Help - Search - Member List - Calendar
Full Version: გქვია თუ არა ფოტოგრაფი?
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
elenikoooo
ე.ი დავიწყოთ იმით რომ მიდიხარ მთაში.. და მოგყვება რაღა თქმა უნდა ხალხი. ნავარჯიშები. ათასგან ნასიარულები. მათ შორის "ფოტოგრაფი." შემდეგ მწვერვალებზე სიარულისას ხვდები რომ ფოტოგრაფს თუ ქვემოდან "ტალჩოკი"არ მისცეს, და ზემოდან თოკით არ აქაჩეს.ღამისთევა კედელზე ჩამოკიდებულს მოგიწევს.რადგან 4000 მეტრის სიმაღლეზე "ფოტოგრაფს" უჭირს სიარული. და ამ თრვა - თრევაში ისეთი კადრები გამაზა როოომმმ...მიმიქარავს ყველა ალპინისტური ფოტო. მაგრამ მწვერვალზე ატანილს ხელი მაინც ემორჩილება ( დაემორჩილება აბა რა.მაგის საცოცი ზემოდან თოკი უქაჩეს) და რაღაცას გააჩხაკუნებს. მერე ჩამოვა ბარში (თბილისში) ჩაუჯდება photoshop ს...თავის გემოზე მიხატ მოხატავს (მე ვერ მომატყუებს.. ნატურში ვნახე ის ფოტო,იქ მწვერვალზე) მოხატვის შემდეგ გამოფენას გააკეთებს და მოსული საზოგადოება.რომელიც აღფრთოვანებაში მოყავს ე.წ. "ფოტოგრაფის" მუშაობას, ლაპარაკს იწყებს რაღაც ახლადაღმოცენებულ სასწაულზე .---რომელიც თურმე ჩვენს რიგებში ყოფილა და ვერ ვამჩნევდით. და კიდევ კარგი რომ არსებობს მთა . სადაც მან ბოლომდე გამოავლინა თავის შესაძლებლობები.......

მოკლედ თავი რომ დავანებო ამხელა რიტორიკას გეკითხებით თქვენ "[SIZE=7][COLOR=yellow]მიგაჩნიათ ასეთი ადამიანი ფოტოგრაფად???"
Rebecca
elenikoooo,
ვსემ სვაიო!!

ვისაც მიაჩნია გაატარე და შენ ხომ იცი, დაიკიდე ....

ყველას აღმოაჩნდება ვიღაც ვინც მას აღიარებს DDDD.gif

Nini Mamaladze
elenikoooo,



ვაიმე ვიღაცაზე ძალიან დაიბოღმეთ?


როგორც ამ "ფოტოგრაფის" საქმიანობის აღწერაა რიტორიკული, ვფიქრობ დასმული კითხვაც იგივენაირად რიტორიკულია....

მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრი........
Kamikadze
elenikoooo,


ფოტოგრაფის საქმიანობა არაა არც მთაზე ცოცვა და არც რამე მსგავსი, მისი საქმიანობაა "click" და კარგი კადრი. ბევრიკადრი რომ გაუშვა ხელიდან ეგ უკვე მისი პრობლემაა მაგრამ 1 მაინც თუ გამოუვიდა ეგ მიღწევაა. ალპინისტებს ხომ არ თხოვენ კარგი კადრების გადაღებას და ვერ შესრულების შემთხვევაში ხომ არ ეუბნებიან არ ხარ ალპინისტიო? ასე რომ ნურც ფოტოგრაფს მოთხოვთ 4000 მეტრის სიმაღლეზე ალპინისტური გამძლეობის გამოჩენას smile.gif
Gubazi
elenikoooo,


უეჭველი ძალიან გიშალათ ნერვები :: )))

გამოუცდელი კაცი მთაში არ უნდა წაგეყვანათ და ეხლა კიდე ნუ უწყრებით...


და კიდე კამიკაძის აზრს ვიზიარებ smile.gif
User-Nikala
საერთოდ ალპინისტის გასარჩევი არ არის ფოტოგრაფი ფოტოშოპით დახატავს თუ არა. ისე ზემოთ გამოთქმულ აზრს ვეთანხმები,თქვენი ბრალია თუ ძალიან მოგიშალათ ნერვები,აწი ისეთი მოძებნეთ ხეზე ცოცვაც რომ იცოდეს ან კაკ მინიმუმ ფიზკულტურის გაკვეთილები ჩაუტარეთ smile.gif
Guja
elenikoooo,
მე მაგალითად ძალიან კარგად მესმის თქვენი
კი რა თქმა უნდა ფოტოგრაფს ალპინისტობას ვერ მოსთხოვ და ვერც დასცინი ან გაკიცხავ სათრევი რომ გახდა მთაში
თუმცა ფაქტია ფოტოგრაფი თუა ასეთი ნათრევიც ისეთ რამეს დაინახავს და ისეთ რამეს გადაიღებს რასაც სხვა ვერ იზავდა, ვერ დაინახავდა. ფოტოშოპს ვერც მე ვერ ვიტან, მაგრამ ძალიან მძლავრი იარაღია ეგ და მაგის გამოყენებაშიც ვერ დაადანაშაულებ ვერავის.
აქ უფრო სხვა რამ არის. მე სხვანაირად დავსვამდი კითხვას, მთაში წასვლამდე იყო ის ფოტოგრაფი? მოგეხსენებათ ვისაც კამერა ხელში უკავია ყველა ფოტოგრაფი არაა, ყველა კიარა ძალიან ცოტაზე მე შემიძლა ეს ვთქვა. ჩემთვის ეს იმდენად დიდი რამ არის, რომ საკუთარ თავს ვერაფრით ვერ უწოდებ ფოტოგრაფს, თუმცა მთელი ცხოვრება კამერა მიკავია ხელში. მეორეს მხრივ ალპინისტებს რომლებიც სულაც არ არიან ფოტოგრაფი ისეთი კადრები ჩამოაქვთ მთიდან სული გეკვრება სილამაზისგან, თან ტექნიკურადაც ძალიან გამართული. რასთან გვაქ აქ საქმე? ყოველთვის ვიძახდი, ძალიან მომგებიანია მთის ფოტოების გამოფენის გაკეთება, გამოფენის კიარა თუნდაც აქ ბოკეზე ან ნებისმიერ ფოტოსაიტზე ნახეთ მთის ფოტოები ყოველთვის დიდი აღფრთოვანებას იწვევენ , მიზეზი ძალიან მარტივია, მთა მთაა და თავისთავად ლამაზია, მთა ძალიან ბევრისთვის მიუწვდომელია და ჩვეულებრივი სანახავი არასდროს არ იქნება, აქედან გამომდინარე რაც მიუწვდომელია და რაც თავისთავად ლამაზი უკვეა აღფრთოვანების მიზეზიცაა და გამომწვევიც. იმ გამოფენაც მიტო აღაფრთოვანა ხალხი და რახან მთის სიძნელეები ყველამ იცის ყველამაც აპატია ფოტოს!
თიკანაძეს ფოტოები ნახეთ ყველამ
გუჯაბიძეს რომ უთხრა ფოტოგრაფი ხარო მოკვდება სიცილით მარა აბა მისი ფოტოები ნახეთ თუ გაგეცინებათ.

ყველა შემთხვევაში მთაა თუ ბარი არანაირი მნიშვნელობა არააქ როდესაც ფოტოგრაფზეა საუბარი.
ფოტოგრაფი!!! რამდენია რო?
dave
ფოტოშოპი რა შუაში იყო ვაბშე...
ცოტა არ იყო და უცნაური თემაა.
Avtandil Mamulia
მე წამიყვანეტთ lol.gif
marianita
ფოტოგრაფია ერთია ჩემი აზრით და ალპინიზმი მეორე smile.gif მაშ მე რაღა ვქნა მე საცოდავმა, როცა არც ერთი მეხერხება და არც მეორე smile.gif ეგ სიტუაცია მაშინ იქნებოდა საზარელი, იმ ფოტოგრაფს ტრაბახი რომ დაეწყო - იცით რა მაგარი ვარ, სულ მარტომ დავიპყარი მწვრევალიო DDDD.gif
User-Nikala
ისე ფოტოგრაფი ბრჭყალებში რომ წერია მაგარი პრიკოლია DDDD.gif
Liza Niniashvili
Kamikadze,

QUOTE
ფოტოგრაფის საქმიანობა არაა არც მთაზე ცოცვა და არც რამე მსგავსი, მისი საქმიანობაა "click" და კარგი კადრი.


ნწუ !
elenikoooo
QUOTE(dave @ Jan 9 2009, 11:31)
ფოტოშოპი რა შუაში იყო ვაბშე...
ცოტა არ იყო და უცნაური თემაა.
*


ხოდა მეც მაგარ ვამბობ რომ უცნაურია ფოტოგრაფი და ფოტოშოპი ერთად
Kamikadze
QUOTE(elenikoooo @ Jan 11 2009, 20:20)
ხოდა მეც მაგარ ვამბობ რომ უცნაურია ფოტოგრაფი და ფოტოშოპი ერთად
*




ვერ დაგეთანხმები

ფოტოშოპი ციფრული არიანტია (რა თქმა უნდა ბევრი დანამატით) იმისა თუ რასაც ფოტოგრაფები ადრე ხელით აკეთებდნენ. ფოტოგრაფების 99% ხმარობს დღეს ფოტოშოპს
elenikoooo
მაგარიააა........
" მუსიკოსების" 99% -იც პლიუს ფონოგრამაში მღერის.

მე არ მჯერა ეგეთი ფოტოსი.....

ფოტო- სინათლე . გრაფოს- ხატვა.

მაშინ ფოტოშოპოს ერქმეოდა.


შებთანხმდეთ?
Kamikadze
elenikoooo,

ხელით გაგიმჟღავნებია და დაგიბეჭდავს ფოტო?
Nino Baidauri
მდა... ელენიკო, შედარება რომ აბსოლუტურად უადგილო და შეუსაბამოა თუ იცი...
აი იცი როგორაა? მოფრინავს ორი ნიანგი, ერთი მწვანე, ერთი მარცხნივ.
ფოტოშოპი პლუს ფონოგრამა კი არა, ინსტრუმენტია, რომელსაც ყველა ფოტოგრაფი (99% თუნდაც) იყენებს. და ხომ არ გგონია აქ ბოკელების 99%ზეა ლაპარაკი.
გააჩნია ფოტოშოპს როგორ იყენებ, როგორ ფლობ და რას აკეთებ შიგნით.
მუსიკოსების 99% საბედნიეროდ პლუს ფონოგრამაზე არ მღერის, სხვათა შორის. თუ ე.წ. ქართულ ესტრადას არ გულისხმობ wick.gif
User-Nikala
elenikoooo

საერთოდ იმაზე არ უნდა ილაპარაკო(მით უმეტეს არ უნდა იკამათო) რაზეც წარმოდგენა არ გაქვს. თუ არ იცი იკითხე და გეტყვიან.
Goderdzi Makharashvili
მაპატიეთ და ვინ სად რას დახატავს არ გკიდიათ?
თავად გადავიღოთ, დაუხატავად, ფოტოშოპის გარეშე და ის ვაჩვენოთ ხალხს
elenikoooo
ეეეეხხხხ.სამწუხაროდ რომ გეკითხებით ვერც თგვენგან "ფოტოგრაფებისგან" ვერ ვგებულობ პასუხს...ხოდა დახურეთ ეს თემა
Kamikadze
elenikoooo,


რაზე ვერ იღებ აბა პასუხს მითხარი DDDD.gif

ფოტოგრაფია მარტო კადრის გადაღება არაა, იგი ასევე გამჟღავნება და დაბეჩვდაა, ადრე თუ ფოტოგრაფს უცევდა ქიმიაში ამოსვრა რომ ფოტო გაემჟღავნებინა და შეესწორებინა ( კონტრასტი მოემატებინა, დაერბილებინა და ა.შ) ეხლა იგივეს ფოტოგრაფი ფოტოშოპის საშუალებით აკეთებს. ფოტოშოპი კი ხელით დამუშAვების ციფრული ვარიანტია და უფრო გამარტივებული.

აი მუსიკის მაგალითი მოიყვანე და იგივე სფეროდან მოგიყვან მაგალითს : რადგან მუსიკოსები ელექტრო გიტარებზე უკრავე ე.ი გიტარისტები არ არიან? ისევ აკუსტიკურ გიტარებზე უნდა ვუკრავდეთ ისევ? ხოდა ფოტოშოპიც იგივე ელექტრო გიტარაა მაგრამ ფოტოგრაიაშI
Kapo
elenikoooo გეთანხმები როდესაც ამბობ, რომ photoshop ის გამოყენება ცოტა ეჭვქვეშს აყენებს ფოტოგრაფის პროფესიონალიზმს, მაგრამ იმასაც ვერ უარვყოფ, რომ photoshop-ი და ფირის ხელით დამუშავება, დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა photoshop ის გამოყენებით შეგიძლია დახატო სურათი და დაარქვა ფოტო, ხალხი შეიძლება ვერც კი მიხვდეს რომ ის ფოტო არაა, ამას ფირზე ვერ გააკეთებ.

ჩემი აზრით, არ არსებობს ციფრული კამერა (თუ არსებობს ძალიან ძვირი ეღირება) რომელიც ისეთ სურათს გადაიღებს, რომელსაც დამუშავება არ დასჭირდება. ფირზე კი ამას ვერ იტყვი, ფირით ნამდვილად შეიძლება შედევრების გადაღება, აი მე, 30 ლარიანი Zenit-E-თი უფრო ხარისხიანი სურათები გადამიღია, ვიდრე 1200 ლარიანი D400 თ.

ზოგ საერთაშორისო მაღალი დონის კონკურსზე, ციფრი საერთოდ ვერ იღებს მონაწილეობას. და ჩემი აზრით, ფოტოგრაფი ისაა ვინც ფირით იღებს.

თუნდ თიკანაძის ფოტოები ავიღოთ, განა სხვები მასეთ კადრებს დღეს ვერ აფიქსირებენ? მაგრამ მისი ნამუშევრები გადაღებულია წმინდა პროფესიული აპარატურით (ფირით). დღეს ფირი აღარავის უნდა, მითუმეტეს შავ-თეთრი ფირი. ხოლო ციფრულ ფოტოგრაფიას დღეს ვერავინ ენდობა, რადგან Sony-ს 300 ლარიანი აპარატით გადაღებული კადრი Photoshop ით შეიძლება შედევრად აქციო.



ფირით გადაღება ძალიან ძვირი ჯდება+რთული ხელოვნებაა, ამიტომ ბევრმა "ფოტოგრაფმა"(მე მათ მხოლოდ მოყვარულთა დონეზე ვუყურებ) გადაწყვიტა მარტივი გზა აერჩია.
marianita
კაით რა smile.gif მეც ვიღებ ფირით, მაგრამ ფოტოგრაფი ვარ? smile.gif ნეტავ კი ვიყო smile.gif
Kapo
QUOTE(marianita @ Jan 17 2009, 20:40)
კაით რა smile.gif მეც ვიღებ ფირით, მაგრამ ფოტოგრაფი ვარ? smile.gif ნეტავ კი ვიყო smile.gif
*




მე არ მითქვამ, რომ ყველა ვინც ფირით იღებს ფოტოგრაფია-მეთქი.

შენ გინდა ფოტოგრაფობა, უბრალოდ მოინდომე wick.gif
elenikoooo
QUOTE(Kamikadze @ Jan 17 2009, 00:03)
elenikoooo,
რაზე ვერ იღებ აბა პასუხს მითხარი DDDD.gif

ფოტოგრაფია მარტო კადრის გადაღება არაა, იგი ასევე გამჟღავნება და დაბეჩვდაა, ადრე თუ ფოტოგრაფს უცევდა ქიმიაში ამოსვრა რომ ფოტო გაემჟღავნებინა და შეესწორებინა ( კონტრასტი მოემატებინა, დაერბილებინა და ა.შ) ეხლა იგივეს ფოტოგრაფი ფოტოშოპის საშუალებით აკეთებს. ფოტოშოპი კი ხელით დამუშAვების ციფრული ვარიანტია და უფრო გამარტივებული.

აი მუსიკის მაგალითი მოიყვანე და იგივე სფეროდან მოგიყვან მაგალითს : რადგან მუსიკოსები ელექტრო გიტარებზე უკრავე ე.ი გიტარისტები არ არიან? ისევ აკუსტიკურ გიტარებზე უნდა ვუკრავდეთ ისევ? ხოდა ფოტოშოპიც იგივე ელექტრო გიტარაა მაგრამ ფოტოგრაიაშI
*


არა გენაცუა... ელექტრო გიტარა არ არის კარგი მაგალითი.უნდა გეთქვა მაგარი ცოცხალი ბენდი და ერთი კუანა DJ.რომელიც მაგარი კუნტაა. ესეა პჰოტოსჰოპსჰი მომუშავე ფოტოგრაფიც.
მაშინ დავიდგამთ უშბის მწვერვალზე კანატკას და აღარ ვივლით ფეხით...


Added @ [mergetime]1232215509[/mergetime]
QUOTE(Kapo @ Jan 17 2009, 20:16)
elenikoooo გეთანხმები როდესაც ამბობ, რომ photoshop ის გამოყენება ცოტა ეჭვქვეშს აყენებს ფოტოგრაფის პროფესიონალიზმს, მაგრამ იმასაც ვერ უარვყოფ, რომ photoshop-ი და ფირის ხელით დამუშავება, დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა photoshop ის გამოყენებით შეგიძლია დახატო სურათი და დაარქვა ფოტო, ხალხი შეიძლება ვერც კი მიხვდეს რომ ის ფოტო არაა, ამას ფირზე ვერ გააკეთებ.

ჩემი აზრით, არ არსებობს ციფრული კამერა (თუ არსებობს ძალიან ძვირი ეღირება) რომელიც ისეთ სურათს გადაიღებს, რომელსაც დამუშავება არ დასჭირდება. ფირზე კი ამას ვერ იტყვი, ფირით ნამდვილად შეიძლება შედევრების გადაღება, აი მე, 30 ლარიანი Zenit-E-თი უფრო ხარისხიანი სურათები გადამიღია, ვიდრე 1200 ლარიანი D400 თ.

ზოგ საერთაშორისო მაღალი დონის კონკურსზე, ციფრი საერთოდ ვერ იღებს მონაწილეობას. და ჩემი აზრით, ფოტოგრაფი ისაა ვინც ფირით იღებს.

თუნდ თიკანაძის ფოტოები ავიღოთ, განა სხვები მასეთ კადრებს დღეს ვერ აფიქსირებენ? მაგრამ მისი ნამუშევრები გადაღებულია  წმინდა პროფესიული აპარატურით (ფირით). დღეს ფირი აღარავის უნდა, მითუმეტეს შავ-თეთრი ფირი. ხოლო ციფრულ ფოტოგრაფიას დღეს ვერავინ ენდობა, რადგან Sony-ს 300 ლარიანი აპარატით გადაღებული კადრი Photoshop ით შეიძლება შედევრად აქციო.
ფირით გადაღება ძალიან ძვირი ჯდება+რთული ხელოვნებაა, ამიტომ ბევრმა "ფოტოგრაფმა"(მე მათ მხოლოდ მოყვარულთა დონეზე ვუყურებ) გადაწყვიტა მარტივი გზა აერჩია.
*


გეთანხმები : ძირს ციფრული კამერები და "Star wars"... მამენტ მატრიცაც...გაიხაროლ ფელინიმ
User-Nikala
ეს არის უეჭველი რუსეთის აგენტი lol.gif ასეთი სასწაულები დიდი ხანია არ მომისმენია,ლეიბორისტი იქნება უეჭველი DDDD.gif
Nino Baidauri
ელენიკო, მართლა დარწმუნებული ხარ, რასაც ლაპარაკობ, მართლა ვერ იაზრებ, რასაც გეუბნებით, თუ უბრალოდ უკან დახევა აღარ გინდა?!..
User-Nikala
აქ მყოფთა 95% იყენებს ფოტოშოპს და შენი თქმით ყველანი კუანები ვართ DDDD.gif
Liza Niniashvili
QUOTE
გეთანხმები : ძირს ციფრული კამერები და "Star wars"... მამენტ მატრიცაც...გაიხაროლ ფელინიმ


არ მესმის რას ერჩი ციფრულ ფოტოგრაფიას ? ფოტოშოპს და ფონოგრამას :-)))

ვისაც როგორც უნდა და როგორც შეუძლია ისე ქმნის (იმღერებს, დახატავს თუ გადაიღებს რა აზრი აქ ?).

ადრე არქიტექტორები ხელით ხაზავდნენ... ახლა არხიკადი გამოიგონეს. გგონია დაკარგა არქიტექტურამ აზრი ? ტექნიკა მიდის წინ... მაშინ იცხოვრე გამოქვაბულში და ინადირე ციყვებზე.
dathuna
კამიკაძე გეთანხმები 100%ით
ფოტოშოპით მემგონი ლეველებს ყველა ასწორებს, კონტრასტს უწევს და ა შ. ეს სამარცხვინო თუ იყო არ მეგონა
Sopho Nadareishvili
elenikoooo,
ცოტა გადაგიხვევიათ თემიდან, მაგრამ მე ძირითად პასუხს დავუბრუნდები, თუმცა შენ ჩემი აზრით არასწორად გაქვს კითხვა დასმული და ამიტომ ვერ გაგიგესsmile.gif
ისეთი ფოტორგაფი რომელიც ფოტოს ფოტოშოპში ხატავს არც მე მიამჩნია ფოტოგრაფად. ეს სულ სხვა ხელოვნებაა და არა ფოტოგრაფია, თუმცა დღეს ფოტოგრაფია ფოტოშოპის გარეშე წარმოუდგენელია. სხვაობა იმაშია რომ ზოგი ფოტოშოპს ბოროტად იყენებს და ,,აფუჭებს" ფოტოს და ზოგი მას ზომიერად იყენებს და ისევე ამუშავებს ციფრულ ფოტოს ფოტოშოპში, როგორც დაამუშავებდა ფირს ლაბორატორიაში. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. ის რომ ფოტოშოპი ან ნებისმიერი სხვა პროგრამა ბევრის საშუალებას გაძლევს, არ ნიშნავს რომ ამით ბოროტად უნდა ისარგებლო.
მე არ მიმაჩნია ფოტოგრაფიად, როცა როგორც შენ დაწერევიღაც გადაიღებს ფოტოს, მერე დახატავს ფოტოშოპში ისე რომ იმ ადგილს ვერ იცნობ და გააკეთებს გამოფენას.ეს უკვე ცდება მხოლოდ ფოტოგრაფიას.ან შეიძლება ეწოდოს ფოტოგრაფიის ცაკლე მიმდინარეობა.ისე არის ასეთი მიმდინარეობა ფოტოფერწერა.დიდა არ არქვს ამას ჩვენთან ფეხი მოკიდებული, სულ რამდენიმ გამოფენა ვნახე მე.
მაგალითისათვის შედი GJ.-ს გალერაში http://www.boke.ge/user/GJ. აქ არის ფოტოფერწერის ძალიან ბევრი თვალსაჩინო მაგალითი. არამგონია იმ ფოტოგრაფს რომელიც თქვენ გახლდათ მთაში ესეთ დონეზე ქონოდა ფოტოენი გადამუშავებული. როგორც არ უნდა იყოს მე არ მომწონს და არ ვეთAნხმები როცა ფოტოშოპს ბოროტად იყენებენ, ზედმეტად ერევიან ფოტოში და ზედმეტად ამუშავებენ. თუმცა კიდევ ერთხელ დავწერ რომ ციფრული ფოტოგრაფია ვერ იარსებებს ფოტოშოპის გარეშე ისევე როგორც ფირი ლაბორატორიის გარეშე, ოღონდ ნორმის ფარგლებში.

პ.ს. ისე ერთელ ერთ ლაშქრობაში ჩვენს გვახლდა ერთი მეგობარი რომელმაც ძალიან გაგვაწვალა, ყველაფერს პირიქით აკეთებდა, ყველა ხიფათში ის ვარდებოდა, ძალიან შეგვანელა და დაგვაგვიანა, ნერვებზე რომ აღარაფერი ვთქვა, ასე რომ მომავალში სანამ ვინმეს წაიყვანთ ლაშქრობაში, მითუმეტეს მთაში, ჯერ კარგად გადაამოწმეთ რა შეუძლია DDDD.gif
Liza Niniashvili
QUOTE
ისეთი ფოტორგაფი რომელიც ფოტოს ფოტოშოპში ხატავს არც მე მიამჩნია ფოტოგრაფად. ეს სულ სხვა ხელოვნებაა და არა ფოტოგრაფია, თუმცა დღეს ფოტოგრაფია ფოტოშოპის გარეშე წარმოუდგენელია. სხვაობა იმაშია რომ ზოგი ფოტოშოპს ბოროტად იყენებს და ,,აფუჭებს" ფოტოს და ზოგი მას ზომიერად იყენებს და ისევე ამუშავებს ციფრულ ფოტოს ფოტოშოპში, როგორც დაამუშავებდა ფირს ლაბორატორიაში.


მეგობარი ერთი 5 წლის წინ ფოტოს ისე ამუშავებდა ლაბში (ხატავდა გამოსახულებაზე), სულ არ სჭირდებოდა ფოტოშოპი.

სტერეოტიპებზეა ლაპარაკი. შენ რა იცი როგორ ამუშავებდნენ ფოტოებს დიდი ფოტოგრაფები ?
dave
ხო რა
Kamikadze
QUOTE(elenikoooo @ Jan 17 2009, 22:03)
არა გენაცუა... ელექტრო გიტარა არ არის კარგი მაგალითი.უნდა გეთქვა მაგარი ცოცხალი ბენდი და ერთი კუანა DJ.რომელიც მაგარი კუნტაა. ესეა პჰოტოსჰოპსჰი მომუშავე ფოტოგრაფიც.
მაშინ დავიდგამთ უშბის მწვერვალზე კანატკას და აღარ ვივლით ფეხით...




ისევ აალპინიზმზე მედავები DDDD.gif კანატკას რომ დაიდგავთ აღარ იქნებით ალპინისტები თორე ფოტოგრაფია რა შუაშია? იტყვი მერე ყველა შეძლებს გადაღებასო, მე გეტყვი რო ვერ შეძლებს, თუგინდ იმიტომ რომ მთაწმიდიდანაც ვერ იღებს ყველა თბილისს, ასევე იქნება შენი უშბიდა გადაღებაც.

რაც შეეხება DJ-ს არც ეგაა კარგი შედარება. რადგან DJ-s საქმე არსებული მელოდიებიდან მუსიკის აწყობაა (არ ვლაპარაკობ ზე დიჯეებზე). ხოლო შენი ფოტოშოპის მოყვარული ფოტოგრაფი კი გარდა ფოტოშოპში "მუსიკის აწყობისა" მაქამდე ფოტოაპარატით დარბის და "მელოდიებს ქმნის".

და საერთოდ შენთვის ციფრული ფოტოგრაფია არ არის ფოტოგრაფია? თუ არის მაშინ რა ქნან ციფრული ფოტოგრაიაზე მომუშავეებმა?
Sopho Nadareishvili
QUOTE
მეგობარი ერთი 5 წლის წინ ფოტოს ისე ამუშავებდა ლაბში (ხატავდა გამოსახულებაზე), სულ არ სჭირდებოდა ფოტოშოპი.



გაიხარე, მანდ ვარ მეც smile.gif რატომღაც გონია ბევრს რომ ფირზე არანაერი დამუშავება არ ხდება ლაბორატორიაში და რასაც გადაიღებ იმას ბეჭდავ ყოველგვარი დამუშავების გარეშე. ზოგს კიდევ ჰგონია რომ ფირის დამუშავება შეიძლება ლაბში და ციფრა რომ ფოტოშოპში ისევე დაამუშაო არ შეიძლება და უკვე არ ითვლება ფოტოგრაფიად smile.gif

QUOTE
რომ მთაწმიდიდანაც ვერ იღებს ყველა თბილისს

ეგეც მართალია DDDD.gif
sali barret
ისე ამ ბოლო დროს საიტზე ცუდი ამბები ხდება. ისეთ კომენტარებს უწერენ ისეტ ფოტოებს რომ იმისი გადამღები მართლა იფიქრებს ვაა ფოტოგრაფი ვარო
ცოტა უნდა "უჯიკოთ" ერთმანეთს DDDD.gif
D_A_D_A
სალი ბარრეტ DDDD.gif DDDD.gif ეგ სხვა თემაა უკვე : )))))
elene88
-ვაშლი !!!
-მოიცაა !!!
Nikusha23
ვისაც კამერა აქვს, იცის ნიკო რომელ ფანჯარაშია, ზაზა რომელ ფუჯი ში , ვინც აწერს თავის ფოტოებს ბლა ბლა ბლა FOTOGRAPHY ს ყველა უკლებლივ ფოტოგრაფია, უკვე ფოტოშოფის ცოდნაც არ არის საკმარისი +

მარა ფოტოშოფშიც რამე თუ გაგეგება ეეე უკვე ამატურა ხარ და შეგიძლია ჩემსავით ჩუმჩუმად 0-0 წერო smile.gif
Avtandil Mamulia
sali barret +1 diax.gif
D_A_D_A
აი საიდან დაწყებულა თურმე photography DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
ავთანდილ მამულია მაგას ცალკე თემა უნდა ვაჰ! DDDD.gif
lado31
ელენიკო შენ აგწერე მაგ ადამიანის ფიზიკურიი შესაძლებლობები და რა შუაშია ფოტოგრაფიასთან ვერ გავიგე,
შეიძლება ვერ დაძვრება კლდეებზე კარგად , მარაა სურათებს იღებს ,
და რადგან მოწონს ეგ საქმე ესეიგი ფოტოხელოვანია , ანუ მოწონსს სინამდვილის მხატვრული აღქმაა და ხმარობს ფოტოაპარატსს და მეტი მხატვრულობისთვის არედაქტირებს ფოტოშოპშI, ესე ჯობია დავწერო თორეე ისსიტყვა ბევრს გააგიჟებს DDDD.gif , რამდენად გამოსდის ეგ საქმეე კიდე ცალკე თემაა ,
და ფოტოშოპს კიდე რას ერჩი ეგეც ვერ გავიგე
მშვენიერი ინსტრუმენტია სურათების დასამუშავებლად smile.gif
N i N i
მე ვიყიდი ახლა ვიოლინოს (რომელზე დაკვრაც არ ვიცი) და მევიოლინე მერქმევა ?

იგივეა ჩემთვის ეგ რა ...


lado31
თუ არ მოგწონს ვიოლინოო რატო იყიდი ?
ვინმე აქქ იძულებით იღებს ფოტოებს ? smile.gif))))
N i N i
lado31 სხვა აზრი დევს მანდ : )

კარგად დაFიქრდი და მიხვდები : ))))))

უიმე დედა DDDD.gif

მომწონს არ მომწონს ვაFშე რა შუაშია ნეტავ გამაგებინაა DDDD.gif DDDD.gif

ლოოლ DDDD.gif
lado31
სხვანაირად შენ გესმის მე რაც დავწერე მანამდე , ზედაპირულად გესმის ,
და აქედან გამომდინარე უკვეე უაზრობაა შენთან საუბარი wick.gif
შენნაირებისთვის დავწერე ფოტოხელოვნების განმარტება
მარა მაინც არ გესმით smile.gif

ანუ მე ის არ მითქვავსს რო ვისაც ფოტოაპარატი აქვს ყველა ფოტოხელოვანიაა ,
და განმარტებაც მივაწერეე ვინ მიმაჩნია ფოტოხელოვანად, და კონკრეტულადდ არავიზე მილაპარაკია . მეტი მეზარება წერა .
N i N i
lado31 არადა მე ვაFშე არ წამიკითხავს შენი ზედა კომენტარი DDDD.gif

და შენ გამომეხმაურე ვიოლინოზე მემგონი DDDD.gif

და მე რა მესმის და რა არ მესმის ეგ შენი გასარჩევი ნამდვილად არ არის DDDD.gif

რაღაც ძაან გაუგებრობაა DDDD.gif

ბაი ბაი DDDD.gif

სორრი Fორ ოFF DDDD.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.