ესეიგი, დავფიქრდი, დააახლოებით გადავითვალე და მივხვდი რომ ბოკეზე საკმაოდ ახალგაზრდა მონდომებულ ვაჟსა და ქალიშვილს გაუცნიათ ერთურთი მაგრამ რომ გაუცნიათ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა და სასიყვარულო ისტორიაშიც გარდასახულა ასეთი ისტორიები კიდევ უამრავია, თუ არ მოყვებით მე მოგიყვებიი მოდით ჯერ მე დავიწყებ მოყოლას, ჰა აბა დავცქვიტეთ ყურები? პამპარამპამ და ერთ მშვენიერ ღამეს მწერს იუზერი ნიკით ნინი მამალაძე, როგორ ავტვირთოო ფოტო ბოკელების სურათებშიო, მეც რათქმაუნდა ძალიან ოფიციალურად გავანდე მას ფოტოს ატვითვის ინსტრუქცია, მაგრამ იმ ინსტრუქციის ბოლოს როგორც ბატონი გუჯა იტყვის ხოლმე "მამაძაღლობა" მივაწერე, რაზეც ის წამოეგო. შემდეგ ველოდე თუ როგორ ფოტოს ატვირთავდა ის ფორუმზე, ხოდა ჰოი საოცრებავ მან მართლაც ატვირთვა ფოტო შემდეგ ჰოიიიი უფრო დიდებულო სოცრებავ და იგი ნამდვილი ანგელოზი აღმოჩნდა შემდეგ ტრალალა ვსაუბრბდით დღე და ღამე, და ერთ მშვენიერ დღეს დილის 7 სააათზე დავიბარე სამხატვრო აკადემიასთან. ასე მახსოვს და ამაზე სულ მეცინება, ნინი ნუ გაშტერდები შენთვის ჯერ ეს არ მომიყოლიამპუა ესეიგი მე სამხატვროს პირდაპირ სკვერი როა მანდ ვიდექი, ხოლო მაას რატომღაც ეგონა რომ აუცილებლად ზუსტად სმხატვროს შესასვლელში ვიქნებოდი დარჭობილი ნუ მის წარმოდგენაში ასე იყო, იმიტომ რომ ის ამაზე ფიქრობდა დიდი ხანი და ამდენ ფიქრში გაეპარა ის რომ მე იქ არ ვიდგებოდი და ვიდგებოდი პირდაპირ ამ დროს ის ამოდის აღმართიდან კი არ ამოდის არამედ პატარა ბავშვივით ოღონდ ლამაზი ბავშვივით "მობლაცუნობს" ისწორებს კაბას რომელიც აწეული აქვს და აიძულებს აქეთ-იქით ძალიან სასაცილო მიხვრა მოხვრები გაააკეთოს, შემდეგ ჯიხურის მინაში იყურება და თავის შავ ბერეტს ისწორებს, ხოლო მე ამას ყველაფერს ძალიან მხიარული სიდინჯით ვაკვირდები. უცბად შევყვირე ნინითქო მთაწმინდის დილის სიჩემეში იგი ძალიან შევაშინე. ასე დაიწყო ეს დღე დანარჩენს ალბათ თქვენ თვითონაც ხვდებით... ვრცლად ისტორიას ერთხელ შემოგთავაზებთ ფოტო გაფორმებით....
ახლა კი შევუდგეთ დაწყვილებულთა სიის შედგენას, იქნებ რაიმე ივენთიც მოვწყოთ სპეციალურად ამ ნიშნით.
როგორო ვუჟუჟუნებდით ერთმანეთს თვალებს გაჩერებაზე მე და რიმანელი
ნუ ეგ რომ არ დავწერო არ შეიძLება ნიჭი კი არ მაქვს წერის, მაგრამ შენ დაამატე მერე :P
ნუ მოკლედ ერთი ჩვეულებრივი დღე იყო... (ნიუ რა პაპსავიკი დაწყებაა)) ხოოოდა.. ვდგავარ დიდი დიღმის, მესამე მიკრო რაიონის, პირველ გაჩერებაზე და ველოდები 14 ნომერ ავტობუსს... ხოოოდა... უცებ დავინახე ვიღაც გოგო-ნა... წითელი პომადით, მე რომ მინდოდა ისეთი პრიჩოსკით, წითელი მაიკით, რაღაც თხელი ნაჭრის კაბით და ყავისფერი ესპადრელებით. ნუ ისე მომეწონა რომ.. აი გავგიჟდი, გადავირიე, დავეცი, ვეღარ ავდექი... თან ვფიქრობ რატომ არ მაქვს ეხლა თან აპარატი ხომ გადავუღებდი მეთქი... ხოოო და ვუყურებ - მიყურებს.. ვუყურებ - მიყურებს... მერე ერთი ისეთი შემომხედა გამიტყდა და გაწითლებულმა ჩემს ფეხსაცმელებს დავუწყე ყურება... ამასობაში მოვიდა ჩემი 14 ნომერი ავტობუსი და ჰოოოოი საოცრებავ! ისაც ამ ავტობუსს ელოდებოდა თურმე... მთელი გზა ვფიქრობდი, ეს გოგო სადმე ფორუმზე რომ მენახა ხომ გავუგზავნიდი Pმ-ს, რატომ არ შეიძლება რომ ეხლა გადავჯდე და გავიცნო მეთქი.. თან დარწმუნებული ვიყავი ამას არ გავაკეთებდი... რამდენიიმე დღეში ჩემს სკოლასთან დავინახე... ისევ წითელი პომადით, წითელი კაბით და მკვლელი გამოხედვით... ასე გრძელდებოდა.. მხვდებოდა, მომწონდა, ვუყურებდი.. მერიდებოდა.. მაიცნ ვუყურებდი.. გავიდა ცოტა ხანი და ისევ ერთ ჩვეულებრივ დღეს ბოკეზე ფოტოებს ვათვალიერებდი. ერთ გალერეაში შევედი... ფოტოები მომეწონა და ძალიან მომინდა მათი ავტორი მეხილა.. თან დარწმუნებული ვიყავი რომ პროფილში ბიჭის ფოტო დამხვდებოდა... ფოტო არ ჰქონდა... რამდენიმე დღეში ისევ შევედი და ეს ბიჭუნა გაჩერებაზე ამდენჯერ ნანახი, წითელ პომადიანი გოგონა აღმოჩნდა... რეაქცია მქონდა შOK! რაღაც დაბნეული PM მივწერე... შენ ხომ ის ხარ... გაჩერებაზე.. მესამეში.. ასიმეტრიული კარე... წითელი პომადა.. ჰაი.. ჰუი.. მერე იაჰუ.. მერე სკაიპი... და ბლა ბლა ბლა... აი ასე გავიცანი ჩიემი შეჩემა... ბოკე რომ არა ეხლაც გაჩერებებზე ვუყურებდი გაშტერებული სახით... მარა ფოტო მაინც ვერ გადავუღე