დღეს სტუმრები მყავდნენ ცოტა დაავლიეთ ცოტა საქმეზე ვისაუბრეთ, მერე წავიდნენ სტურები, ჩემ სიყვარულთან დავრჩი მერე სიყვარულიც წავიდა დროებით, მერე ნერვები მომეშალა არც სიყვარული და არც სტუმრები არაფერ შუაშია... ხოდა წერის მუღამზე მოვედი...: )))
მე დავწერ პატარა რაღაცას ამონაწერს. ვთქვათ და შემდეგმა ადამიანმა ვინც კომენტარს დაწერს მან გააგრძელოს ჩემი დაწყებული ისტორია: )) საინტერესო წასაკითხი იქნება, გავაგრძელოთ წინა კომენტი, შეძლებისდაგვარად ლიტერატურულად. შეგვიძლია ერთი ფოტოც მოვიხმაროთ, მეტი არა, ოღონდ ისტორია არ დავასრულოთ,დავასრულოთ მხოლოდ მოქმედება) ვიწყებ: )
დიდი პროსპეკტის ასვალტი ოდნავ აყრილიყო. რუხ დროს ამოეჭამა ქუჩა. შუაში კაფე გაეხსნათ. კაფე იყო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე.კაფის მეპატრონეებს, მხოლოდ პირველი სართული შეეღებათ თეთრ ფერში. სახლი იყო ღია ნაცრისფერი. აივნები არ იყო გამოწეული. ერთ ავანზე წვიმისგან ხშირად დამბალ და შემდეგ გამშრალ კარადებს დაინახავდით, რომლის კარებებიც გამობურცულიყო და ნაპრალები გაეჩინა, მეორე აივანზე წითელ გახუნებულ პლასტმასის ტაშტს შეამჩნევდით, რომელიც დაეცარიელებინათ და იქვე დენის სადენებზე სარეცხი გადაეფინათ.... მტრედები ისე სულელურად და არეულად დაფრინავდნენ გარშემო.... კაფის პატარა გისოსებიან, ფანჯრებში მოჩანდა ბიჭი. დილის სიჩუმე და რბილად შეციებული სინათლე, ლურჯად ეფინებოდა, ღია ყავისფერ კედლებს. ბიჭს ლუდით ნახევრად სავსე ჭიქა, ხელებში ისე მოეთავსებინა გეგონებოდათ ცხელი ჩაი ესხა და გულს ითბობდაო....
დიდხანს არ უსაუბრია ნატკასთან, თითქოს მან უსიტყვოდ გაუგო და მალევე გაუთიშა.. ყაფლანამ ისევ დაუძახა თინას და სთხოვა სუპი და პივა მის ანგარიშზე ჩაეწერა.. თინა უსიამოვნოდ შეიშმუშნა და ბარში მიიმალა.. ყაფლანამ ყურს უკან ჩამალული სიგარეტს მოუკიდა, ასანთის ღერი მაგიდაზე დაცემულ წყლის წვეთზე ჩააქრო, შემდეგ საფერფლეში ჩააგდო ერთი გემრიელად გააბოლა.. კაფეს კარი გაიხურა და ჩქარი ნაბიჯით სახლში აირბინა.. ონდავ მიალაგ-მოალაგა არეული ოთახი, მაგიდიდან წინა დღის სასმელები და ნამწვავები აიღო ხელი გადაუსვა და შემდეგ კონიაკი დადო.. და ორი პატარა ჭიქა.. აბაზანაში შევიდა, თმები შეისწორა, ცივი წყალი შეისხა და ამ დროს კარზე ჩუმი კაკუნიც გაისმა.. უცბად შეიმშრალა სახე.. კარი გააღო და შეკრთა.. კარში მიდი ძველი თანაკურსელი ანანო იდგა.. წინ ორი ხელით ჩანთა ეჭირა და დარცხვენილი და ამავდროულად დაღვრემილი იდგა.. ყაფლანას ძალიან გაუკვირდა მისი დანახვა, 3 წელი არ ენახა ანანო, მაგრამ გულში სითბო იგრძნო.. ძველი დრო გაახსენდა, გაეღიმა და უცბად გაახსენდა რომ ისინი ისევ კარში იდგნენ..