არც თუ ისე დიდი ხნის წინ, კომპანიებმა Panasonic და Olympus წარმოადგინეს სტანდარტ Four Thirds მოდიფიკაცია, რომელსაც დაერქვა Micro Four Thirds. აღნიშნული ფორმატი შეიცავს კომპაქტური ციფრული კამერების და DSLR-აპარატების ძირითად დადებით მხარეებს. მათ გააჩნიათ პატარა ზომები და ობიექტივების შეცვლის შესაძლებლობა.
ამჟამად კი განხორციელდა ოფიციალური მსოფლიოში პირველი ასეთი აპარატის Panasonic LUMIX DMC-G1 პრეზენტაცია
აღნიშნული სიახლეს ექნება სამი ფერის კორპუსი, მისი გაბარიტებია 83,6 х 124 х 45,2 მმ და იწონის 385 გ. ასეთი გაბარიტები მირწეულ იქნა კონსტრუქციიდან სარკეების ბლოკის და ოპტიკური ვიზირის მოშორებით (ოპტიკური ვიზირი შეცვლილია ელექტრონულით – Live View Finder), აღნიშნულის გამო კი შესაძლებელი გახდა ობიექტივიდან სენსორამდე მანძილის 50% შემცირება (40 მმ–იდან 20 მმ–მდე).
რაც შეეხება სხვა ტექნიკურ მაჩვენებლებს:
* გამოსახულების დამუშავების პროცესორი Venus Engine HD; * სესორი Live MOS Sensor ეფექტური გარჩევადობით 12,1 მეგაფიქსელი (ფორმ ფაქტორი 17,3 x 13,0 მმ); * მგრძნობელობა 100 - 3200 ISO; * მატრიცის მტვრისგან გაწმენდის სისტემა Supersonic Wave Filter Dust Reduction System; * გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემა MEGA O.I.S.; * კომპლექტში მოყვება ობიექტივი LUMIX G VARIO 14-45mm/F3.5-5.6 ASPH/MEGA O.I.S.; * ფოტოსურათის გამქსიმალური ზომებია 4000 x 3000 პიქსელი – ფორმატში 4:3, 4000 x 2672 პიქსელი ფორმატში 3:2 და 4000 x 2248 პიქსელი ფორმატში 16:9 (აქვს JPEG და RAW ფორმატები); * სიუჟეტური პროგრამები SCN (Sunset/Party/Baby 1/ Baby 2/Pet), Portrait Mode (Normal/Soft Skin/Outdoor/Indoor/Creative), Scenery Mode (Normal/Nature/Architecture/Creative), Sports Mode (Normal/Outdoor/Indoor/Creative) და Night Portrait (Night Portrait/Night Scenery/Illuminations/Creative); * თეთრის ბალანსის გასწორება – Auto/Daylight/Cloudy/Shade/Halogen/Flash/White Set 1/White Set 2/Color Temperature Setting; * ხელით გამოსაწევი მაშუქი GN11 (ISO 100 მ), ასევე შესაძლებლობა FL360, FL500 და FL220 გარე მაშუქების გამოყენების; * მოძრავი 3-დიუმიანი TFT-ეკრანი გარჩევადობით 460000 პიქსელი; * თავსებადია SD და SDHC ტიპის მეხსიერების ბარათებთან; * გააჩნია USB 2.0 High Speed, HDMI 1.3b და Composite (NTSC/PAL) ინტერფეისები; * პირდაპირი ბეჭდვის ტექნოლოგიის PictBridge–ის მხარდაჭერა; * ლითიუმ–იონური აკუმულატორი 1250 мАч.
ასევე აღსანიშნავია რომ Panasonic LUMIX DMC-G1 გააჩნია 23 ენოვანი მენიუ, და კომპლექტში მოყვება ისეთი პროგრამები, როგორიცაა PHOTOfunSTUDIO Viewer 2.1 E და SILKYPIX Developer Studio 3.0 SE.
ახალი კამერის ანონსის გარდა, მწარმოებელმა გამოცხადა LUMIX G VARIO 14-45mm/F3.5-5.6 ASPH/MEGA O.I.S. და LUMIX G VARIO 45-200mm/F4.0-5.6/MEGA O.I.S. ობიექტივების, DMW-FL220 გარე მაშუქის, DMW-LPL52 PL-ფილტრის, DMW-MA1 ადაპტერის, DMW-BLB13 ელემენტების გლოკის, DMW-DCC3 DC-კაბელის , DMW-CG1 და DMW-BAG1 რბილი ჩანთების,DMW-SSTG1-A/C/R, DMW-SSTG2-W და DMW-SSTG3-T მხარის ხონრების გამოშვების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ 4/3 სტანდარტის ობიექტივები თავსებადი იქნება ახალ კამერესთან სპეციალური ადაპტერის საშუალებით.
ზ/აღნიშნული საქონლის ფასები გამოცხადდება ოქტომბრისთვის
ბოლო-ბოლო, დიდი ძებნისა და დავიდარების მერე, რჩევებისა და მკითხაობის, ფორუმებში ძრომიალისა და ტესტების კითხვის... ვიყიდე ეს აპარატი და თუ ვინმე ქრისტიანი ხართ გამომეხმაურეთ და შემაგულიანეთ, თორემ მეძვირება და თან მევასება
ვნახოთ თუ გაამართლებს იმედებს... ჯერ ხელში ვატიალებ
700 ევრო თავისი აქსესუარებით და ჩათიანად, ნუ 1 გბ კარტაც მომაყოლეს თან...