დღეს სტუმრები მყავდნენ ცოტა დაავლიეთ ცოტა საქმეზე ვისაუბრეთ, მერე წავიდნენ სტურები, ჩემ სიყვარულთან დავრჩი მერე სიყვარულიც წავიდა დროებით, მერე ნერვები მომეშალა არც სიყვარული და არც სტუმრები არაფერ შუაშია... ხოდა წერის მუღამზე მოვედი...: )))
მე დავწერ პატარა რაღაცას ამონაწერს. ვთქვათ და შემდეგმა ადამიანმა ვინც კომენტარს დაწერს მან გააგრძელოს ჩემი დაწყებული ისტორია: )) საინტერესო წასაკითხი იქნება, გავაგრძელოთ წინა კომენტი, შეძლებისდაგვარად ლიტერატურულად. შეგვიძლია ერთი ფოტოც მოვიხმაროთ, მეტი არა, ოღონდ ისტორია არ დავასრულოთ,დავასრულოთ მხოლოდ მოქმედება) ვიწყებ: )
დიდი პროსპეკტის ასვალტი ოდნავ აყრილიყო. რუხ დროს ამოეჭამა ქუჩა. შუაში კაფე გაეხსნათ. კაფე იყო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე.კაფის მეპატრონეებს, მხოლოდ პირველი სართული შეეღებათ თეთრ ფერში. სახლი იყო ღია ნაცრისფერი. აივნები არ იყო გამოწეული. ერთ ავანზე წვიმისგან ხშირად დამბალ და შემდეგ გამშრალ კარადებს დაინახავდით, რომლის კარებებიც გამობურცულიყო და ნაპრალები გაეჩინა, მეორე აივანზე წითელ გახუნებულ პლასტმასის ტაშტს შეამჩნევდით, რომელიც დაეცარიელებინათ და იქვე დენის სადენებზე სარეცხი გადაეფინათ.... მტრედები ისე სულელურად და არეულად დაფრინავდნენ გარშემო.... კაფის პატარა გისოსებიან, ფანჯრებში მოჩანდა ბიჭი. დილის სიჩუმე და რბილად შეციებული სინათლე, ლურჯად ეფინებოდა, ღია ყავისფერ კედლებს. ბიჭს ლუდით ნახევრად სავსე ჭიქა, ხელებში ისე მოეთავსებინა გეგონებოდათ ცხელი ჩაი ესხა და გულს ითბობდაო....
მოწყენილი ვიყავი, მარტო ვგრძნობდი თავს. დავეხეტებოდი თბილისის მყრალ ქუჩებში, სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი, მინდოდა ვინმე შემხვედროდა ნაცნობი. მინდოდა მელაყბა, მელაყბა უსაზღვროდ... სიგარეტი რომ გამითავდა უფრო მოვიწყინე, ფულიც არ მქონდა... ასე ვიარე, ვიარე სანამ ერთი ძველი მეგობრის სახლს არ მივადექი, არ ვიცი როგორ მოვხვდი, მაგრამ გადავწყვიტე ავსულიყავი, მომეკითხა ჩემი კურსელი კოტე, რომელიც ორი-სამი წელი არ მენახა... ეტყობა სიგარეტმა გამათამამა, გავბედე და ავედი, ზარი დავრეკე, მაგრამ არ მუშაობდა, მოვტრიალდი და წავალ-თქო ვიფიქრე, მაგრამ მაინც დავაკაკუნე. კარი რომ გამიღო ძლივს ვიცანი, თვალები ჩაშავებული ჰქონდა, გამხდარა კიდეც, ნანერვიულები ჩანდა. -გამარჯობა კოტეე როგორ ხარ?... -ანანო... არამიშავს.... შენ?..... კოტე რაღაც უხასიათოდ შემხვდა, აფორიაქებული იყო, კარებში გაიბოტა და ვიფიქრე წავალ-თქო. -მე... მე... შეგიძლია ფული მასესხო?... სულ არ მინდოდა ფული, მაგრამ მისვლის მიზეზად მოვიფიქრე უცბად, იმან ჩემდა გასაკვირად მომაჩეჩა გამოვართვი და წამოვედი... წამოვედი და სანამ აზრზე მოვიდოდი ვიღაცამ მომატრიალა, კოტე იყო, ხელი მომკიდა და სახლში ამიყვანა.... ფული იქვე მათხოვარს ჩავუგდე ხელში და გავყევი...