ესეიგი, დავფიქრდი, დააახლოებით გადავითვალე და მივხვდი რომ ბოკეზე საკმაოდ ახალგაზრდა მონდომებულ ვაჟსა და ქალიშვილს გაუცნიათ ერთურთი მაგრამ რომ გაუცნიათ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა და სასიყვარულო ისტორიაშიც გარდასახულა ასეთი ისტორიები კიდევ უამრავია, თუ არ მოყვებით მე მოგიყვებიი მოდით ჯერ მე დავიწყებ მოყოლას, ჰა აბა დავცქვიტეთ ყურები? პამპარამპამ და ერთ მშვენიერ ღამეს მწერს იუზერი ნიკით ნინი მამალაძე, როგორ ავტვირთოო ფოტო ბოკელების სურათებშიო, მეც რათქმაუნდა ძალიან ოფიციალურად გავანდე მას ფოტოს ატვითვის ინსტრუქცია, მაგრამ იმ ინსტრუქციის ბოლოს როგორც ბატონი გუჯა იტყვის ხოლმე "მამაძაღლობა" მივაწერე, რაზეც ის წამოეგო. შემდეგ ველოდე თუ როგორ ფოტოს ატვირთავდა ის ფორუმზე, ხოდა ჰოი საოცრებავ მან მართლაც ატვირთვა ფოტო შემდეგ ჰოიიიი უფრო დიდებულო სოცრებავ და იგი ნამდვილი ანგელოზი აღმოჩნდა შემდეგ ტრალალა ვსაუბრბდით დღე და ღამე, და ერთ მშვენიერ დღეს დილის 7 სააათზე დავიბარე სამხატვრო აკადემიასთან. ასე მახსოვს და ამაზე სულ მეცინება, ნინი ნუ გაშტერდები შენთვის ჯერ ეს არ მომიყოლიამპუა ესეიგი მე სამხატვროს პირდაპირ სკვერი როა მანდ ვიდექი, ხოლო მაას რატომღაც ეგონა რომ აუცილებლად ზუსტად სმხატვროს შესასვლელში ვიქნებოდი დარჭობილი ნუ მის წარმოდგენაში ასე იყო, იმიტომ რომ ის ამაზე ფიქრობდა დიდი ხანი და ამდენ ფიქრში გაეპარა ის რომ მე იქ არ ვიდგებოდი და ვიდგებოდი პირდაპირ ამ დროს ის ამოდის აღმართიდან კი არ ამოდის არამედ პატარა ბავშვივით ოღონდ ლამაზი ბავშვივით "მობლაცუნობს" ისწორებს კაბას რომელიც აწეული აქვს და აიძულებს აქეთ-იქით ძალიან სასაცილო მიხვრა მოხვრები გაააკეთოს, შემდეგ ჯიხურის მინაში იყურება და თავის შავ ბერეტს ისწორებს, ხოლო მე ამას ყველაფერს ძალიან მხიარული სიდინჯით ვაკვირდები. უცბად შევყვირე ნინითქო მთაწმინდის დილის სიჩემეში იგი ძალიან შევაშინე. ასე დაიწყო ეს დღე დანარჩენს ალბათ თქვენ თვითონაც ხვდებით... ვრცლად ისტორიას ერთხელ შემოგთავაზებთ ფოტო გაფორმებით....
ახლა კი შევუდგეთ დაწყვილებულთა სიის შედგენას, იქნებ რაიმე ივენთიც მოვწყოთ სპეციალურად ამ ნიშნით.
დინ, შეცდომები რომ გავასწორო, თავიდან უნდა მოვყვე ანა, რაც არ გამომიშიგნია ეგ ისტორია, არაფერი მომილამაზებია, დამიჯერე, პირიქით ჰოდა ახლა მე რომ მაგისი თავიდან მომყოლი არა ვარ და თქვენ წამკითხავები, ფაქტია. იმას მოვყვები, სასაცილო ეპიზოდი იყო-მეთქი და რომ გამოვტოვე, მარტო ჩემია-თქო.
დად, ახლა ნახე პრაუდ ოF მი
რომ გავიყინეთ და ბიბლიოთეკის კიბეებზე რომ გადავსხედით, ეგ ეპიზოდია. ჰოოოდა მე ჩემი წითელი პომადით ვარ. რა თქმა უნდა არ მოსწონს და მეუბნება, რომ არ მიხდება, მაგრამ მე ამისი ახლაც არ მჯერა მოკლედ, ნატურალურობისა და ბუნებრივობის მოყვარულია, რაღა ჰოოდა... უნდა მოგაშოროო. არადა ეს პომადა "ქიმიურია" თუ რაღაც ასეთი, აი ძნელად რომ შორდება, ის. მეც ვზივარ ტუჩებმოკუმული და პომადაც ძნელად მშორდება ის კიდევ ბრაზობს. ამასობაში თვითონ აუვარდისფრდა ტუჩები. ჰოდა გამეცალა მეც მალე. ახლა უკვე კმაყოფილი ზის და მეუბნება, რომ ასე ბევრად ჯობს. მაგრამ არა, ახლა მეც გამიტკბა... ჰოდა... აჰმ... მოდი ახლა შენ წაგისმევ და მე მოგაშორებ-მეთქი. ხმამაღლა ნუ იცინით ხელი მეშლება. მმმ... გგონიათ გააპროტესტა? არა. იმიტომ, რომ იმასაც გაუტკბა. ხოდა წავუსვი... და ის იყო უნდა მომეშორებინა და პატრულიც დაგვადგა ბავშვებო, კიბეებზე ნუ ზიხართ, გაცივდებით და შვილები აღარ გეყოლებათო. ჩვენ ტუჩებს ვმალავთ, პატრული კი ლაპარაკობს. რომ არაფერს ვაშავებთ, მაგრამ არ შეიძლება, თან კიდევ გავცივდებით. ტუჩებზე ხელაფარებულები ვიცავთ ჩვენს უფლებებს, მაგრამ მხოლოდ იმას ვაღწევთ, რომ მზრუნველი ტონით გვეუბნებიან, სანამ ჩამოვივლით, აქ აღარ იყოთო. პატრული წავიდა. ოღონდ დროებით. შევხედე და ვხვდები, რომ ბევრი წავუსვი და ამის მოშლას პატრულის დაბრუნებამდე ვერ მოვასწრებ. ჰოდა მისი პროტესტის მიუხედავად საქმეს ვიადვილებ და სელპაკით ვაშორებ ზედა ფენას. დარჩენილს ისეთი მეთოდით, მას რომ უნდა, და მეც რომ მომეწონა წინა ჯერზე. ჰოდა, მოვაშორე, მაგრამ მაინც ნამეტანი ვარდისფერი აქვს ტუჩები. თუმცა, არ ვეუბნები. ამის ნაცვლად ვარწმუნებ, რომ პომადის კვალიც აღარ აქვს. სახლში რომ მივედით და სკაიპში შევედით, სანამ სასიკვდილოთ ვიჩხუბებდით, საზიზღარო, მაშ პომადა აღარ მისვია არაო?! პირველი სიტყვები ეს მომწერა : )))