ე.ი დავიწყოთ იმით რომ მიდიხარ მთაში.. და მოგყვება რაღა თქმა უნდა ხალხი. ნავარჯიშები. ათასგან ნასიარულები. მათ შორის "ფოტოგრაფი." შემდეგ მწვერვალებზე სიარულისას ხვდები რომ ფოტოგრაფს თუ ქვემოდან "ტალჩოკი"არ მისცეს, და ზემოდან თოკით არ აქაჩეს.ღამისთევა კედელზე ჩამოკიდებულს მოგიწევს.რადგან 4000 მეტრის სიმაღლეზე "ფოტოგრაფს" უჭირს სიარული. და ამ თრვა - თრევაში ისეთი კადრები გამაზა როოომმმ...მიმიქარავს ყველა ალპინისტური ფოტო. მაგრამ მწვერვალზე ატანილს ხელი მაინც ემორჩილება ( დაემორჩილება აბა რა.მაგის საცოცი ზემოდან თოკი უქაჩეს) და რაღაცას გააჩხაკუნებს. მერე ჩამოვა ბარში (თბილისში) ჩაუჯდება photoshop ს...თავის გემოზე მიხატ მოხატავს (მე ვერ მომატყუებს.. ნატურში ვნახე ის ფოტო,იქ მწვერვალზე) მოხატვის შემდეგ გამოფენას გააკეთებს და მოსული საზოგადოება.რომელიც აღფრთოვანებაში მოყავს ე.წ. "ფოტოგრაფის" მუშაობას, ლაპარაკს იწყებს რაღაც ახლადაღმოცენებულ სასწაულზე .---რომელიც თურმე ჩვენს რიგებში ყოფილა და ვერ ვამჩნევდით. და კიდევ კარგი რომ არსებობს მთა . სადაც მან ბოლომდე გამოავლინა თავის შესაძლებლობები.......
მოკლედ თავი რომ დავანებო ამხელა რიტორიკას გეკითხებით თქვენ "[SIZE=7][COLOR=yellow]მიგაჩნიათ ასეთი ადამიანი ფოტოგრაფად???"
elenikoooo, მე მაგალითად ძალიან კარგად მესმის თქვენი კი რა თქმა უნდა ფოტოგრაფს ალპინისტობას ვერ მოსთხოვ და ვერც დასცინი ან გაკიცხავ სათრევი რომ გახდა მთაში თუმცა ფაქტია ფოტოგრაფი თუა ასეთი ნათრევიც ისეთ რამეს დაინახავს და ისეთ რამეს გადაიღებს რასაც სხვა ვერ იზავდა, ვერ დაინახავდა. ფოტოშოპს ვერც მე ვერ ვიტან, მაგრამ ძალიან მძლავრი იარაღია ეგ და მაგის გამოყენებაშიც ვერ დაადანაშაულებ ვერავის. აქ უფრო სხვა რამ არის. მე სხვანაირად დავსვამდი კითხვას, მთაში წასვლამდე იყო ის ფოტოგრაფი? მოგეხსენებათ ვისაც კამერა ხელში უკავია ყველა ფოტოგრაფი არაა, ყველა კიარა ძალიან ცოტაზე მე შემიძლა ეს ვთქვა. ჩემთვის ეს იმდენად დიდი რამ არის, რომ საკუთარ თავს ვერაფრით ვერ უწოდებ ფოტოგრაფს, თუმცა მთელი ცხოვრება კამერა მიკავია ხელში. მეორეს მხრივ ალპინისტებს რომლებიც სულაც არ არიან ფოტოგრაფი ისეთი კადრები ჩამოაქვთ მთიდან სული გეკვრება სილამაზისგან, თან ტექნიკურადაც ძალიან გამართული. რასთან გვაქ აქ საქმე? ყოველთვის ვიძახდი, ძალიან მომგებიანია მთის ფოტოების გამოფენის გაკეთება, გამოფენის კიარა თუნდაც აქ ბოკეზე ან ნებისმიერ ფოტოსაიტზე ნახეთ მთის ფოტოები ყოველთვის დიდი აღფრთოვანებას იწვევენ , მიზეზი ძალიან მარტივია, მთა მთაა და თავისთავად ლამაზია, მთა ძალიან ბევრისთვის მიუწვდომელია და ჩვეულებრივი სანახავი არასდროს არ იქნება, აქედან გამომდინარე რაც მიუწვდომელია და რაც თავისთავად ლამაზი უკვეა აღფრთოვანების მიზეზიცაა და გამომწვევიც. იმ გამოფენაც მიტო აღაფრთოვანა ხალხი და რახან მთის სიძნელეები ყველამ იცის ყველამაც აპატია ფოტოს! თიკანაძეს ფოტოები ნახეთ ყველამ გუჯაბიძეს რომ უთხრა ფოტოგრაფი ხარო მოკვდება სიცილით მარა აბა მისი ფოტოები ნახეთ თუ გაგეცინებათ.
ყველა შემთხვევაში მთაა თუ ბარი არანაირი მნიშვნელობა არააქ როდესაც ფოტოგრაფზეა საუბარი. ფოტოგრაფი!!! რამდენია რო?