დღეს სტუმრები მყავდნენ ცოტა დაავლიეთ ცოტა საქმეზე ვისაუბრეთ, მერე წავიდნენ სტურები, ჩემ სიყვარულთან დავრჩი მერე სიყვარულიც წავიდა დროებით, მერე ნერვები მომეშალა არც სიყვარული და არც სტუმრები არაფერ შუაშია... ხოდა წერის მუღამზე მოვედი...: )))
მე დავწერ პატარა რაღაცას ამონაწერს. ვთქვათ და შემდეგმა ადამიანმა ვინც კომენტარს დაწერს მან გააგრძელოს ჩემი დაწყებული ისტორია: )) საინტერესო წასაკითხი იქნება, გავაგრძელოთ წინა კომენტი, შეძლებისდაგვარად ლიტერატურულად. შეგვიძლია ერთი ფოტოც მოვიხმაროთ, მეტი არა, ოღონდ ისტორია არ დავასრულოთ,დავასრულოთ მხოლოდ მოქმედება) ვიწყებ: )
დიდი პროსპეკტის ასვალტი ოდნავ აყრილიყო. რუხ დროს ამოეჭამა ქუჩა. შუაში კაფე გაეხსნათ. კაფე იყო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე.კაფის მეპატრონეებს, მხოლოდ პირველი სართული შეეღებათ თეთრ ფერში. სახლი იყო ღია ნაცრისფერი. აივნები არ იყო გამოწეული. ერთ ავანზე წვიმისგან ხშირად დამბალ და შემდეგ გამშრალ კარადებს დაინახავდით, რომლის კარებებიც გამობურცულიყო და ნაპრალები გაეჩინა, მეორე აივანზე წითელ გახუნებულ პლასტმასის ტაშტს შეამჩნევდით, რომელიც დაეცარიელებინათ და იქვე დენის სადენებზე სარეცხი გადაეფინათ.... მტრედები ისე სულელურად და არეულად დაფრინავდნენ გარშემო.... კაფის პატარა გისოსებიან, ფანჯრებში მოჩანდა ბიჭი. დილის სიჩუმე და რბილად შეციებული სინათლე, ლურჯად ეფინებოდა, ღია ყავისფერ კედლებს. ბიჭს ლუდით ნახევრად სავსე ჭიქა, ხელებში ისე მოეთავსებინა გეგონებოდათ ცხელი ჩაი ესხა და გულს ითბობდაო....
მიმოიხედა და დაიხარა,თასმის შეხსნა დაიწყო,თან თვალებს ისე აცეცებდა აქეთ-იქეთ თითქოს დარწმუნებული იყო,რომ ვიღაც უთვალთვალებდა,თუმცა სულ ტყუილად,ქალაქში ღამის 4 საათი იყო,სამარისებულ სიჩუმეს მხოლოდ წვიმის წვეთების ხმა არღვევდა. ყაფლანამ ფეხსაცმელი გაიხადა,მაღლა ასწია და ისე გახედა როგორც გამოცდილი იუველირი ბრილიანტის თვალს უყურებს შესამოწმებლად.ოდნავ ხელში შეანჯღრია,დაბლა დახარა და საფენის ქვეშიდან დაკუჭული ფურცლის ნაგლეჯი ამოიღო. წამოდგა,ფურცელი გაშალა და წარბები სამჯერ ისე აათამაშა თითქოს დოღზე მოგებული ბილეთი სჭეროდა ხელში. ფურცელის ნაგლეჯზე მისი ბავშვობის მეგობრის მისამართი და ტელეფონის ნომერი ეწერა,რომელიც ამ რამოდენიმე დღის წინ შეხვდა გასვენებაში.საინტერესო იყო მათი შეხვედრა,თორმეტი წლის უნახავმა ორმა მეგობარმა ერთმანეთი ჩასასვენებლის აქეთ-იქეთ აღმოაჩინეს პროცესიის დროს,ორივე წინა რიგში იდგნენ,მხარზე გაედოთ სასახლე,თან წინ იყურებოდნენ რომ ფეხი არაფრისთვის წამოეკრათ,თან ერთმანეთს უღიმოდნენ დარცხვენილად. ყაფლანა სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა სანაპიროსკენ ჩამავალ ქვაფენილს,მას მეგობრისკენ მიეჩქარებოდა,ნაბიჯს აუჩქარა,გზაზე ტაქსი შეამჩნია,ხელი ისე დაუქნია მნახველს ლენინის ძეგლი მოაგონდებოდა რამოდენიმე ათეული წლის წინ თბილისის ცენტრალურ მოედანს რომ ამშვენებდა. ტაქსში ჩაჯდა,მძღოლს ტავაზიანად მიესალმა და ფურცელზე დაწერილი მისამართი უთხრა.ყაფლანას ყურადღება უცბად ტელეფონის ნომერზე გადაერთო,ის ერთიანად დაიძაბა,წარბები რომლებიც რამოდენიმე წუთის წინ სიხარულით თამაშობდნენ ახლა ერთიანად მოიქუფრნენ.მარცხენა ხელით უხერხულად მოიქექა გაცრეცილი ყავისფერი ტყავის ქურთუკის ჯიბე და იქიდან ის ფურცელი ამოაცურა რომელიც ანანომ დაუტოვა მაგიდაზე.დაჟინებით დააცქერდა ორივე ნომერს და ერთიანად გაქვავდა....ნომრები ერთმანეთს ემთხვეოდა.ყაფლანა დაბნეული იყო,არაფერი ესმოდა,რატომ ემთხვეოდა მისი მეგობრის სახლის ნომერი იმ გოგოს ნომერს რომელთანაც ის აგერ უკვე 3 წელია პერიოდულად ურთიერთობდა? დიდხანს ფიქრობდა ყაფლანა,სანამ უეცრად მძღოლის ომახიანმა ხმამ არ გამოაფხიზლა: