ესეიგი, დავფიქრდი, დააახლოებით გადავითვალე და მივხვდი რომ ბოკეზე საკმაოდ ახალგაზრდა მონდომებულ ვაჟსა და ქალიშვილს გაუცნიათ ერთურთი მაგრამ რომ გაუცნიათ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა და სასიყვარულო ისტორიაშიც გარდასახულა ასეთი ისტორიები კიდევ უამრავია, თუ არ მოყვებით მე მოგიყვებიი მოდით ჯერ მე დავიწყებ მოყოლას, ჰა აბა დავცქვიტეთ ყურები? პამპარამპამ და ერთ მშვენიერ ღამეს მწერს იუზერი ნიკით ნინი მამალაძე, როგორ ავტვირთოო ფოტო ბოკელების სურათებშიო, მეც რათქმაუნდა ძალიან ოფიციალურად გავანდე მას ფოტოს ატვითვის ინსტრუქცია, მაგრამ იმ ინსტრუქციის ბოლოს როგორც ბატონი გუჯა იტყვის ხოლმე "მამაძაღლობა" მივაწერე, რაზეც ის წამოეგო. შემდეგ ველოდე თუ როგორ ფოტოს ატვირთავდა ის ფორუმზე, ხოდა ჰოი საოცრებავ მან მართლაც ატვირთვა ფოტო შემდეგ ჰოიიიი უფრო დიდებულო სოცრებავ და იგი ნამდვილი ანგელოზი აღმოჩნდა შემდეგ ტრალალა ვსაუბრბდით დღე და ღამე, და ერთ მშვენიერ დღეს დილის 7 სააათზე დავიბარე სამხატვრო აკადემიასთან. ასე მახსოვს და ამაზე სულ მეცინება, ნინი ნუ გაშტერდები შენთვის ჯერ ეს არ მომიყოლიამპუა ესეიგი მე სამხატვროს პირდაპირ სკვერი როა მანდ ვიდექი, ხოლო მაას რატომღაც ეგონა რომ აუცილებლად ზუსტად სმხატვროს შესასვლელში ვიქნებოდი დარჭობილი ნუ მის წარმოდგენაში ასე იყო, იმიტომ რომ ის ამაზე ფიქრობდა დიდი ხანი და ამდენ ფიქრში გაეპარა ის რომ მე იქ არ ვიდგებოდი და ვიდგებოდი პირდაპირ ამ დროს ის ამოდის აღმართიდან კი არ ამოდის არამედ პატარა ბავშვივით ოღონდ ლამაზი ბავშვივით "მობლაცუნობს" ისწორებს კაბას რომელიც აწეული აქვს და აიძულებს აქეთ-იქით ძალიან სასაცილო მიხვრა მოხვრები გაააკეთოს, შემდეგ ჯიხურის მინაში იყურება და თავის შავ ბერეტს ისწორებს, ხოლო მე ამას ყველაფერს ძალიან მხიარული სიდინჯით ვაკვირდები. უცბად შევყვირე ნინითქო მთაწმინდის დილის სიჩემეში იგი ძალიან შევაშინე. ასე დაიწყო ეს დღე დანარჩენს ალბათ თქვენ თვითონაც ხვდებით... ვრცლად ისტორიას ერთხელ შემოგთავაზებთ ფოტო გაფორმებით....
ახლა კი შევუდგეთ დაწყვილებულთა სიის შედგენას, იქნებ რაიმე ივენთიც მოვწყოთ სპეციალურად ამ ნიშნით.
ძირითადად მე ღამე შემოვდივარ და არც თუ ისე ხალხმრავალია ღამღამობით ბოკე... მიუხედავად იმისა რომ აქ სულ რაღაც 3 თვეა დავრეგისტრირდი უკვე გამომიმუშავდა გარკვეული ჩვევები... მაგალითად ყველა ონლაინ წევრის დათვალიერება თავიდან ბოლომდე... ამ ჩვევის წყალობით ვნახე ლევანის ფროფაილი... ფოტოების მერე დავათვალიერე გახსნილი თემები და მისი კომენტარები..... რამოდენიმე პოსტმა საკმაოდ დამაინტერესა, (არ დავკონკრეტდები ) მგონი ლევანის არცერთი პოსტი არ გამომიტოვებია წაუკითხავი რასაც ქვია შევისწავლე .... ამ დღეებში რომას (kamikadze) ვკითხე ხო არ იცი ლევან სიხარულიძე ვინაა თქო... ნუ პასუხმა გამაკვირვა, სასიამოვნოდ.... ძალიან ბევრი ვიფიქრე როგორ და საიდან დავკონტაქტებოდი, მაგრამ ნორმალური რახან ვერაფერი მოვიფიქრე გავჩერდი
მეორე თუ მესამე დღეს გადავწყვიტე ამეტვირთა ფოტო ბოკელების ფოტოებში... და რა თქმა უნდა ვერ ავტვირთე, რომაც არ იყო ონლაინი და ვიფიქრე ვინმეს ვკითხავ თქო, გადავხედე ონლაინ სიას და ლევან სიხარულიძე დავინახე, რა თქმა უნდა სხვა აღარც მიძებნია...
ეს იყო ჩვენი პირველი PM... მერე როგორ გაგრძელდა საუბარი აღარც მახსოვს... მაგრამ დღე და ღამე ვლაპარაკობდით...
პირველი შეხვედრა ლევანმა უკვე მოყვა მაგრამ მინდა დავამატო, აღმართზე რო ამოვუხვიე და აკადეიმიის წინ ცნობისმოყვარედ გავიხედე და არავინ დამხვდა ძალიან გავბრაზდი ვფიქრობდი უკან წავალ თქო, მაგრამ მერე დამიძახა ლევანმა და ხეს შევეჯახე ...
წავედით მთაწმინდაზე "გადასაღებად" (არცერთი კადრი არ გადამიღია)... ვაღიარებ რომ ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და ბედნიერი დღე იყო ჩემთვის... მიუხედავად იმისა რომ ფეხზე ფაქტიურად არ ვიდექი, გორაობით ჩამოვედი ქვევით ..
ამ დღის მერე მეორე შეხვედრა არ დაგვიგეგმავს...
რამდენიმე დღეში ჩემი მოყოლილი ზღაპრის მერე, ლევანმა საქმიანი წინადადება შემომთავაზა (ანიმაციის გადაღება)... მერე თქვენც მიხვდებით