დღეს სტუმრები მყავდნენ ცოტა დაავლიეთ ცოტა საქმეზე ვისაუბრეთ, მერე წავიდნენ სტურები, ჩემ სიყვარულთან დავრჩი მერე სიყვარულიც წავიდა დროებით, მერე ნერვები მომეშალა არც სიყვარული და არც სტუმრები არაფერ შუაშია... ხოდა წერის მუღამზე მოვედი...: )))
მე დავწერ პატარა რაღაცას ამონაწერს. ვთქვათ და შემდეგმა ადამიანმა ვინც კომენტარს დაწერს მან გააგრძელოს ჩემი დაწყებული ისტორია: )) საინტერესო წასაკითხი იქნება, გავაგრძელოთ წინა კომენტი, შეძლებისდაგვარად ლიტერატურულად. შეგვიძლია ერთი ფოტოც მოვიხმაროთ, მეტი არა, ოღონდ ისტორია არ დავასრულოთ,დავასრულოთ მხოლოდ მოქმედება) ვიწყებ: )
დიდი პროსპეკტის ასვალტი ოდნავ აყრილიყო. რუხ დროს ამოეჭამა ქუჩა. შუაში კაფე გაეხსნათ. კაფე იყო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე.კაფის მეპატრონეებს, მხოლოდ პირველი სართული შეეღებათ თეთრ ფერში. სახლი იყო ღია ნაცრისფერი. აივნები არ იყო გამოწეული. ერთ ავანზე წვიმისგან ხშირად დამბალ და შემდეგ გამშრალ კარადებს დაინახავდით, რომლის კარებებიც გამობურცულიყო და ნაპრალები გაეჩინა, მეორე აივანზე წითელ გახუნებულ პლასტმასის ტაშტს შეამჩნევდით, რომელიც დაეცარიელებინათ და იქვე დენის სადენებზე სარეცხი გადაეფინათ.... მტრედები ისე სულელურად და არეულად დაფრინავდნენ გარშემო.... კაფის პატარა გისოსებიან, ფანჯრებში მოჩანდა ბიჭი. დილის სიჩუმე და რბილად შეციებული სინათლე, ლურჯად ეფინებოდა, ღია ყავისფერ კედლებს. ბიჭს ლუდით ნახევრად სავსე ჭიქა, ხელებში ისე მოეთავსებინა გეგონებოდათ ცხელი ჩაი ესხა და გულს ითბობდაო....
ლექსის ავტორი ვერ გაიხსენა, მაგრამ სამაგიეროდ ოთახის კუთხეში მიგდებული ძველი გიტარა აიღო და იმ დღეს ნაბერეჟნზე მოსმენილი ნო ვუმენ ნო ქრაი აეკვიატა, აეკვიატა და გიტარაზე დაკვრა დაიწყო.. უცბად გაჩუმდა, გიტარა გვერდზე გადადო და ფანჯარასთან მივიდა სადაც ძველი ტახტი იდგა.. წამოწვა და ჭერს დაუწყო ყურება, სადაც ფოსფორის ვარსკვლავები იყო აქა-იქ, რომელიც იშვიათად თუ ბჟუტავდა.. -ნოო ვუმენ, ნო ქრააი უცბად ვიღაც შემოიპარა ოთახში, თითქოს შემოიპარა, მაგრამ ყაფლანასათვის (ღმერთო ჩემო რა არარომანტიკული სახელია) შეუმჩნეველი არ ყოფილა ჟოზეფინას ნაზი ნარნარი.. თხელ სარაფანაში, რომელსაც ლანდი გასდიოდა მზის შუქზე.. ყაფლანამ ვნებიანი მზერა მიაპყრო ახლადშემოსულს და თვალები გაუნაბა, მაგრამ ნაძალადევი ღიმილი შერჩა სახეზე.. ეს ხომ მისი გადაღძუებული მეზობელი კლაურა იყო! შაბიაბნისფერ დაძონძილ ხალათში გამოწკეპილი.. ჩრატუნით მივიდა ყაფლანასთან და ტუჩები გამოუბზიკა საკოცნელად..