დღეს სტუმრები მყავდნენ ცოტა დაავლიეთ ცოტა საქმეზე ვისაუბრეთ, მერე წავიდნენ სტურები, ჩემ სიყვარულთან დავრჩი მერე სიყვარულიც წავიდა დროებით, მერე ნერვები მომეშალა არც სიყვარული და არც სტუმრები არაფერ შუაშია... ხოდა წერის მუღამზე მოვედი...: )))
მე დავწერ პატარა რაღაცას ამონაწერს. ვთქვათ და შემდეგმა ადამიანმა ვინც კომენტარს დაწერს მან გააგრძელოს ჩემი დაწყებული ისტორია: )) საინტერესო წასაკითხი იქნება, გავაგრძელოთ წინა კომენტი, შეძლებისდაგვარად ლიტერატურულად. შეგვიძლია ერთი ფოტოც მოვიხმაროთ, მეტი არა, ოღონდ ისტორია არ დავასრულოთ,დავასრულოთ მხოლოდ მოქმედება) ვიწყებ: )
დიდი პროსპეკტის ასვალტი ოდნავ აყრილიყო. რუხ დროს ამოეჭამა ქუჩა. შუაში კაფე გაეხსნათ. კაფე იყო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე.კაფის მეპატრონეებს, მხოლოდ პირველი სართული შეეღებათ თეთრ ფერში. სახლი იყო ღია ნაცრისფერი. აივნები არ იყო გამოწეული. ერთ ავანზე წვიმისგან ხშირად დამბალ და შემდეგ გამშრალ კარადებს დაინახავდით, რომლის კარებებიც გამობურცულიყო და ნაპრალები გაეჩინა, მეორე აივანზე წითელ გახუნებულ პლასტმასის ტაშტს შეამჩნევდით, რომელიც დაეცარიელებინათ და იქვე დენის სადენებზე სარეცხი გადაეფინათ.... მტრედები ისე სულელურად და არეულად დაფრინავდნენ გარშემო.... კაფის პატარა გისოსებიან, ფანჯრებში მოჩანდა ბიჭი. დილის სიჩუმე და რბილად შეციებული სინათლე, ლურჯად ეფინებოდა, ღია ყავისფერ კედლებს. ბიჭს ლუდით ნახევრად სავსე ჭიქა, ხელებში ისე მოეთავსებინა გეგონებოდათ ცხელი ჩაი ესხა და გულს ითბობდაო....
-ყაფლაან როგორი იყო ისე ბებერი ლოგინში მოგვიყევიი რაა... უთხრა კუტუზოვამ ამას ბიჭების სიცილი მოყვა...
ყაფლანმა ჩაიღიმა და სიგარეტს გაუკიდა. ოთახი იყო საშუალო სიდიდის. შუაში შუშის მაგიდა იდგა, რომელზედაც ბევრი ლუდი სიგარეტის ფერფლში ილესებოდა. ისეთი კვამლი იდგა ნათურა არ ჩანდა.... ღრუბელს ამოფარებულ მზეს გავდა...
შუშის მაგიდსთან მწვანე დივანი იდგა, რომელიც ჩაზნექილიყო და მყრალი სუნი ასდიოდა, ზედ ბიჭებს ისეთები აქვთ ნაკეთები, კიდევ კარგად გამოიყურებოდა. ტახტში იჯდა კუტუზოვა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა თან, რომ მოუკიდებდა თვალებს სასაცილოდ აელმებდა, მერე თავზე ხელს გადაისმევდა და ნამდვილი დონის გამომეტყველებას მიიღებდა. პირი ოდნავ ღია, ტუჩს გვერძე გაბზიკადვა და თავალებს მოდუნებულად ერთ წერტილში აშტერებდა. ყეყეჩა იჯდა და აკიმარებდა,
-აუუ ეს სულ წავიდა მე მგონი. თქვა მერამბა და ამას ფილტვებიდან ამოსული ხმადაბალი გაცინება მოყვა.... -ყააფლაან სულ მაგ კედელთან როგორ უნდა იყო აყუდებული, მოდი არ გინდა? გაგისწორდება... ყაფლანმა ზურგი კარებს კრა და ინერციით მაგიდისკენ წავიდა.მერაბმა გამზადებული, ხელში მიაწოდა და ქვედა ტუჩი ენით გაისველა. ყაფლანმა ფეხი ტახტზე შემოდგა შარვალი აიკეცა, ჯგუტი მუხლს ქვემოთ მოიჭირა და ნემსი გაამზადა. ოთახში სიჩუმე იყო. სიგარეტის ნაფაზის, ბოლის გამოშვები ხმას გაიგებდით. ყაფლანმა თავი ზემოთ აწია და სიგარეტის ღრუბელი მისმა ცხვირმა გამოწოვა, ყაფლანმა ოდნაავ შეამჩნია ნათურა,ყვითელი შუქი, თავბრუ დაეხვა და მოწყვეტით იატაკზე დაეპერტყა...