დღეს სტუმრები მყავდნენ ცოტა დაავლიეთ ცოტა საქმეზე ვისაუბრეთ, მერე წავიდნენ სტურები, ჩემ სიყვარულთან დავრჩი მერე სიყვარულიც წავიდა დროებით, მერე ნერვები მომეშალა არც სიყვარული და არც სტუმრები არაფერ შუაშია... ხოდა წერის მუღამზე მოვედი...: )))
მე დავწერ პატარა რაღაცას ამონაწერს. ვთქვათ და შემდეგმა ადამიანმა ვინც კომენტარს დაწერს მან გააგრძელოს ჩემი დაწყებული ისტორია: )) საინტერესო წასაკითხი იქნება, გავაგრძელოთ წინა კომენტი, შეძლებისდაგვარად ლიტერატურულად. შეგვიძლია ერთი ფოტოც მოვიხმაროთ, მეტი არა, ოღონდ ისტორია არ დავასრულოთ,დავასრულოთ მხოლოდ მოქმედება) ვიწყებ: )
დიდი პროსპეკტის ასვალტი ოდნავ აყრილიყო. რუხ დროს ამოეჭამა ქუჩა. შუაში კაფე გაეხსნათ. კაფე იყო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე.კაფის მეპატრონეებს, მხოლოდ პირველი სართული შეეღებათ თეთრ ფერში. სახლი იყო ღია ნაცრისფერი. აივნები არ იყო გამოწეული. ერთ ავანზე წვიმისგან ხშირად დამბალ და შემდეგ გამშრალ კარადებს დაინახავდით, რომლის კარებებიც გამობურცულიყო და ნაპრალები გაეჩინა, მეორე აივანზე წითელ გახუნებულ პლასტმასის ტაშტს შეამჩნევდით, რომელიც დაეცარიელებინათ და იქვე დენის სადენებზე სარეცხი გადაეფინათ.... მტრედები ისე სულელურად და არეულად დაფრინავდნენ გარშემო.... კაფის პატარა გისოსებიან, ფანჯრებში მოჩანდა ბიჭი. დილის სიჩუმე და რბილად შეციებული სინათლე, ლურჯად ეფინებოდა, ღია ყავისფერ კედლებს. ბიჭს ლუდით ნახევრად სავსე ჭიქა, ხელებში ისე მოეთავსებინა გეგონებოდათ ცხელი ჩაი ესხა და გულს ითბობდაო....
მერე სულ რომ გაუვიდა ვადა ყველა ტონს , ტონი სოპრანოსაც და ტონი მონტანასაც, და ლუდიც რომ გამოილია ბიჭი ფანჯრიდან პირდაპიც ცეცხლოვან სარეცხის თოკზე გადავიდა , სალტო გააკეთა და პირველ სართულზე მესემიჩკეს ჩაუჯდა კალთაში. მესემიჩკე კაცი ახალგაზრდა სამხედრო ფომაში გამოწყობილი თმახუჭუჭა გენერალი იყო. ბიჭი სამხედრო ყაიდაზე მიესალმა 2 ჭიქა მზესუმზირა შეიძინა ისევ მსუბუქად ისკუპა მაღლა და ცეცხლოვან სარეცხის თოკს გაუყვა. გაუყვა გაუყვა გაუყვა გაუყვა კიდევ გაუყვა ქვევით ჩამოიხედა და არაფერი არ ჩანდა. უზარმაზარი სპილოებიც რომელიც მისი სახლის წინ დადიოდნენ ასანთის ღერებათ ჩანდნენ. ბიჭს შეეშინდა მაგრამ შერცხვა რომ შეეშინდა, მაგრამ გაიხედგამოიცედა და მიხვდა რომ ვერავინ ვერ შეატყობდა იმას რომ შეეშინდა, თან თავისი დიდი მეგობრის, დარბაისელი ბოშა მეკობრის სიტყვები გაახსენდა, უშიშარები მხოლოდ გიჟები და მეკობრეები არიანო. დაფიქრდა და არც გიჟი იყო და არც მეკობრე. ისევ სალტო გააკეთა და თავის აივანზე დაბრუნდა, ამასობაში ტონი მონტანას და ტონი სოპრანოს ვადა უკვე გამოსვლოდათ