ესეიგი, დავფიქრდი, დააახლოებით გადავითვალე და მივხვდი რომ ბოკეზე საკმაოდ ახალგაზრდა მონდომებულ ვაჟსა და ქალიშვილს გაუცნიათ ერთურთი მაგრამ რომ გაუცნიათ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა და სასიყვარულო ისტორიაშიც გარდასახულა ასეთი ისტორიები კიდევ უამრავია, თუ არ მოყვებით მე მოგიყვებიი მოდით ჯერ მე დავიწყებ მოყოლას, ჰა აბა დავცქვიტეთ ყურები? პამპარამპამ და ერთ მშვენიერ ღამეს მწერს იუზერი ნიკით ნინი მამალაძე, როგორ ავტვირთოო ფოტო ბოკელების სურათებშიო, მეც რათქმაუნდა ძალიან ოფიციალურად გავანდე მას ფოტოს ატვითვის ინსტრუქცია, მაგრამ იმ ინსტრუქციის ბოლოს როგორც ბატონი გუჯა იტყვის ხოლმე "მამაძაღლობა" მივაწერე, რაზეც ის წამოეგო. შემდეგ ველოდე თუ როგორ ფოტოს ატვირთავდა ის ფორუმზე, ხოდა ჰოი საოცრებავ მან მართლაც ატვირთვა ფოტო შემდეგ ჰოიიიი უფრო დიდებულო სოცრებავ და იგი ნამდვილი ანგელოზი აღმოჩნდა შემდეგ ტრალალა ვსაუბრბდით დღე და ღამე, და ერთ მშვენიერ დღეს დილის 7 სააათზე დავიბარე სამხატვრო აკადემიასთან. ასე მახსოვს და ამაზე სულ მეცინება, ნინი ნუ გაშტერდები შენთვის ჯერ ეს არ მომიყოლიამპუა ესეიგი მე სამხატვროს პირდაპირ სკვერი როა მანდ ვიდექი, ხოლო მაას რატომღაც ეგონა რომ აუცილებლად ზუსტად სმხატვროს შესასვლელში ვიქნებოდი დარჭობილი ნუ მის წარმოდგენაში ასე იყო, იმიტომ რომ ის ამაზე ფიქრობდა დიდი ხანი და ამდენ ფიქრში გაეპარა ის რომ მე იქ არ ვიდგებოდი და ვიდგებოდი პირდაპირ ამ დროს ის ამოდის აღმართიდან კი არ ამოდის არამედ პატარა ბავშვივით ოღონდ ლამაზი ბავშვივით "მობლაცუნობს" ისწორებს კაბას რომელიც აწეული აქვს და აიძულებს აქეთ-იქით ძალიან სასაცილო მიხვრა მოხვრები გაააკეთოს, შემდეგ ჯიხურის მინაში იყურება და თავის შავ ბერეტს ისწორებს, ხოლო მე ამას ყველაფერს ძალიან მხიარული სიდინჯით ვაკვირდები. უცბად შევყვირე ნინითქო მთაწმინდის დილის სიჩემეში იგი ძალიან შევაშინე. ასე დაიწყო ეს დღე დანარჩენს ალბათ თქვენ თვითონაც ხვდებით... ვრცლად ისტორიას ერთხელ შემოგთავაზებთ ფოტო გაფორმებით....
ახლა კი შევუდგეთ დაწყვილებულთა სიის შედგენას, იქნებ რაიმე ივენთიც მოვწყოთ სპეციალურად ამ ნიშნით.
ისტორია ნომერი 2. დილას პახმელიაზე ტელეფონის ზარი მაღვიძებს: "ბიჭო ვალერ, ჩვენთან თეთრი მგელი იპოვეს და მთელი სართიჭალა დასდევს მოსაკლავად, ამბობენ ავა ადამიანებს ერჩისო." და გამითიშა. საშინელ ხასიათზე ავდექი, მაცივარში შენახული მქონდა ფანტა ლიმნის, გამოვაღე ა ერთი ყლუპი იყ დარჩენილი დავლიე მერე შევედი ჩემს ბიბლიოთეკაში, ენციკლოპედიაში ტელეფონის გამომგონებელი ამოვიკითხე და ერთი გვარიანად შევუკურთხე. ავიღე ჩემი სანადირო თოფი, მონ კავშირის წევრობის ბარათი და გავედი სადარბაზოში. სადარბაზოს აივნდან გადავიხედე და თვალთ დამიბნელდა, ჩემი მანქანა ადგილზე არ დგას. მოპარვით არავინ მოიპარავდა, ვის რაში სჭირდებოდა, მაგრამ საინტერესო ის იყო სად დავტოვე წინა დღის მთვრალმა მანქანა. ავიღე ტელეფონი და ძმაკაცის ნომერი ავკრიფე, მაგრამ უცბად გავთიშე რადგან გამახსენდა, რომ გრიბოედოვის ძეგლთან მქონდა დატოვებული. გავედი ძეგლთან, ჩავდე თოფი საბარგულში და დავიძარი. თან იმაზე ვფიქრობდი, რატომ მეპატიჟებოდა უცნობი სართიჭალაში და რატომ დამიძახა ვარლამი, როცა ყველა ვაკოს მეძახის და უცბათ დავუშვი, რომ შეიძლება ის კაცი სხვაგან მოხვედრილიყო, მაგრამ ასეთი დამთხვევაც გამოვრიცხე. უკვე რუსთავის გზატკეცილზე ვიყავი, როცა ვაჟბატონა ხელმეორედ დამირეკა: "ვარლამ! ბოდიში რა ჩემი ძმა, მაგრამ ეს მგელი ალიკიჩის ძაღლი აგმოჩნდა და ბოდიში რა ტყვილა შეგაწუხე" "არაუშავს, მე მაინც ვერ ვახერხებდი გამოსვლას" "არა ისე გამო თუ გინდა, პატარა სუფრაა გაშლილი" "არა არა მადლობთ" "მოიცა რომელი ვარლამი ხარ კაცო შენ" არ ვიცოდი რა მეპასუხა გავუთიშე და ტელეფონიც გამოვრთე, რომ აღარავის არ დაერეკა, ერთი კარგად შევიგინე, მანქანა ტრასაზევე წესის დარღვევით მოვაბრინე და თბილისიკენ წამოვედი. გზიდან დავინახე გადაღების კრანი იყო გაშლილი და ზედ არიფლექს 3 იყო დადგმული, ჯერ გამიკვირდა ფირზე, რომ ფილმს იღებდნენ, მერე გადავუხვიე გზიდან და ჩუმად მივეპარე გადამღებ კოლექტივს. ვერავინ ვიცანი, ვდგავარ და ვუყურებ, რომელიღაც ახალგაზრდა რეჟისორი მშვიდობით იარაღოს იღებდა და უცბათ ნაცნობი ხმა გავიგე, რომელმაც ნაცნობი სახელი დაიძახა კითხვით ფორმაში და მივხვდი, რომ ვიღაცა მე მეძახდა, მაგრამ არ იყო დარწმუნებული, რომ მე ვიყავი. -ვაკო?! გავიხედე და თეო იყო, ჩემი მხატვარი, ჩემი პატარა მხატვარი, რომელიც ძალიან მიყვარს. _თეო! _ვაკო. _ახლა ასე უნა ვიძახოთ ვაკო, თეო, ვაკო, თეო . . . როგორ ხარ? და ერთმანეთს ჩავეხუტეთ, არაადამიანურად, არც მე დავინდე არც იმან დამინდო, მერე ცოტა ავტირდით, ცოტა ნოსტალგიაც ვიგრძენით და ავლაპარაკდით. მაგრამ თურმე ამხელა განშორებას არაფერი შეეცვალა და ჩვენი ლაპარაკი ისევ ჩხუბით დამთავრდა. "მე რა შუაში ვარ", "მოიცა მე მაბრალებ ყველაფერს?", "შენ ეხლა რას ცდილობ დაადგინო ვისი ბრალი იყო?","ვინ არი?", "რა შენი საქმეა", "ნუ მიყვირი", "მე არ გიყვირი შენ მიყვირი" და ა.შ. მოკლედ ანერვიულებული ჩავჯექი მანქანში და წამოვედი თბილისში, ისევ ძმაკაცთან მივედი და ისევ დავთვერი . . .