ე.ი დავიწყოთ იმით რომ მიდიხარ მთაში.. და მოგყვება რაღა თქმა უნდა ხალხი. ნავარჯიშები. ათასგან ნასიარულები. მათ შორის "ფოტოგრაფი." შემდეგ მწვერვალებზე სიარულისას ხვდები რომ ფოტოგრაფს თუ ქვემოდან "ტალჩოკი"არ მისცეს, და ზემოდან თოკით არ აქაჩეს.ღამისთევა კედელზე ჩამოკიდებულს მოგიწევს.რადგან 4000 მეტრის სიმაღლეზე "ფოტოგრაფს" უჭირს სიარული. და ამ თრვა - თრევაში ისეთი კადრები გამაზა როოომმმ...მიმიქარავს ყველა ალპინისტური ფოტო. მაგრამ მწვერვალზე ატანილს ხელი მაინც ემორჩილება ( დაემორჩილება აბა რა.მაგის საცოცი ზემოდან თოკი უქაჩეს) და რაღაცას გააჩხაკუნებს. მერე ჩამოვა ბარში (თბილისში) ჩაუჯდება photoshop ს...თავის გემოზე მიხატ მოხატავს (მე ვერ მომატყუებს.. ნატურში ვნახე ის ფოტო,იქ მწვერვალზე) მოხატვის შემდეგ გამოფენას გააკეთებს და მოსული საზოგადოება.რომელიც აღფრთოვანებაში მოყავს ე.წ. "ფოტოგრაფის" მუშაობას, ლაპარაკს იწყებს რაღაც ახლადაღმოცენებულ სასწაულზე .---რომელიც თურმე ჩვენს რიგებში ყოფილა და ვერ ვამჩნევდით. და კიდევ კარგი რომ არსებობს მთა . სადაც მან ბოლომდე გამოავლინა თავის შესაძლებლობები.......
მოკლედ თავი რომ დავანებო ამხელა რიტორიკას გეკითხებით თქვენ "[SIZE=7][COLOR=yellow]მიგაჩნიათ ასეთი ადამიანი ფოტოგრაფად???"
elenikoooo, ცოტა გადაგიხვევიათ თემიდან, მაგრამ მე ძირითად პასუხს დავუბრუნდები, თუმცა შენ ჩემი აზრით არასწორად გაქვს კითხვა დასმული და ამიტომ ვერ გაგიგეს ისეთი ფოტორგაფი რომელიც ფოტოს ფოტოშოპში ხატავს არც მე მიამჩნია ფოტოგრაფად. ეს სულ სხვა ხელოვნებაა და არა ფოტოგრაფია, თუმცა დღეს ფოტოგრაფია ფოტოშოპის გარეშე წარმოუდგენელია. სხვაობა იმაშია რომ ზოგი ფოტოშოპს ბოროტად იყენებს და ,,აფუჭებს" ფოტოს და ზოგი მას ზომიერად იყენებს და ისევე ამუშავებს ციფრულ ფოტოს ფოტოშოპში, როგორც დაამუშავებდა ფირს ლაბორატორიაში. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. ის რომ ფოტოშოპი ან ნებისმიერი სხვა პროგრამა ბევრის საშუალებას გაძლევს, არ ნიშნავს რომ ამით ბოროტად უნდა ისარგებლო. მე არ მიმაჩნია ფოტოგრაფიად, როცა როგორც შენ დაწერევიღაც გადაიღებს ფოტოს, მერე დახატავს ფოტოშოპში ისე რომ იმ ადგილს ვერ იცნობ და გააკეთებს გამოფენას.ეს უკვე ცდება მხოლოდ ფოტოგრაფიას.ან შეიძლება ეწოდოს ფოტოგრაფიის ცაკლე მიმდინარეობა.ისე არის ასეთი მიმდინარეობა ფოტოფერწერა.დიდა არ არქვს ამას ჩვენთან ფეხი მოკიდებული, სულ რამდენიმ გამოფენა ვნახე მე. მაგალითისათვის შედი GJ.-ს გალერაში http://www.boke.ge/user/GJ. აქ არის ფოტოფერწერის ძალიან ბევრი თვალსაჩინო მაგალითი. არამგონია იმ ფოტოგრაფს რომელიც თქვენ გახლდათ მთაში ესეთ დონეზე ქონოდა ფოტოენი გადამუშავებული. როგორც არ უნდა იყოს მე არ მომწონს და არ ვეთAნხმები როცა ფოტოშოპს ბოროტად იყენებენ, ზედმეტად ერევიან ფოტოში და ზედმეტად ამუშავებენ. თუმცა კიდევ ერთხელ დავწერ რომ ციფრული ფოტოგრაფია ვერ იარსებებს ფოტოშოპის გარეშე ისევე როგორც ფირი ლაბორატორიის გარეშე, ოღონდ ნორმის ფარგლებში.
პ.ს. ისე ერთელ ერთ ლაშქრობაში ჩვენს გვახლდა ერთი მეგობარი რომელმაც ძალიან გაგვაწვალა, ყველაფერს პირიქით აკეთებდა, ყველა ხიფათში ის ვარდებოდა, ძალიან შეგვანელა და დაგვაგვიანა, ნერვებზე რომ აღარაფერი ვთქვა, ასე რომ მომავალში სანამ ვინმეს წაიყვანთ ლაშქრობაში, მითუმეტეს მთაში, ჯერ კარგად გადაამოწმეთ რა შეუძლია