დღეს სტუმრები მყავდნენ ცოტა დაავლიეთ ცოტა საქმეზე ვისაუბრეთ, მერე წავიდნენ სტურები, ჩემ სიყვარულთან დავრჩი მერე სიყვარულიც წავიდა დროებით, მერე ნერვები მომეშალა არც სიყვარული და არც სტუმრები არაფერ შუაშია... ხოდა წერის მუღამზე მოვედი...: )))
მე დავწერ პატარა რაღაცას ამონაწერს. ვთქვათ და შემდეგმა ადამიანმა ვინც კომენტარს დაწერს მან გააგრძელოს ჩემი დაწყებული ისტორია: )) საინტერესო წასაკითხი იქნება, გავაგრძელოთ წინა კომენტი, შეძლებისდაგვარად ლიტერატურულად. შეგვიძლია ერთი ფოტოც მოვიხმაროთ, მეტი არა, ოღონდ ისტორია არ დავასრულოთ,დავასრულოთ მხოლოდ მოქმედება) ვიწყებ: )
დიდი პროსპეკტის ასვალტი ოდნავ აყრილიყო. რუხ დროს ამოეჭამა ქუჩა. შუაში კაფე გაეხსნათ. კაფე იყო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე.კაფის მეპატრონეებს, მხოლოდ პირველი სართული შეეღებათ თეთრ ფერში. სახლი იყო ღია ნაცრისფერი. აივნები არ იყო გამოწეული. ერთ ავანზე წვიმისგან ხშირად დამბალ და შემდეგ გამშრალ კარადებს დაინახავდით, რომლის კარებებიც გამობურცულიყო და ნაპრალები გაეჩინა, მეორე აივანზე წითელ გახუნებულ პლასტმასის ტაშტს შეამჩნევდით, რომელიც დაეცარიელებინათ და იქვე დენის სადენებზე სარეცხი გადაეფინათ.... მტრედები ისე სულელურად და არეულად დაფრინავდნენ გარშემო.... კაფის პატარა გისოსებიან, ფანჯრებში მოჩანდა ბიჭი. დილის სიჩუმე და რბილად შეციებული სინათლე, ლურჯად ეფინებოდა, ღია ყავისფერ კედლებს. ბიჭს ლუდით ნახევრად სავსე ჭიქა, ხელებში ისე მოეთავსებინა გეგონებოდათ ცხელი ჩაი ესხა და გულს ითბობდაო....
მაგ დროს მხედრიონი ბოლო წუთებს ითვლიდა, თუმცა ჩვენ და ჩვენი ბიჭები როგორც შეგვეძლო ისე ვატრაკებდით. წამალი იყო საყიდელი და მაყუთი გვჭირდებოდა. ხუთნი ვიყავით. პირველივე სადარბაზოსთან შევუხვიეთ და ყველაზე მდიდრული კარი რომელიც იყო დავაკაკუნეთ. არავინ გააღო, მერე ხრუშამ ჩამოსწია სახელური და არ შეაღო?... სახლი არც ისე მდიდრული გამოდგა, როგორიც კარი ჰქონდა. კაი დიდი სახლი კი იყო, გავნაწილდით და ოთახები დავიარეთ. ჯერ სამზარეულოში შევედი, ლუდი იდგა Yაზბეგის ბოთლით, ნახევრად დაცლილი(ან ნახევრად სავსე) მოვსვი და იქვე ოთახისკენ წავედი, კარი ნელა შევაღე, მეთქი ვინმე არ იყოს, გვერდულად შევიხედე ცალი თვალით და რას ვხედავ, ლოგინში არ კოტრიალობს მასტი ვირაც ბებრუხანასთან ერთად... მეთქი თქვე ბოზ. აბა დროზე მეთქი გამოდით გარეთ... ჯერ ისე რა ტეხავს მაგ დროს ვინმე რომ დაგადგება და ახლა ავტომატით. სულ ცახცახით გამოცვივდნენ ოთახიდან. შერცხვათ საბანს ვერ იყოფდნენ, ხან ერთი აიფარებდა, ხან მეორე და ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს. სცილი დავიწყე, სხვებიც მოვიდნენ. ყველანი უნიღბებოდ ვიყავით, უნდა მიგვეცხრილა ის ახვრები იქვე თორე გაბო. დნენ . ძაღლობა კი ჩევნი იყო იმ დროს, მარა მაშინ უკვე ირეოდა სიტუაცია და სარისკოდ არ ღირდა, ამ ბოზ. ვინ მოგვკითხავდა რამეს. სანამ ამას გავიფიქრებდი ვიღაცამ ბახო და ბებერი კახპა არ გააგორა... მეთქი თქვენ ბიჭო -- ხომ არ გაქვთ რაებს აკეთებთ. ბიჭზე სროლა ვეღარ მოასწრეს... ბიჭი წავიყვანეთ და დავახვიეთ...