ე.ი დავიწყოთ იმით რომ მიდიხარ მთაში.. და მოგყვება რაღა თქმა უნდა ხალხი. ნავარჯიშები. ათასგან ნასიარულები. მათ შორის "ფოტოგრაფი." შემდეგ მწვერვალებზე სიარულისას ხვდები რომ ფოტოგრაფს თუ ქვემოდან "ტალჩოკი"არ მისცეს, და ზემოდან თოკით არ აქაჩეს.ღამისთევა კედელზე ჩამოკიდებულს მოგიწევს.რადგან 4000 მეტრის სიმაღლეზე "ფოტოგრაფს" უჭირს სიარული. და ამ თრვა - თრევაში ისეთი კადრები გამაზა როოომმმ...მიმიქარავს ყველა ალპინისტური ფოტო. მაგრამ მწვერვალზე ატანილს ხელი მაინც ემორჩილება ( დაემორჩილება აბა რა.მაგის საცოცი ზემოდან თოკი უქაჩეს) და რაღაცას გააჩხაკუნებს. მერე ჩამოვა ბარში (თბილისში) ჩაუჯდება photoshop ს...თავის გემოზე მიხატ მოხატავს (მე ვერ მომატყუებს.. ნატურში ვნახე ის ფოტო,იქ მწვერვალზე) მოხატვის შემდეგ გამოფენას გააკეთებს და მოსული საზოგადოება.რომელიც აღფრთოვანებაში მოყავს ე.წ. "ფოტოგრაფის" მუშაობას, ლაპარაკს იწყებს რაღაც ახლადაღმოცენებულ სასწაულზე .---რომელიც თურმე ჩვენს რიგებში ყოფილა და ვერ ვამჩნევდით. და კიდევ კარგი რომ არსებობს მთა . სადაც მან ბოლომდე გამოავლინა თავის შესაძლებლობები.......
მოკლედ თავი რომ დავანებო ამხელა რიტორიკას გეკითხებით თქვენ "[SIZE=7][COLOR=yellow]მიგაჩნიათ ასეთი ადამიანი ფოტოგრაფად???"
elenikoooo გეთანხმები როდესაც ამბობ, რომ photoshop ის გამოყენება ცოტა ეჭვქვეშს აყენებს ფოტოგრაფის პროფესიონალიზმს, მაგრამ იმასაც ვერ უარვყოფ, რომ photoshop-ი და ფირის ხელით დამუშავება, დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა photoshop ის გამოყენებით შეგიძლია დახატო სურათი და დაარქვა ფოტო, ხალხი შეიძლება ვერც კი მიხვდეს რომ ის ფოტო არაა, ამას ფირზე ვერ გააკეთებ.
ჩემი აზრით, არ არსებობს ციფრული კამერა (თუ არსებობს ძალიან ძვირი ეღირება) რომელიც ისეთ სურათს გადაიღებს, რომელსაც დამუშავება არ დასჭირდება. ფირზე კი ამას ვერ იტყვი, ფირით ნამდვილად შეიძლება შედევრების გადაღება, აი მე, 30 ლარიანი Zenit-E-თი უფრო ხარისხიანი სურათები გადამიღია, ვიდრე 1200 ლარიანი D400 თ.
ზოგ საერთაშორისო მაღალი დონის კონკურსზე, ციფრი საერთოდ ვერ იღებს მონაწილეობას. და ჩემი აზრით, ფოტოგრაფი ისაა ვინც ფირით იღებს.
თუნდ თიკანაძის ფოტოები ავიღოთ, განა სხვები მასეთ კადრებს დღეს ვერ აფიქსირებენ? მაგრამ მისი ნამუშევრები გადაღებულია წმინდა პროფესიული აპარატურით (ფირით). დღეს ფირი აღარავის უნდა, მითუმეტეს შავ-თეთრი ფირი. ხოლო ციფრულ ფოტოგრაფიას დღეს ვერავინ ენდობა, რადგან Sony-ს 300 ლარიანი აპარატით გადაღებული კადრი Photoshop ით შეიძლება შედევრად აქციო.
ფირით გადაღება ძალიან ძვირი ჯდება+რთული ხელოვნებაა, ამიტომ ბევრმა "ფოტოგრაფმა"(მე მათ მხოლოდ მოყვარულთა დონეზე ვუყურებ) გადაწყვიტა მარტივი გზა აერჩია.