ე.ი დავიწყოთ იმით რომ მიდიხარ მთაში.. და მოგყვება რაღა თქმა უნდა ხალხი. ნავარჯიშები. ათასგან ნასიარულები. მათ შორის "ფოტოგრაფი." შემდეგ მწვერვალებზე სიარულისას ხვდები რომ ფოტოგრაფს თუ ქვემოდან "ტალჩოკი"არ მისცეს, და ზემოდან თოკით არ აქაჩეს.ღამისთევა კედელზე ჩამოკიდებულს მოგიწევს.რადგან 4000 მეტრის სიმაღლეზე "ფოტოგრაფს" უჭირს სიარული. და ამ თრვა - თრევაში ისეთი კადრები გამაზა როოომმმ...მიმიქარავს ყველა ალპინისტური ფოტო. მაგრამ მწვერვალზე ატანილს ხელი მაინც ემორჩილება ( დაემორჩილება აბა რა.მაგის საცოცი ზემოდან თოკი უქაჩეს) და რაღაცას გააჩხაკუნებს. მერე ჩამოვა ბარში (თბილისში) ჩაუჯდება photoshop ს...თავის გემოზე მიხატ მოხატავს (მე ვერ მომატყუებს.. ნატურში ვნახე ის ფოტო,იქ მწვერვალზე) მოხატვის შემდეგ გამოფენას გააკეთებს და მოსული საზოგადოება.რომელიც აღფრთოვანებაში მოყავს ე.წ. "ფოტოგრაფის" მუშაობას, ლაპარაკს იწყებს რაღაც ახლადაღმოცენებულ სასწაულზე .---რომელიც თურმე ჩვენს რიგებში ყოფილა და ვერ ვამჩნევდით. და კიდევ კარგი რომ არსებობს მთა . სადაც მან ბოლომდე გამოავლინა თავის შესაძლებლობები.......
მოკლედ თავი რომ დავანებო ამხელა რიტორიკას გეკითხებით თქვენ "[SIZE=7][COLOR=yellow]მიგაჩნიათ ასეთი ადამიანი ფოტოგრაფად???"
ისეთი ფოტორგაფი რომელიც ფოტოს ფოტოშოპში ხატავს არც მე მიამჩნია ფოტოგრაფად. ეს სულ სხვა ხელოვნებაა და არა ფოტოგრაფია, თუმცა დღეს ფოტოგრაფია ფოტოშოპის გარეშე წარმოუდგენელია. სხვაობა იმაშია რომ ზოგი ფოტოშოპს ბოროტად იყენებს და ,,აფუჭებს" ფოტოს და ზოგი მას ზომიერად იყენებს და ისევე ამუშავებს ციფრულ ფოტოს ფოტოშოპში, როგორც დაამუშავებდა ფირს ლაბორატორიაში.
მეგობარი ერთი 5 წლის წინ ფოტოს ისე ამუშავებდა ლაბში (ხატავდა გამოსახულებაზე), სულ არ სჭირდებოდა ფოტოშოპი.
სტერეოტიპებზეა ლაპარაკი. შენ რა იცი როგორ ამუშავებდნენ ფოტოებს დიდი ფოტოგრაფები ?