ესეიგი, დავფიქრდი, დააახლოებით გადავითვალე და მივხვდი რომ ბოკეზე საკმაოდ ახალგაზრდა მონდომებულ ვაჟსა და ქალიშვილს გაუცნიათ ერთურთი მაგრამ რომ გაუცნიათ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა და სასიყვარულო ისტორიაშიც გარდასახულა ასეთი ისტორიები კიდევ უამრავია, თუ არ მოყვებით მე მოგიყვებიი მოდით ჯერ მე დავიწყებ მოყოლას, ჰა აბა დავცქვიტეთ ყურები? პამპარამპამ და ერთ მშვენიერ ღამეს მწერს იუზერი ნიკით ნინი მამალაძე, როგორ ავტვირთოო ფოტო ბოკელების სურათებშიო, მეც რათქმაუნდა ძალიან ოფიციალურად გავანდე მას ფოტოს ატვითვის ინსტრუქცია, მაგრამ იმ ინსტრუქციის ბოლოს როგორც ბატონი გუჯა იტყვის ხოლმე "მამაძაღლობა" მივაწერე, რაზეც ის წამოეგო. შემდეგ ველოდე თუ როგორ ფოტოს ატვირთავდა ის ფორუმზე, ხოდა ჰოი საოცრებავ მან მართლაც ატვირთვა ფოტო შემდეგ ჰოიიიი უფრო დიდებულო სოცრებავ და იგი ნამდვილი ანგელოზი აღმოჩნდა შემდეგ ტრალალა ვსაუბრბდით დღე და ღამე, და ერთ მშვენიერ დღეს დილის 7 სააათზე დავიბარე სამხატვრო აკადემიასთან. ასე მახსოვს და ამაზე სულ მეცინება, ნინი ნუ გაშტერდები შენთვის ჯერ ეს არ მომიყოლიამპუა ესეიგი მე სამხატვროს პირდაპირ სკვერი როა მანდ ვიდექი, ხოლო მაას რატომღაც ეგონა რომ აუცილებლად ზუსტად სმხატვროს შესასვლელში ვიქნებოდი დარჭობილი ნუ მის წარმოდგენაში ასე იყო, იმიტომ რომ ის ამაზე ფიქრობდა დიდი ხანი და ამდენ ფიქრში გაეპარა ის რომ მე იქ არ ვიდგებოდი და ვიდგებოდი პირდაპირ ამ დროს ის ამოდის აღმართიდან კი არ ამოდის არამედ პატარა ბავშვივით ოღონდ ლამაზი ბავშვივით "მობლაცუნობს" ისწორებს კაბას რომელიც აწეული აქვს და აიძულებს აქეთ-იქით ძალიან სასაცილო მიხვრა მოხვრები გაააკეთოს, შემდეგ ჯიხურის მინაში იყურება და თავის შავ ბერეტს ისწორებს, ხოლო მე ამას ყველაფერს ძალიან მხიარული სიდინჯით ვაკვირდები. უცბად შევყვირე ნინითქო მთაწმინდის დილის სიჩემეში იგი ძალიან შევაშინე. ასე დაიწყო ეს დღე დანარჩენს ალბათ თქვენ თვითონაც ხვდებით... ვრცლად ისტორიას ერთხელ შემოგთავაზებთ ფოტო გაფორმებით....
ახლა კი შევუდგეთ დაწყვილებულთა სიის შედგენას, იქნებ რაიმე ივენთიც მოვწყოთ სპეციალურად ამ ნიშნით.
მეც მოვყვები ჩემს ისტორიას ნუ მართალია ბოკედან არ გაგვიცნია ერთმანეთი მაგრამ მერე რა ჰო? ე.ი. ეს ყველაფერი ასე დაიწყო... ერთ მშვენიერ დღეს გავიცანი დუცი, ანუ იგივე სოფიო გოხელაშვილი, რომელსაც ელვისებური სისწრაფით დავუმეგობრდი : )ჰო, გავიცანი ინტერნეტით ოღონდ, ჯერ ბოკეზე ვნახე და მერე ლიტერატურულ საიტზე და აღმოჩნდა რომ ჩვენი ძმები უახლოესი მეგობრები იყვნენ რამდენიმე ხნის შემდეგ, სოფომ სკაიპის კონFერენციაში ორი ადამიანი დაამატა : )კახა და კახას მეგობარი : ) ვილაპარეკეთ აქეთური იქეთური, მაშინ კახა ჯერ კიდევ კომაროვის ერთგული მოსწავლე იყო : ) და პირველი ფოტო გამომიგზავნეს, ორივე ძმაკაცი ერთად ქუჩაში ჭიქებით ხელში: )))მთლად მაგარი წარმოდგენაც ვერ შემექმნა : )))მერე რამდენიმე კვირა გავიდა და ისე მოხდა რომ ერთ-ერთი მათგანი ამოვშალე სკაიპიდან: )) ტარარარააამ...(დაძაბული მუსიკა) : )) მოკლედ კახას მეგობარი ამოვშალე და რატომღაც ეს ვაჟბატონი დავტოვე : )) ალაგ-ალაგ მშვიდობაში ვლაპარაკობდით ხოლმე,მაგრამ ისე მოხდა რომ ერთი წელი ურთიერთობა აღარ გვქონდა.. დადგა შემოდგომა და ბნ.კახა სკაიპში დავლანდე და სტატუსზე ეწერა რომ ჩააბარა თუ რაღაც ამდაგვარი : ) მეც მივულოცეეეე ისევ გავიხსენეთ ერთმანეთი და ამ დროს ჩემი ძმა შემოვიდა და უიო კახა კახიანს საიდან იცნობო? კარგ ფოტოებს იღებსო ეგო ბოკეზე დევს მაგისი სურათებიოო : ) ხოოდა ვნახე ფოტოები და მოვიხიბლეეეეეეეეეეე არაა ძააალიან მოვიხიბლე : ) დრო გადიოდა და ჩვენ ასე ვირტუალურ ურთიერთობას ვაგრძელებდით.. ერთ მშვენიერ დღეს იყო გამოფენა და კახაც მოვიდაააა : ) და დავინახე ერთი მორიდებული თმაქოჩორა (აფსუს, ახლა თმა სადღა აქვს ) ბიჭი და ვუიი მეთქი კახააა მე ძალიან გიჟურ ხასიათზე ვიყავი და ის ზედმეტად მშვიდ : ) ახლა როლები შევიცვალეთ : )) კიბეებზე იჯდა და ფოტო გადავუღე მაგრამ ყველაზე მაგარი ისაა, რომ კიბის ზემოთ გეგა იდგა ძააან გროზნი სახით და ცოტა არ იყოს შემეშინდა : ))) მერე მალევე წავიდნენ და ისეთი არაფერი არ ყოფილა, ამის შემდეგ იყო შობა.... ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დღე ჩემს ცხოვრებაში.. Added @ 6იანვარს ღამით მე, დუცი, დამჯდარი ელემენტი და კახა: )სულ დათოვლილი იყო და გზა სულ მოყინული.. ძალიან ლამაზი ღამე იყო.. პატარა მრევლი, სითბო, ღიმილი, მისი გალობა და დიდი სიხარული გულში.. იმ დღეს სულიერად ავმაღლდი დილის 4საათზე წამოვედით და მანქანა ვერ ვნახეთ რომ ტრასამდე ჩამოვსულიყავით, უფროსწორად კახამ ვერ ნახა, ჩვენ ფეხით გვინდოდა ჩამოსვლა და ასეც მოვიქეცით : ))
იიისეთი კარგი იყოო : ) დაახლოებით ერთი საათი სრიალ-სრიალით მოვდიოდით : ) შემდეგ კახამ ძალიათ ჩაგვსვა ტაქსიში და სახლში გაგვიშვა : )იმას ეგონა დავიღალეთ, არადა სულ არ მინდოდა ჯერ წავსლა : ( აიი მერეეე დაიწყო ჩემი მოუსვენრობააა : ))
კახა კახა კახა კახა კახა კახა სულ ეს მეკერა პირზე : )))
მერე ბევრი რამ მოხდა ამ დღის მერე... გრძნობებში გაურკვევლობა, გაბუტვა, სიცილი, ცოტა სევდაც დააა მერე მოხდაა რაც მოსახდენი იყოოო
კახა: მიყვარხარ.. ანა (გულში ბაგაბუგი ააააა ლამის ვიკივლო სიხარულით, რამაგარიააა ) და პასუხი : არ მჯერა კახა:
ასეე დაიწყო ჩვეეეენი დიიიდიი სიყვარულიიიი
მას შემდეგ ბეევრი სიხარულიიი, ცოოოტა სევდა,ომი ,ცრემლი მაგრამ მაიინც მაიინც ძააალიან მიყვარხარ კახაა!
იმედია ძალიან არ დავწვრილმანდი და თავი არ შეგაწყინეთ