ორივე კარგია და ორივე ტესარის სისტემაა და შარპი უნდა იყოს, და ტესარი სისტემა ისეთია რომ მაღალი შუქძალიანის გაკეთება შედარებით პრობლემურია და 2.8 ტესარებს 3.5 ტესარები ჯობიანო შარპითო როგორც წამიკითხავს, მაგრამ 3.5-ებს "პროსვეტლენია" სუსტი აქვს, კონტრშუქზე უჭირს, ფერთა გადაცემაც მგონი ვერ აქვს ისეთი როგორიც 2.8 იანს. ინდუსტარ 61 ძალიან კარგია, მაკროსთვისაც გამოდგება, ბლენდა ფაქტიურად არ ჭირდება და წინა შუშაც ძნელად ისვრება. სამჯერ დამივარდა ქვაფენილის მსგავსზე და არაფერი არ მოსვლია, "პროსვეტლენიაც" ბევრფენიანი აქვს, შარპიც არის, მაგრამ ნაკლი ის აქვს რომ ეგ ინდუსტარ 50-2 თან შედარებით დღემდე იწარმოება და იმდენად რამდენადაც წარმოების ხარისხი ფუჭდებოდა ცუდი, ეგზემპლიარი რომ იყო მაგის დიდი შანსია, მაგრამ თუ კარგი ეგზემპლიარი მაშინ ძალიან კარგი რამეა.