ჩვეულებრივი დღე იყო არც კარგი არც ცუდი. მე ვიჯექი და ვუყურებდი იქ მჯდარ ხელოვანებს, რომელთაც მე გავერიყე და ზედაც არ მიყურებდა. არ ვიცი რას ფიქრობნენ, ფაქტი კი ის იყო, რომ იქ არცერთს არ ვეპიტნავებოდი. პრინციპში პიროვნულად მე არავის არაფერს ვუშავებდი, უბრალოდ არ მოწონდათ ჩემი ხელოვნება, თავისი წესები ქონდათ თავისი აღქმის უნარი და ამიტომ ჩემი დაბალი დონის ხელოვნება მათთვის უინტერესო და მიუღებელი იყო. მე კიდე ვიჯექი და დღიურში რაღაცას ვწერდი. ჩემს წინ ორი წყვილი ზასაობდა და ძალიან მიშლიდა ნერვებს. ჩემთან ცხვირაბზუებული ოფიციანტი მოვიდა. -რა გინდა? . ის მკაცრად იკითხა, რომ წამით დამავიწყდა კიდეც, რომ მისი კლიენტი ვიყავი. -ყავა თუ შეიძლება. თან ჩემს წინ მჯდომ წყვილს გავხედე, რომლებიც ერთმანეთის ტუჩებს დაუნდობლად ზილავდნენ. -როგორი? ისევ მკაცრად და თან რაღაც ოდნავი ცინიზმით მკითხა. მე არც კი შემიხედია მისთვის. -ხსნადი. და თან წყვილს შევხედე, რომელთა ენებიც გველგესლასავით ერთმანეთში სრიალებდა და თან ხალხსი დასანახათ. პროტესტის გრძნიბა გამიჩნდა, ავფორიაქდი, მინდოდა რაღაც ჩამერტყა ან დიდი სათლით ცივი წყალი გადამესხა ამ სყვილისთვის. ოფიციანტმა ყავა დამიდგა მაგიდაზე. მაგრამ ისე უხეშად, რომ ოდნავ ლამბაქზედაც გადმოუქცა. ყვა იყო უფერული და გრილი. ყავა კი არა შარდი იყო ნამდვილი. წერის დროს ცოტა გავიჭედე და სიუჯეტის განვითარებისთივის რაღაცა მაკლდებოდა. ამიტომ ცოტახანი კალამი დავდე და ხელოვანთა ასოციაციას თუ სექტას გადავხედე. რომლებიც შეკრებილიყვნენ და რაღაცას უყურებდნენ. მეც დავინტერესდი. როცა კარგად დავაკვირდი დავინახე, რომ ეს ხალხი ცარიელ ტილოს უყურებდნენ და მსჯელობნენ, მის გენიალურობაზე. თან ვირაცა გუჯას ახსენებდნენ მხატვარს, რომელმაც ეს ტილო დატოვა კაფეში. ერთერთი ხელოვანმა ოდნავ უკან დაიხია, სათვალე ჩამოიცია და თქვა: გენიალურია! რა ფერები, რა კომპოზიცია. მე კიდე ვუყურებდი და აშკარად ცარიელი ტილო იყო. თქმას კი მოვერიდე, სამასხროდ არ ავიგდო თავი მეთქი. ამიტომ მეც დაჟინებით დავაკვირდი. მეორემ თქვა ასეთი ნახატი ჯერ მას არ შეუქმნია. ეს არის ეპოგეა! ეს არის ავანგარდი! ეს არის ხელოვნება! მე კი ძალიან შეშინებული და გაკვირვებული ვუყურებდი ამ ცარიელ ტილოს, რომელიც არაფერს არ მეუბნებოდა. კამათი ატყდა. ზოგი სურათის სახელის გამოცნობას ცდილობდა. ზოგი რას ამბობდა ზოგი რას. ამ სჟაბაასში იყო ხალხი როცა კარი ჟიქურ გაიღო და ვიღაცა ოფლიანი კაცი შემოვარდა რომელმაც განწირული ხმით იყვირა: “გუჟა მოდის!” და დაეცა. ხალხი შეცბა. Oფიციანტებმა წმენდა დაიწყეს, ხალხი აფორიაქდა ზოგი რას ამბობა ზოგი რას. მე ჟერ დავიბენი, მაგრამ მერე აზრზე მოვედი და წაქცეული კაცის გამოფხიზლება ვცადე. ის ის იყო, რომ გამოვაფხიზლე და ისევ გაიღო კარები. კარში ვიღაც ჭაღარა წვერიანი კაცი შემოვიდა. ჩემს მკლავზე დაწოლილმა სულმიხდილმა კაცმა გაიხედა და ესრეთღა ოდენ თქვა : გუჟ . . . და ისევ გული წაუვიდა. Aამ დროს ოთახში ვიღაცამ იყვირა გუჟაო და დაემხო ძირს. მასთან ერთად ყველა დაემხო! ფეხზე მხოლოდ ოფიციანკა, რომელსაც ხელები გადაჟვარედინებულად ბარზე დაედო და ზემოდან თავისი მკერდი თითქოსდა ვიღაცის გამოსაჟავრებლად გამოეფინა, მე, რომელიც სულმიხდილი კაცის გამოფხიზლებას ვცილობდი და ის სათვალიანი კაცი დავრჩით. -რამეს ხო მარ ინებებთ გუჟა? იკითხა ოფიციანტმა და გაეღიმა. -არაფერს. Uპასუხა გუჟამ. Aმის შემხედვარე ცოტა არ იყოს სახტად დავრჩი მთელი ხელოვანთა ასოციაცია ძირს იყო გართხმული და ხმას არ იღებდა. Gუჟა ფეხაჩქარებით, მაგრამ არც თუ ისე ნერვიულად მივიდა ტილოსთან და აიღო. ის ის იყო გამობრუნებას აპირებდა, რომ სათვალიანმა კაცმა ჰკითხა: უკაცრავად ბატონო გუჟა, მაგრამ ჩვენ აქ ვკამათობდით ამ ნაწარმოებზე და გვაინტერესებს მისი სახელი. გუჟა ჟერ დაიბნა, ვერ მიხვდა რას ეკითხებოდა, მერე გადახარშა, ჩაიქირქილა და უთხრა: “ტრიაპკა”. -ბოდიში? -ტრიაპკა, ტრიაპკა ჰქვია. -გმადლობთ. Gუჟამ კაფე დატოვა თან ულვაშებში ირონიულად ეღიმებოდა. Mისი გასვლა და ამ ჩემი ცოდვით სავსე კაცის გამოფხიზლება ერთი იყო. მე გადავხედე დაჩოქილ საზოგადოებას და ფრიად სახტად დავრჩი. მოხუცი კაცი კი თითებს აცკაპუნებდა და ბურტყუნებდა: ტრიაპკა . . . ტრიაპკა . . . უცბათ მასთან ახალგაზრდა გოგონა მივიდა, ცოტა ექსტრავაგანტული, ხუჭუჭა თმით და უთხრა: ხომ გითხარით ბატონო, რომ ამ ნაწარმოებს ნაჭერი ჰქვია. მე ძალიან დაბნეულმა ფული გადავიხადე, ჩემი დღიური ავიღე და სასწრაფოდ მოვშორდი იქაურობას.