ესეიგი, დავფიქრდი, დააახლოებით გადავითვალე და მივხვდი რომ ბოკეზე საკმაოდ ახალგაზრდა მონდომებულ ვაჟსა და ქალიშვილს გაუცნიათ ერთურთი მაგრამ რომ გაუცნიათ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა და სასიყვარულო ისტორიაშიც გარდასახულა ასეთი ისტორიები კიდევ უამრავია, თუ არ მოყვებით მე მოგიყვებიი მოდით ჯერ მე დავიწყებ მოყოლას, ჰა აბა დავცქვიტეთ ყურები? პამპარამპამ და ერთ მშვენიერ ღამეს მწერს იუზერი ნიკით ნინი მამალაძე, როგორ ავტვირთოო ფოტო ბოკელების სურათებშიო, მეც რათქმაუნდა ძალიან ოფიციალურად გავანდე მას ფოტოს ატვითვის ინსტრუქცია, მაგრამ იმ ინსტრუქციის ბოლოს როგორც ბატონი გუჯა იტყვის ხოლმე "მამაძაღლობა" მივაწერე, რაზეც ის წამოეგო. შემდეგ ველოდე თუ როგორ ფოტოს ატვირთავდა ის ფორუმზე, ხოდა ჰოი საოცრებავ მან მართლაც ატვირთვა ფოტო შემდეგ ჰოიიიი უფრო დიდებულო სოცრებავ და იგი ნამდვილი ანგელოზი აღმოჩნდა შემდეგ ტრალალა ვსაუბრბდით დღე და ღამე, და ერთ მშვენიერ დღეს დილის 7 სააათზე დავიბარე სამხატვრო აკადემიასთან. ასე მახსოვს და ამაზე სულ მეცინება, ნინი ნუ გაშტერდები შენთვის ჯერ ეს არ მომიყოლიამპუა ესეიგი მე სამხატვროს პირდაპირ სკვერი როა მანდ ვიდექი, ხოლო მაას რატომღაც ეგონა რომ აუცილებლად ზუსტად სმხატვროს შესასვლელში ვიქნებოდი დარჭობილი ნუ მის წარმოდგენაში ასე იყო, იმიტომ რომ ის ამაზე ფიქრობდა დიდი ხანი და ამდენ ფიქრში გაეპარა ის რომ მე იქ არ ვიდგებოდი და ვიდგებოდი პირდაპირ ამ დროს ის ამოდის აღმართიდან კი არ ამოდის არამედ პატარა ბავშვივით ოღონდ ლამაზი ბავშვივით "მობლაცუნობს" ისწორებს კაბას რომელიც აწეული აქვს და აიძულებს აქეთ-იქით ძალიან სასაცილო მიხვრა მოხვრები გაააკეთოს, შემდეგ ჯიხურის მინაში იყურება და თავის შავ ბერეტს ისწორებს, ხოლო მე ამას ყველაფერს ძალიან მხიარული სიდინჯით ვაკვირდები. უცბად შევყვირე ნინითქო მთაწმინდის დილის სიჩემეში იგი ძალიან შევაშინე. ასე დაიწყო ეს დღე დანარჩენს ალბათ თქვენ თვითონაც ხვდებით... ვრცლად ისტორიას ერთხელ შემოგთავაზებთ ფოტო გაფორმებით....
ახლა კი შევუდგეთ დაწყვილებულთა სიის შედგენას, იქნებ რაიმე ივენთიც მოვწყოთ სპეციალურად ამ ნიშნით.
გუშინ, ჩემს პოსტს რომ ვწერდი (მაინც რომ გადავწყვიტე, დამეწერა), სანამ მოვყვებოდი, თავი ვიმართლე, რომ ხვალ ამ დილით ამის რომ წავიკითხავ, შემრცხვება-მეთქი, ბევრი არც არაფერი მომიყოლია, მთელს პოსტში აქა-იქ თვით-ირონია გავურიე. თვით-ირონიაში ცუდი არაფერია თავისთავად და ხშირადაც მჩვევია, მაგრამ ამ შემთხვევაში მოტივი სხვა იყო. მოტივი ის იყო, რომ მერიდებოდა გრძნობებზე ლაპარაკი, სენტიმენტების გამოხატვა, რატომ? ჯანდაბა და დოზანა და იმიტომ. ასე გვჩვევია, ასე მჩვევია... მორგებული ცინიკოსისა და სკეპტიკოსის ნიღაბი. ყველაზე წარმატებული. წარმატებული იმიტომ, რომ დამაჯერებელი. დამაჯერებელი იმიტომ, რომ გეჩვენება, მეტი გზა არ გაქვს, გეჩვენება, რომ ასე ყველაზე დაცული იქნები. გეგა, ვაკერმან ნეკერმან საკერმან, მე მართლა შემრცხვა დღეს, ოღონდ სხვა რამის გამო, თავს რომ ვიმართლებდი და სარკაზმით ვინიღბებოდი, მაგიტომ : )