ესეიგი, დავფიქრდი, დააახლოებით გადავითვალე და მივხვდი რომ ბოკეზე საკმაოდ ახალგაზრდა მონდომებულ ვაჟსა და ქალიშვილს გაუცნიათ ერთურთი მაგრამ რომ გაუცნიათ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა და სასიყვარულო ისტორიაშიც გარდასახულა ასეთი ისტორიები კიდევ უამრავია, თუ არ მოყვებით მე მოგიყვებიი მოდით ჯერ მე დავიწყებ მოყოლას, ჰა აბა დავცქვიტეთ ყურები? პამპარამპამ და ერთ მშვენიერ ღამეს მწერს იუზერი ნიკით ნინი მამალაძე, როგორ ავტვირთოო ფოტო ბოკელების სურათებშიო, მეც რათქმაუნდა ძალიან ოფიციალურად გავანდე მას ფოტოს ატვითვის ინსტრუქცია, მაგრამ იმ ინსტრუქციის ბოლოს როგორც ბატონი გუჯა იტყვის ხოლმე "მამაძაღლობა" მივაწერე, რაზეც ის წამოეგო. შემდეგ ველოდე თუ როგორ ფოტოს ატვირთავდა ის ფორუმზე, ხოდა ჰოი საოცრებავ მან მართლაც ატვირთვა ფოტო შემდეგ ჰოიიიი უფრო დიდებულო სოცრებავ და იგი ნამდვილი ანგელოზი აღმოჩნდა შემდეგ ტრალალა ვსაუბრბდით დღე და ღამე, და ერთ მშვენიერ დღეს დილის 7 სააათზე დავიბარე სამხატვრო აკადემიასთან. ასე მახსოვს და ამაზე სულ მეცინება, ნინი ნუ გაშტერდები შენთვის ჯერ ეს არ მომიყოლიამპუა ესეიგი მე სამხატვროს პირდაპირ სკვერი როა მანდ ვიდექი, ხოლო მაას რატომღაც ეგონა რომ აუცილებლად ზუსტად სმხატვროს შესასვლელში ვიქნებოდი დარჭობილი ნუ მის წარმოდგენაში ასე იყო, იმიტომ რომ ის ამაზე ფიქრობდა დიდი ხანი და ამდენ ფიქრში გაეპარა ის რომ მე იქ არ ვიდგებოდი და ვიდგებოდი პირდაპირ ამ დროს ის ამოდის აღმართიდან კი არ ამოდის არამედ პატარა ბავშვივით ოღონდ ლამაზი ბავშვივით "მობლაცუნობს" ისწორებს კაბას რომელიც აწეული აქვს და აიძულებს აქეთ-იქით ძალიან სასაცილო მიხვრა მოხვრები გაააკეთოს, შემდეგ ჯიხურის მინაში იყურება და თავის შავ ბერეტს ისწორებს, ხოლო მე ამას ყველაფერს ძალიან მხიარული სიდინჯით ვაკვირდები. უცბად შევყვირე ნინითქო მთაწმინდის დილის სიჩემეში იგი ძალიან შევაშინე. ასე დაიწყო ეს დღე დანარჩენს ალბათ თქვენ თვითონაც ხვდებით... ვრცლად ისტორიას ერთხელ შემოგთავაზებთ ფოტო გაფორმებით....
ახლა კი შევუდგეთ დაწყვილებულთა სიის შედგენას, იქნებ რაიმე ივენთიც მოვწყოთ სპეციალურად ამ ნიშნით.
პასუხი ლევანს ადრე საერთოდ არ ვეწეოდი, უფრო სწორად დანებებუი მქონდა, მაგრამ მას მერე რაც მშობიურ ვერას აღარ დავაბიჯებ და ღამბაშიძის ქუჩაზე არ ვხვდები ჩემს მეგობრებს სულ გამოიცვალა ყველაფერი. ძალიან მიყვარს როცა ჰერინგის ქუჩაზე გამოვდივარ და ვუყურებ როგორ ჩხავიან თოლიები დილას, მე კი ვდგავარ ბროკლინის ერთ მიტოვებულ ქუჩაზე და მალბოროს ვაბოლებ, რომელსაც ჩემზე დიდი ასოებით აწერია, რომ ფეხმძიმობის დროს პათოლოგიას იწვევს და ვინაიდან მე ფეხმძიმედ არ ვარ ამიტომ უშიშრად და ამაყად ვაბოლებ სიგარეტს. ამ თოლიების ხმაზე ვხვდები, რომ აქვეა სადღაც სანაპირო და მახსენდება ჩემი აგრეთვე მშობლიური პლეხანოვი, ვიჯექი სახლშ და ამ საიტზე ავტვირთე ფოტო და როგორც ყოველთვის ვიღაც ვიგინდარამ ერთები მსტკუცა, მერე გადავხედე სხვა ფოტოებს და რომ ვერ დავინახე ცუდი ნიშნები მეწყინა, რადგან ქედმაღლობათ ნუ ჩამითვლით, მაგრამ ჩემი ფოტოები მათ ფოტოებს სჯობდათ, მერე გამოვედი სახლიდან ლიფტი გაფუჭებული იყო ამიტომ კიბით ჩავედი, როცა სადარბაზოდან გამოვედი, სიგარეტის ფულს ვეძებდი (რადგან მალე მივფრინავდი და ვნერვიულობდი, მოწევა დავიწყე) და ხელში გასაები მომხვდა ბუზღუნ ბუზღუნით ავიარე კიბეები ჩავკეტე კარი, რომლი ჩაკეტვაც დამვიწყებოდა და ჩამოვირბინე ისევ კიბეებზე, უნდა შევხვედროდი ჩემი ფილმის მხატვარს, რომელიც მიყვარდა,(პრინციპში ალაც მიყვარს) და ერთად ერთერთი გმირის კოსტიუმი უნდა აგვერჩია. შევხვდით ერთმანეთს და დავიწყეთ ძონძებში სიარული, მოკლედ ბევრი არ მინდა ვილაპარაკო და მოვლენები ისე განვითარდა, რომ კახეთში გადაღებაზე მე და ჩემი მხატვარი ძალიან დავახლოვდით(უფრო ძალიან ვიდრე ორივეს გვეგნა) და ერთი კვირის მერე, როცა გადაღებიდან სახლში ვბრუნდებოდით და მე ჩემი თავი ბედნიერი მეგონა, ფილმი დავამთავრე, ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვბრუნდები თბილისში და მალე ამერიკაში მივფრინავ, უცბათ განმიცხადა: "ვაკო, ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით", "რა?", "არა შენ არ იფიქრო, რომ . . . შენ ძალიან კარგი ხარ, მაგრამ მე არ შემიძლია . . . ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით . . . ". აი ამის გაგონებას არ ველოდი, ძალიან დაგვრემილი და დაჩიავებული დავუბრუნდი მშობლიურ თბილისს და სამ დღეში ახალლად შეძენილ სამობლოში ამერიკაში ჩავედი. აქ კი ყვველაფერი იოლადაა, აქ არ ფიქრობენ საერთოდ არაფერზე და აკეთებენ ყველაფერს, ერთი სიტყვით ველურები არიან. ჩემდა გასახარად ამ ქვეყანაში ძალიან გაბლატავებული არიან ქალები, აი მაგალითად თქვენ თუ შეხედეთ ქალს და მას თქვენი შეხედვა არ მოეწონა, შეუძლია გიჩივლოთ, მუხლი "სექსუალურად შეხედვა" და ჯარიმაა ამაზე, ასე, რომ კაცები ძალიან ფრთხილები არიან, ამიტომ ქალები პირიქით არაფერს უფრთხიან, ხოდა აი აქ იფეთქმა ქართველურმა ჟინმა და პირველსავე შემხვედრ ქალს, რომელმაც გამიღიმა და მითხრა ჰელო . . . . ჰმმმმ . . . . აიი, ნუუ აი არაფერი რა და დაიწყო ჩემი ოდისეა, მაგრამ ოდისეა მალე დამთავრდა რადგან ჩაცხრა ეს ცხოველური საწყისი ჩემში და ისევ ადამიანურმა გაიღვიძა, და გამახსენდა ჩემი მხატვარი, ჩემი პატარა, საყვარელი მხატვარი, რომელიც მივხვდი რომ ძალინა მიყვარდა. რაღა დამრჩენოდა, ავიღე სიგარეტი გავედი ჰერინგის ქუჩაზე და გავაბოლე, უცბათ მთვარით განათებულმა ღრუბელმა და თოლიების ჭყავილმა ბიძგი მომცა და მეც გავფრინდი, დავიწყე : წინ მეეტლევ ეგ ცხენები გააქანე, გააქანე. . . . ხალხი მიყუებდა, ყველა მიყურებდა, ვერ ხვდებოდნენ რას ვამბობდი, რას ვლაპარაკობდი, მაგრამ იმას კი ხვდებოდნენ რომ ყურებამდე ვარ შეყვარებული