აუჰ, რა მიიწიხლა პლაგინია თუ რაღაცა?! არ დაიჯეროთ რომ, ისე, ტყუილა გამოუშვა ვინმემ ეგ და თან კაი მსუყე ფასი დაადო, ბაზრის შესწავლის გარეშე. კლიენტიც ეყოლება და მეტიც. და პროფესიონალური ზავედენიებიც მათ შორის. (პროფესიონალის განმარტება დასავლეთში ასეთია: როცა კაცი ამ საქმით ფულსა შოულობს. ჩვენში რაღაც უფრო ამაღლებულის აურითაა ეს სიტყვა შემოსილი ). სწრაფად და უმტკივნეულოდ მიმოასწორებს კანის დეფექტებს და იმდენი მოწიფული ქალბატონი გაბედნიერდება საკუთარი ფოტოს დანახვით, რომ უუუჰ! გავიხსენოთ: ყველაფერი ამოცანის მიხედვით კეთდება.
და ბოლოს: ისე როგორ იქნება რო ერთი სლაიდერი არ ებას მაგ პლაგინსა და მიპლასტმასების ხარისხს ვერ აკონტროლებდეს. ჰოდა, დაუგდებ რა ძალასა..