Help - Search - Member List - Calendar
Full Version: Portraiture 2
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო > სიახლეები ფოტო სამყაროში
Magdu
პორტრეტების "გაპლასტმასების" მოყვარულთ გაახარებს ახალი ე.წ. "პლაგ ინ"-ის გამოშვება.

კომპანია Imagenomic გამოუშვა ახალი "პლაგ ინი" Portraiture 2, რომელიც "ასწორებს" კანის დეფექტებს და არ ეხება თმებს, ტუჩებს და ა.შ.

გიხაროდენ smile.gif

ტრიალ ვერსიის გადმოწერა შეგიძლიათ ოფიციალური საიტიდან. ფასი $169.95
http://www.imagenomic.com/pt.aspx

[attachmentid=16558]

[attachmentid=16557]
Guja
ისე მაგ პლაგინის გარეშეც მშვენიერი პლასტმასა ფოტოა ორიგინალი DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
Mikheil Samkharadze
Guja,
ორიგინალს უკვე დაკარგული აქვს ფაქტურა და DDDD.gif
User-Nikala
Guja
kesha


ეხლა თქვენ ვერ მიხვდით რა ხდება აქ,ის წინა ფოტო portrature 1-ით არის მიპლასმასებული და ეს 2-ით DDDD.gif
Guja
User-Nikala,
აჰა ესეიგი ის რაც კეშამ იგულისხმა მაგან უკვე პირველი პორტრეტის გადაღების დროს დაკარგა ხო?
lol.gif lol.gif lol.gif
User-Nikala
თუ ჩავუღრმავდებით ეგრეა DDDD.gif
Liza Niniashvili
QUOTE
ისე მაგ პლაგინის გარეშეც მშვენიერი პლასტმასა ფოტოა ორიგინალი


უჰუ
და მეორე ფოტო კიდე მაქს-ს გავს.
User-Nikala
არა ისე ხუმრობა ხუმრობად და თავის საქმეს მაგრად აკეთებს,რაც არ უნდა ბევრი ვიკამათოთ გლამური ყოველთვის იქნება ყველაზე უფრო მიმზიდველი სანახაობა ხალხისთვის და ამ საქმეში ეს პლაგინი მართლაც მაგარი მუშაა.
Liza Niniashvili
User-Nikala,

მოგწონს შედეგი ?

ძნ გრაფიკაა იმხო.
ხალხმა არ იცის გრაფიკა როგორ დაიყვანოს მაქსმ. ფოტოს დონეზე და აქ კიდე პირიქითაა... პიპეც.
Gogia
User-Nikala,
არცერთი პროფესიონალური სტუდია მსგავს პლაგინს არ იყენებს
User-Nikala
PsixOdino4ka

კონკრეტულად ეს შედეგი არ მომწონს მაგრამ ეს პლაგინი ისეც "აპლასმასებს" რომ კანს ფაქტურას უტოვებს,ძალიან რბილის ვიდს აძლევს.

QUOTE
ხალხმა არ იცის გრაფიკა როგორ დაიყვანოს მაქსმ. ფოტოს დონეზე და აქ კიდე პირიქითაა... პიპეც.


კი,მაგრამ ეს ხომ ჟანრი არაა smile.gif პრინციპში ავიჭერით ეხლა,მე ვთქვი პლაგინი თავის საქმეს აკეთებსთქო,ანუ რა დანიშნულებაც აქვს იმას აკეთებს,სხვა საქმეა რამდენად ახლოსაა ფოტოგრაფიასთან.


Gogia

ხო,შეიძლება,ეგ არ ვიცი ნამდვილად,ეს ფასიდან გამომდინარე არც იქნება გათვლილი პროფესიონალურ სტუდიაზე.
Elle
User-Nikala,
არც ისე რთულია manually კანის გაპრიალება )
ხოდა შედეგის კიდევ შედარებაც კი არ ღირს
ეს ფოტო რაღაც "მახინჯი ვიყავი, ჰოდა წამშალეს"
ალბომშიც კი ტეხავს
User-Nikala
Elle

თქვენ ეხლა ისე კი არ გამიგოთ ამ პლაგინის ფანი ვიყო DDDD.gif ეს თავის საქმეს აკეთებს 5-ზე,ჩემთვის ეხლა ეს გარკვეული პრაქტიკაა,ჯერ სწავლის პროცესში ვარ,ესეც უნდა გამოვცადო და რეალურიც მერე,თუ გამომივიდა რამე smile.gif ხოდა ნუ მეკამათებით DDDD.gif DDDD.gif
Elle
მგონი დანარჩენები იმას ვამბობთ რომ არ ასრულებს და ზუსტად ამაზეა კამათი )
მე პირადად შედეგით მოხიბლული არ ვარ, საერთოდ გამიჭირდება რაიმე ნიშნით შეფასება, ეტყობა არა-პლაგინით არც გიცდია smile.gif
პს: კანის ფაკტურა რაც გონია monochromatic noise-ა smile.gif
Liza Niniashvili
QUOTE
საქმეს აკეთებს 5-ზე,


აი აქ ვერ დაგეთანხმები :-) 5-ზე დამუშავებული ფოტო (თუნდაც გლამურისთვის) უნდა იყოს ფოტო, ისეთი რომ შეხედავ არ გაგიჩნდეს შეკითხვა გრაფიკაა ეს თუ ფოტო.

QUOTE
,სხვა საქმეა რამდენად ახლოსაა ფოტოგრაფიასთან.


და ამ "საქმე"-ს აქვს ამ შემთვევაში გადამწყვეტი როლი :-)
User-Nikala
ნუ ეხლა ეგ 5 სიტყვას მოყვა,ხო კაი,დამანებეთ თავი DDDD.gif

არა,ისე სერიოზულად,ეს პლაგინი ხომ მოყვარულებისთვისაა არა? ნუ ზოგი შეიძლება სტუდიაშიც ხმარობს,საქართველოში მითუმეტეს,ხოდა მოყვარულის დონეზე ხომ აკეთებს თავის საქმეს?იმ ამბავში მაინც რომ მიხვდება ბოლოს ის მოყვარული რომ არ ვარგა მიპლასტმასება და წავა იყიდის ზენიტს smile.gif

QUOTE
5-ზე დამუშავებული ფოტო (თუნდაც გლამურისთვის) უნდა იყოს ფოტო, ისეთი რომ შეხედავ არ გაგიჩნდეს შეკითხვა გრაფიკაა ეს თუ ფოტო.


ეს ზემოთ მოყვანილი არის სარეკლამო ფოტო,გამოწურულია მთელი პლაგინის შესაძლებლობები.გააჩნია რა დონეზე იხმარ,ისე შეიძლება დაადო რომ საერთოდ არ შეეტყობა ნაფოტოშოპარია თუ არა.

ხოდა იმ აზრზე მეც ვარ რომ ყველაფერი რეალური ჯობია.

Elle

საერთოდ გლამურის გადაღება არ მიცდია ჯერჯერობით smile.gif
Liza Niniashvili
QUOTE
ეს ზემოთ მოყვანილი არის სარეკლამო ფოტო,გამოწურულია მთელი პლაგინის შესაძლებლობები.გააჩნია რა დონეზე იხმარ,ისე შეიძლება დაადო რომ საერთოდ არ შეეტყობა ნაფოტოშოპარია თუ არა.


ნუ სანამ თვითონ პლაგინს არ ნახავ ძნელია მაგაზე ილაპარაკო, თუმცა იქ რამოდენიმე მოყვანილი მაგალითიდან ყველა ზედმეტად "ნაფოტოშოპარია" :-)))
Guja
User-Nikala,
კაცო რით ვერ გაიგე, ხო დაგიწერე უჟე
დაკარგა მაგ გოგომ რისი დაკარგვაც შეიძლებოდა პირველივე გადაღEბაზე და დაანებე აწი თავი ნაზ კანს და მის ფაქტურააააას lol.gif lol.gif lol.gif
Elle
აჰა
http://www.designarts.ru/lessons/photoshop/27/index.html
მოყვარულებისთვის ესაა
თუნდაც smile.gif
User-Nikala
PsixOdino4ka

100% მე გამისინჯავს და ეგეთ საშინელ ეფექტს არ იძლევა როგორც აქაა.

Guja

ეგ ვიცით მე,თქვენ და კეშამ,ყველას ხო არ გავაგებინებთ,უხერხულია lol.gif lol.gif


Elle

ეს ვიცი,თითქმის ყველა გაკვეთილი მინახია რაც კი დევს ინტერნეტში. ეხლა რა ხდება,რასაც იქ ეგ ტიპი ცოდვილობს ეს პლაგინი აკეთებს ზუსტად 20-30 წამში და "უკეთესი" შედეგით smile.gif
Elle
ეს ტექნიკა მარტივია
შედეგი კი უკვე მთლიანად შენზე და შენს ტექნიკაზეა დამოკიდებული
ამ პლაგინზე ცუდი რომ გამოვიდეს დიდძალი წვალება მოგიწევს
მე პირადად კარგი გამომდის, თან ძალიან smile.gif

მოკლედ
ამუშავეთ რითიც გინდა! DDDD.gif
Guja
ახლა ღAდავი გვერდზე გადავდოთ და ჩემი ორი თEთრიც ჩავარდეს საერთო ყულაბაში

რა ხდება იცით, რაღაც მთEლ მსოფლიოში რახან ყველამ ხელში კამერა დაიკავა და რახან ასეთი ჭკვიან ჭკვიანი პროგრამისტები გაჩნდა გემოვნების დაქვეითების და გამამაძაღლება გაუბედურების ტენდენვიაა
რაღა ტენდენცია, წახდა სულ გემოვნება. ეს მომხმარებლების საზოგადოების შექმნის კიდე ერთი გამოვლინებაა და სახიფათოა ნამეტნავი.

გლამური პორტრეტი თუ რაც გინდა ის თუ გინდა გადაიღო აუცილებელია პროფესიონალი ვიზაჟისტი
აი ის ისე გააკამაზებს კანს არანაირი პლაგინია თუ რაღაც დედისგინება არ დაგჭირდება მერე და ფოტზეხ ნორმალური ადამიანი იქნება და არა ბარბი. მეტყვით რეტუშიო, კი ბატონო არის ისეტი ნაკლოვანებები სახის კანის რასაც მაკიაჟი ვერ შველის, ნუ რა ვქნათ გამოხტა პრიშიკი ან უსახო ხალი აქ სადღაც, ამ შემთXვევაში მშვენივრად გამოვიყენებთ რეტუშს. ისე რომ იცოდეთ სანამ ფოტოშოპი და ძმანი მისნი გაჩნდებოდნენ რეტუშორი პროფესია იყო ზუსტად იმას აკეთEბდა რასაც ახლა ყველა ცდილობს ფოტოშოპში. თვით ბატონი ანსელ ადამსი ძალიან დიდი ზომით იყენებდა რეტუშს და შესაძლოა ბედნიერიც ყოფილიყო ფოტოშოპისნაირი ინსტრუმენტი რო ქონოდა.
საქმე ზომიერებაშია. ახლა ისიც გასაგებია რომ ამ მაგალითზე ვითომდა ყველა შესაძლებლობა ერთად არის ნაჩვენები, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ფოტოზე ნებისმიერი მანიპულაცია აგდებს ანაბეჭდის ხარისხს და რომ კარგად გავერკვეთ ამ საკითხში ან ვიკამათოთ სავალდებულოა მამაო ჩვენოსავეთ ვიცოდეთ დენ მარგულისის ყველა წიგნი რაც შეეხება პრეპრესს. სხვა შემთხვევაში საუბარი მხოლოდ ვარაუდებზე იქნება დაყრდნობილი და მხოლოდ საკუთარ ექსპერიმენტებზე რაც მეტწილად(თუ ყოველთვის არა) დაუკალიბრებელ და კიდე მეტი ლცდ მონიტორზეა ნაცოდვილარი.
ბევრი მომივიდა მაგრამ თუ აკვირდებით ხალხის რეაქციაა ამ პლასტმასის საწინააღმდეგო ის რომ სულ უფრო მეტს მოსწონს უხარისხო დაჩხაპნილი გაურკვეველი ფაქტურის და გრადაციის შავთEთრი ფოტოები, ფერადიც თუ მასში ფერიც აჭრილ არეულია. ანუ ეს გემოვნების პასუხია არაბუნებრივ ვიზუალზე.
კიდე ძალიან ბევრი რამ შემიძლია ვთQვა მარა ვეღAრ ვაკაკუნებ და თქვენც ვეღAრ წაიკითხავთ DDDD.gif
User-Nikala
QUOTE
მაგრამ თუ აკვირდებით ხალხის რეაქციაა ამ პლასტმასის საწინააღმდეგო ის რომ სულ უფრო მეტს მოსწონს უხარისხო დაჩხაპნილი გაურკვეველი ფაქტურის და გრადაციის შავთEთრი ფოტოები, ფერადიც თუ მასში ფერიც აჭრილ არეულია. ანუ ეს გემოვნების პასუხია არაბუნებრივ ვიზუალზე.


და არცერთი არ არის ერთიმეორეზე უკეთესი ჩემი აზრით.
უფრო მეტი,ეს უფრო ესთეტიური ჩანს.

p.s. მე რო მაინც დავიცავი პლაგინი DDDD.gif
Guja
მაგაში არც გედავები, ცხადია არ არის, მაგრამ აქ საინტერესო თვითონ რეაქციაა
დროთა განმავლობაში დაღვინდება და სწორ გზას დაადგება, ბუნტია მთAვარი DDDD.gif

ისე ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი
თითქმის არ მყოლია სემინარზე ისეთი მსმენელი რომელსაც ფირით გადაღEბა არ მონდომებოდა
თუმცა საუკეთEსო ციფრული ფოტოები საუკეთEსოთ დაბეჭდილი მაქ ნაჩვენები. მადლობა რაულიტოს ჩამომიტანა ფოტოკინადან. ესეც რეაქციაა.
User-Nikala
ზემოთაც ხომ დავწერე,ესეთი პლაგინებიც უწყობს ხელს ადამიანს ჭეშმარიტებამდე მივიდეს,კაცი ხო ეგეთია,სანამ არ გამოცდის ყველაფერს მანამდე სულ ცმუკავს,მიედ-მოედება,ხოდა ყველაფერს რომ ნახავს მერე წესით ხვდება როგორაა სწორი.ეხლა აქ უმრავლესობა მაგ ეტაპზე ვართ,ზოგი პლაგინებს ახურებს ზოგი ფოტოს კაწრავს,დროთა განმავლობაში ვისაც ნიჭი აქვს და სურვილი ის კი მიხვდება რა უნდა ქნას და ვინც არა ის ისევ გაერთობა smile.gif

ფირის მუღამი მეც მაქვს,მაგრამ საბოლოოდ მაინც ციფრულზე გავჩერდები ალბათ რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ იმიტომ რომ ვთვლი რომ ფირით კაცმა უნდა გადაიღოს როცა უკვე რამე ესმის ფოტოგრაფიაში,თორემ მთელი ბიუჯეტი წაუვა ფირებში და მიაყოლებს ნერვებს კიდევ,მეორე კიდევ ის მიზეზია რომ ხარჯიანია ეს ოხერი,თან კაი ფირი ხომ გინდა smile.gif ხოდა ეხლა თუ კომერციული დაინტერესება გაქვს მაშინ მშვენიერი ვარიანტია ფირიც.
Guja
პირიქითაა ფირის ამბავი, მაგრამ ამაზე სხვა დროს იყოს wick.gif
Raulito
აუჰ, რა მიიწიხლა პლაგინია თუ რაღაცა?! DDDD.gif DDDD.gif არ დაიჯეროთ რომ, ისე, ტყუილა გამოუშვა ვინმემ ეგ და თან კაი მსუყე ფასი დაადო, ბაზრის შესწავლის გარეშე. კლიენტიც ეყოლება და მეტიც. და პროფესიონალური ზავედენიებიც მათ შორის. (პროფესიონალის განმარტება დასავლეთში ასეთია: როცა კაცი ამ საქმით ფულსა შოულობს. ჩვენში რაღაც უფრო ამაღლებულის აურითაა ეს სიტყვა შემოსილი smile.gif ). სწრაფად და უმტკივნეულოდ მიმოასწორებს კანის დეფექტებს და იმდენი მოწიფული ქალბატონი გაბედნიერდება საკუთარი ფოტოს დანახვით, რომ უუუჰ! გავიხსენოთ: ყველაფერი ამოცანის მიხედვით კეთდება.

და ბოლოს: ისე როგორ იქნება რო ერთი სლაიდერი არ ებას მაგ პლაგინსა და მიპლასტმასების ხარისხს ვერ აკონტროლებდეს. ჰოდა, დაუგდებ რა ძალასა.. DDDD.gif

პ.ს. მოკლედ, თლათ ნუ შევდგებით თქო ფეხუცუნებით რა. DDDD.gif
stringer
აგერ თავის კრეკიანად

[ეს არ არის ვარეზ საიტი]
Guja

Raulito,

წადი წადი , ჩაი დალიე და ჩვენც გამოგვიგზავნე ბევრი DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
ინდუსებს მოკითხვა გადაეცი ჩემგან პახოდუ



stringer,
ერთი ახლა შენი თითEბი დამატვრევია მაი საძაგლობოს აქ დადების და გამო
DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
stringer
Guja სტუდიაში მომუშავე ნებისმიერი ფოტოგრაფი ხმარობს ამ პლაგინს, კრეატივშიც გამოიყენება,რა არის აქ ცუდი? ყველა ქუჩას ხო არ გადაიღებს? smile.gif
stringer
აგერ თავის კრეკიანად

[ეს არ არის ვარეზ საიტი]

ვიყიდი და საკუთარი ხარჯებით დაგიდებთ არ გინდათ? smile.gif სადღაც neat image რო დევს თავისივე კრეკით მაგ დროს ეს წესები არ მოქმედებდა? და უკაცრავად, ჩემი ატვირთული ფაილი იყო, უქენი სიკეთე რა ვინმეს
Added @ [mergetime]1229776739[/mergetime]
1 წუთში 2 pm მომივიდა დამილინკე ის პლაგინიო,აქ რო ყოფილიყო უამრავი გადააწერდა ვისაც ჭირდებოდა,რა დაშავდებოდა ამით?
Magdu
stringer,

პმ-ში რაც გინდა ის ქენი და ფორუმში ქრექიანს ნუ დებ!
stringer
კრეკი კი არა ,სერიალ ნომერი ახლდა!
Magdu
არ მეზარება დაწერა.
არც კრეკიანი და არც სერიალიანი!
stringer
სადღაც neat image რო დევს თავისივე კრეკით მაგ დროს ეს წესები არ მოქმედებდა? ნურც ახლა დამზარდები
Magdu
stringer,
ვიპოვი და წავშლი.

ახლა შენი ლოგიკით ისე გამოდის, რომ ერთხელ თუ რამე დააშავე, შემდგომში კიდევ უნდა გაიმეორო.

ბლა-ბლა-ბლა...

ჭირი იქა, ლხინი აქა......
ფირი იქა, ციფრა აქა...




stringer
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! smile.gif
Guja
stringer,
მე მაგ ვარეზების და ჯანდაბების არაფერი მესმის, აი სტუდიაში მომუშავე ფოტოგრაფს საერთოდ არ სჭირდება მაგ პლაგინი. სად აქვს ნოიზი და მამაძაღლობა.
ერთი რომელი ფეშენ ფოტოგრაფი ხმარობს მაგას ნეტა. ძალიან ხშირად ნახავთ მაკიაჟით დაფარულ პრიშიკებს და სხვა სახის დეფექტებს სახელგანთქმული და გამოცდილი ფოტოგრაფების ფოტოებზე.
ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ ალბათ, არის ფოტოგრაფია და არის დიზაინერი რომელიც იყენებს ფოტოგრაფიას. ძალიან ხშირად თუ სულ არა ფოტო მხოლოდ მასალაა რეკლამისთვის, აი იმ რეკლამას კი ფოტოგრაფი არ აკეთებს, იმ რეკლამას სხვები აკეთებენ და აი ისინია ზუსტად ვინც მსგავს პლაგინებს და "მამაძაღლობებს" იყენებენ. სულაც არ ვარ მაგის წინააღმდეგი და როც ვიყო რა რო? DDDD.gif
მე ფოტოგრაფიაზე ვსაუბრობ და მჯერა, რომ ამ საქმეში ნაკლებად საჭიროა მსგავსი ჩარევა. ნუ ასე ვფიქრობ და თუ ვცდები ამ ფიქრებში მაშინ ჩემ თვალს არ მოსწონს მსგავსი დამუშავება და რა ვქნა.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.